კრივოი როგის "კრივბასის" თავკაცი გუნდში იჯარით მოთამაშე ქართველებით კმაყოფილია
უკრაინის პრემიერლიგის საშემოდგომო ეტაპი კრივოი როგის "კრივბასმა" მეხუთე ადგილით დაასრულა, რაც მუდამ გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდისთვის მშვენიერი შედეგია.

კრივოიროგელთა შემადგენლობაში დნეპროპეტროვსკის "დნიპროდან" იჯარით გადაყვანილი საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი თამაშობს, უჩა ლობჟანიძე და ჯაბა კანკავა. უკრაინულ "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში "კრივბასის" მთავარმა მწვრთნელმა, იური მაქსიმოვმა მათზეც ილაპარაკა.

"ველოდი თუ არა, რომ ბოლო ორ სეზონში ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლის შემდეგ გუნდი მეხუთე ადგილზე იქნებოდა? ამის იმედი მქონდა, რადგან წლეულს "კრივბასში" კვალიფიციური მოთამაშეები დავიმატეთ - ლისენკო, სამოდინი, ლობჟანიძე, მოგვიანებით კანკავაც შემოგვიერთდა. თითოეული მათგანი ნაღდი ფეხბურთელია და გუნდი უფრო გააძლიერეს.

შემადგენლობაში ბევრ იჯარით აყვანილს ვათამაშებთ. კმაყოფილი ვარ თუ არა მათი თამაშით? რა თქმა უნდა. როდესაც ფეხბურთელები იჯარით სხვა კლუბში გადადიან, უმრავლესობა ცხვირს ჩამოუშვებს ხოლმე. ჩვენთან საპირისპირო მოხდა: ამ ბიჭებს სურთ რაღაცის დამტკიცება და ეს კარგადაც გამოსდით. მაგრამ "დნიპროს" ნებისმიერ დროს შეუძლია მათი უკან გაწვევა", - ამბობს "კრივბასის" მთავარი მწვრთნელი.

საინტერესო აღმოჩნდა ამ წერილის ერთ-ერთი კომენტარი - ლობჟანიძის დაბრუნებით "დნიპროს" მთავარი მწვრთნელი, ხუან დე რამოსი საკუთარ შეცდომას აღიარებს, ამიტომ, სანამ ესპანელი დნეპროპეტროვსკში მუშაობს, ეს გამორიცხული იქნებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა