ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: როგორც იქნა, მოიგო "ანაჰაიმმა", რომელიც წინა დღეს წაგების შემდეგ ბოლო ადგილზე დაეშვა
სამი მატჩით გაგრძელდა ჰოკეის ეროვნულ ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. დასავლეთ კონფერენციის ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს მინესოტაში. ადგილობრივმა კლუბმა წინა დღეს "ვინიპეგთან" წააგო და რეგულარულში მის ლიდერობას საფრთხე შეექმნა, ასე რომ, "მინესოტას" უშუალო კონკურენტთან - "ჩიკაგოსთან" მატჩში მაქსიმალურად მონდომება მართებდა.

მაგრამ მასპინძლები მუდმივად მდევრის როლში იყვნენ. ჯერ 0:2 ჩამორჩნენ მეორე პერიოდში, მაგრამ ორი წუთის ინტერვალში აღადგინეს თანაფარდობა. მესამე პერიოდში ჩიკაგო კიდევ ერთხელ გავიდა წინ, როცა სეზონში მე-18 შაიბა გაიტანა ჯონათან ტეუვზმა, მაგრამ საფინალო სირენამდე ხუთით წუთით ადრე "მინესოტას" კაპიტანმა მიკო კოივუმ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა.

დამატებით დროში ანგარიში არ შეცვლილა. ბულიტების სერიაში ორიდან ორი პენალტი გამოიყენეს "ჩიკაგოს" ლიდერებმა - ტეუვზმა და პატრიკ კეინმა, ხოლო სტუმართა მეკარემ რეი ემერიმ ორი ბულიტი მოიგერია და "ბლეკჰოქსმა" 4:3 მოიგო, რითაც ერთ ქულამდე შეამცირა სხვაობა "მინესოტასთან".

ორი დღის განმავლობაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო სტენლის თასის მფლობელმა "ბოსტონმა". "დათვები" სტუმრად გაუსწორდნენ "ოტავას" და ქულების რაოდენობით გაუთანაბრდნენ აღმოსავლეთის ლიდერ "ფილადელფიას".

"ოტავას" აკლდა რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი მილან მიხალეკი, მაგრამ ამით "ბოსტონის" დაცვასა და მეკარე ტიმ ტომასს საქმე არ მოკლებია. ბოსტონელთა კარის დარაჯმა მორიგი ფანტასტიკური თამაში ჩაატარა და ჯამში 47 დარტყმა მოიგერია.

ტომასის დამაჯერებელი მოქმედება მის პარტნიორებსაც გადაედოთ და მათ პირველ პერიოდში დაწყებული საქმე მესამე პერიოდის სტარტზე დაასრულეს, როცა 2:1-ზე ერთი წუთის ინტერვალით ორი შაიბა გაიტანეს და ანგარიში 4:1 გახადეს. ტომასის ბრწყინვალე თამაშის ფონზე ამ უპირატესობის გაფლანგვა დაუჯერებელი ჩანდა. ასეც მოხდა - დარჩენილ დროში გუნდებმა მხოლოდ ქულები გაცვალეს და "ბოსტონმა" 5:2 მოიგო.

როგორც იქნა, მოიგო "ანაჰაიმმა", რომელიც წინა დღეს წაგების შემდეგ ბოლო ადგილზე დაეშვა. "იხვები" საკუთარ მოედანზე გაუსწორდნენ "ფინიქსს" - 4:1. აღვნიშნავთ ნიკლას ჰაგმანის ორ შაიბას და ახალბედა როდ პეილის გოლს - ამ ჰოკეისტმა პირველი მატჩი ითამაშა "ანაჰაიმის" რიგებში.

ოტავა-ბოსტონი 2:5

0:1, 1:1, 1:3

გოლები: 0:1 პევერლი-6 (ფერენსი-8, კორვო-11), 1:1 ალფრედსონი-8 (სპეცა-22), 1:2 კ. კელი-12 (ბოიჩუკი-4, პევერლი-15), 1:3 პ. ბერჟერონი-6, 1:4 პეი-4 (შ. ტორნტონი-4, ფერენსი-9), 2:4 სპეცა-10 (კ. ფილიპსი-9, ალფრედსონი-10), 2:5 პეი-5 (პ. ბერჟერონი-18).

მინესოტა-ჩიკაგო 3:4 (ბ)

0:0, 2:2, 1:1, 0:0

გოლები: 0:1 მარიან ჰოსა-13 (ტეუვზი-16, შარპი-16), 0:2 ფროლიკი-5 (კრუგერი-6, მეიერსი-3), 1:2 ბროძიაკი-11 (ნ. ჯონსონი-9), 2:2 კულენი-9 (კლატერბეკი-5, პეტერსი-2), 2:3 ტეუვზი-18 (სტალბერგი-10), 3:3 მ. კოივუ-8 (კლატერბეკი-6, სტოუნერი-2).

ბულიტები გაიტანეს: ტეუვზი (ჩიკაგო), პ. კეინი (ჩიკაგო).

ანაჰაიმი-ფინიქსი 4:1

1:0, 2:1, 1:0

გოლები: 1:0 პეილი-1 (მაკენაუერი-3, ვიშნოვსკი-4), 2:0 ჰაგმანი-3 (პერი-13, სელიანე-21), 2:1 ჰანჟალი-5 (რეი უიტნი-16, იენდლი-16 3:1 ჰაგმანი-4 (პერი-14, გეტცლაფი-17), 4:1 პალმიერი-1 (რაიანი-7, ბოშემენი-7).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება