18-28 დეკემბერს ქალაქ მარდინში ქალთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართება
დღეს უთენია თურქეთისკენ აიღო გეზი საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა, რომელიც 18-28 დეკემბერს ქალაქ მარდინში ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში დაიცავს ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას.

ქართველი დიდოსტატები (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, კაპიტანი ნინო გურიელი, მწვრთნელები - ზურაბ სტურუა, თამაზ გელაშვილი) მედლებისთვის წრიული სისტემით ჩინეთის, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, საბერძნეთის, ინდოეთის, თურქეთის, ვიეტნამისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდებიან.

- მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში მესამედ ჩავებმებით - გვითხრა გამგზავრების წინ ნინო გურიელმა. - წინა ორ შეჯიბრებაში მე-4 ადგილები დავიკავეთ და მედლების მოპოვებამდე მცირედი დაგვაკლდა. ვეცდებით, დანაკლისი ახლა ავინაზღაუროთ, თუმცა ეს ძალიან ძნელი იქნება. თუ წინა შეჯიბრებებში სამი-ოთხი გუნდი იბრძოდა ჯილდოებისთვის, ამ ჩემპიონატზე მათი რაოდენობა ხუთ-ექვსამდე გაიზარდა.

უპირველესი ფავორიტია ჩინეთი, რომლის შემადგენლობაში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი ითამაშებს, ინდოელთა ძლიერი გუნდის ლიდერია ჰამფი კონერუ, რომელსაც ქალთა მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილი უკავია. რუსეთი ბოლო ოლიმპიადისა და ევროპის ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებულია. ცხადია, უკრაინას და სომხეთსაც მედლებისკენ უჭირავთ თვალი. ყოველივეს მიუხედავად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, თურქეთიდან უმადლოდ არ დავბრუნდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"