ბაიერნი. კიოლნთან მატჩის წინ: მიუნხენურმა გრანდმა საკუთარ კედლებში "კიოლნი" ბოლოს 2002 წლის 23 მარტს დაამარცხა
"ბაიერნს" საკუთარ მოედანზე გუნდის დამარცხება უჭირდეს, გაგიგონიათ? ჰო, ვიცით, რომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია: აგერ უკვე რამდენიმე წელია, რეკორდმაისტერს მიუნხენში "კიოლნთან" მოგება უჭირს.

უჭირს კი არა, ვერ ახერხებს. უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, მიუნხენურმა გრანდმა საკუთარ კედლებში "კიოლნი" ბოლოს 2002 წლის 23 მარტს დაამარცხა. მას მერე ბავარიელებმა "თხებს" ხუთჯერ უმასპინძლეს - აქედან ოთხი მატჩი ფრედ დამთავრდა, ერთი კი სულაც "კიოლნმა" მოიგო.

"ბაიერნი" დღესაც "კიოლნს" მასპინძლობს და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, უფრთხის! უფრო სწორად, ფრთხილობს, რაც პირველ რიგში შესანიშნავ ფორმაში მყოფი ლუკას პოდოლსკის დამსახურებაა.

დღესვე, რეკორდმაისტერისთვის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა - ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა გაიმართება და საოცარი ის არის, რომ ეს წილიწყრა მიუნხენელებს გაცილებით ნაკლებად ადარდებთ და აინტერესებთ, ვიდრე "კიოლნთან" მატჩი.

მიუნხენში "ბაიერნსა" და "კიოლნს" შორის გამართული ბოლო ორივე მატჩი 0:0 დასრულდა, "თხების" ფანები კი ყველაზე მეტად მიუნხენში 2009 წელს გამართული შეხვედრით ამაყობენ, რომელიც "კიოლნმა" "ალიანს არენაზე" 2:1 მოიგო. მაშინ ბავარიული გრანდის კარში მეორე გოლი "ვინმე" დანიელ ბროზინსკიმ გაიტანა, რომლისთვისაც ის შეხვედრა სულაც სადებიუტო იყო ბუნდესლიგაში. იმ დროს "კიოლნი" გერმანიის ელიტაში ახალი დაბრუნებული იყო, გუნდის თავკაცი კი კრისტოფ დაუმი გახლდათ, რომელიც იმ შედეგით დღემდე ამაყობს.

თუმცა ბავარიელთა სიფრთხილის მიზეზი მარტო ეს სერია და 2009 წელს განცდილი მარცხი როდია. მიუნხენში ცუდად ახსოვთ ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირებაც, რომელიც 5 თებერვალს კიოლნში გაიმართა და რომელიც "თხებმა" ასევე მოიგეს (3:2). ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ იმ თამაშში მიუნხენელები 2:0-ს იგებდნენ!

"ბაიერნის" კაპიტანი ფილიპ ლამი ზემოთ ნახსენებ თამაშებში მონაწილეობდა და ამიტომაცაა, დღევანდელი შეხვედრის წინ გაკეთებულ კომენტარებში სიფრთხილეს რომ იჩენს: "ბოლო დროს "კიოლნთან" ისე ვერ ვთამაშობთ, როგორც საჭიროა და არა მგონია, ეს უბრალო დამთხვევა იყოს. ეს გუნდი ჩვენთვის საკმაოდ რთულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. ამჯერად ტრადიცია უნდა დავარღვიოთ და "თხები" მიუნხენიდან ხელცარიელები უნდა გავუშვათ. თუ გვინდა, რომ შვებულებაში მშვიდად გავიდეთ, ამ თამაშის მოგება აუცილებელია. ჩვენ მხოლოდ "კიოლნის" დამარცხების შემთხვევაში გვექნება იმის თქმის უფლება, რომ პირველი წრე წარმატებული გამოდგა," - ამბობს ბავარიელთა კაპიტანი.

სწორედ ლამი უსვამს ხაზს იმასაც, რომ "კიოლნთან" დღეს უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო, რისი მიზეზიც პოდოლსკის იდეალურ ფორმაში ყოფნაა. პოლდი 2006-დან 2009 წლამდე თავად იცავდა რეკორდმაისტერის ღირსებას, თუმცა მაღალ დონეზე იმედები ვერ გაამართლა და ისევ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა, სადაც ამ სეზონში უკვე 14 გოლი აქვს გატანილი - ამდენი გოლი კი მას სხვა არცერთ სეზონში არ გაუტანია!

"ლუკასი კართან ძალიან სახიფათოა და ძლიერი მარცხენა ფეხიც რომ აქვს, ეს ყველამ ვიცით. ჩვენ მას სივრცეები უნდა შევუზღუდოთ და თუ ამას მოვახერხებთ, გავანეიტრალებთ კიდეც," - ასკვნის ლამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"