ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (FILA) გაისად წესებში ცვლილებებს ორივე სტილის ჭიდაობაში გეგმავს
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (FILA) გაისად წესებში გარკვეული ცვლილებების შეტანას გეგმავს ორივე სტილის ჭიდაობაში.

რეფორმები ორივეგან კენჭისყრას ეხება - FILA ამ საკამათო და აბსოლუტურად ულოგიკო ეპიზოდის დახვეწას ცდილობს. თუმცა ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ იდეის, განხილვის დონეზეა, მათი გამოცდა კი გაისად სეზონის დასაწყისშივე ორ ტურნირზე იგეგმება.

ბერძნულ-რომაულში აქამდე თუ წუთნახევრის გასვლის შემდეგ ჩოქბჯენში ჩადგომა სავალდებულო იყო, ახლა ასე აღარ იქნება. ამიერიდან, ამ პერიოდში ერთი ქულა თუ მაინც გაკეთდება, შეხვედრა დგომში გაგრძელდება, ყოველგვარი წილისყრის გარეშე, მაგრამ თუ ანგარიში 0:0 იქნება, მაშინ ჩოქბჯენი ჩვეულებრივად ამოქმედდება, არსებული წესებით. ასევე განზრახულია დაწყების მომენტის შეცვლაც - ხელის ჩამორთმევის ტრადიციული რიტუალის შემდეგ მეტოქეები ერთმანეთს ბეჭებით დაახლოებით ისე უნდა მიეყრდნონ, როგორც ჯვარის შეკვრისას ეყრდნობიან. ოღონდ ეს ცვლილება რას ისახავს მიზნად, ზუსტად ვერ გეტყვით.

ცვლილება იგეგმება "თავისუფალთა" წესებშიც. კერძოდ, ბადურაში უკვე ოთხი ბურთულა მოთავსდება - ორი წითელი და ორიც ლურჯი. მსაჯი რომელ ბურთულასაც ამოიღებს, იმას მერე გვერდით გადადებს და განმეორებით წილისყრაში ის მონაწილეობას აღარ მიიღებს ანუ ბადურაში სამი ბურთულა დარჩება.

არბიტრი ასევე გადადებს მეორედ ამოღებულსაც ანუ დამატებითი დროისთვის მხოლოდ ორი დარჩება გათამაშებაში. ამ ცვლილების არსი შემდეგია - ადრინდელი წესებით ისეც ხდებოდა, რომ სამივე შემთხვევაში შეიძლებოდა ერთი და იმავე ფერის ბურთულა ამოსულიყო ანუ ერთ ფალავანს მაქსიმალურად უმართლებდა, მეორე კი ასევე მაქსიმალურად იჩაგრებოდა.

ახლა რაღაც შანსი მეორესაც ეძლევა. შეიძლება ისეც მოხდეს, ძირითად დროში ორივეჯერ წითელი ამოვიდეს, თუმცა პერიოდები მაინც 1:1 დასრულდეს. ამ შემთხვევაში დამატებითში წითელი ბურთულა აღარ იქნება ბადურაში და ლურჯი შევა ფეხში ანუ უპირატესობას ის იღებს. თუმცა, ვიმეორებთ, ეს ცვლილებები ჯერ მხოლოდ განხილვის დონეზეა, რაზეც ახლახან ლონდონში გამართულ ოლიმპიურ ტესტზე შეთანხმდნენ, სადაც ჩვენები არ გამოდიოდნენ. მათი გამოცდა უახლოეს შეჯიბრებებზე იგეგმება, მაგრამ კონკრეტული ტურნირები ჯერ არ შეურჩევიათ.

აქვე გეტყვით, რომ 24-25 დეკემბერს თბილისში, ახალგარემონტებულ სპორტკომპლექს "არენაში" (ყოფილი სკა) ბერძენ-რომაელთა საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის ყველა უძლიერესი ფალავანი მიიღებს. მათ შორის მსოფლიოს ორგზის ვერცხლის მედალოსანი მანუჩარ ცხადაია, რომელიც ამჯერად ზედა წონაში - 74-ში აპირებს ჭიდაობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე