მაიკლ ოუენი რისკის წინაშე დგას: შემდეგ კვირას, 4 სექტემბერს, ის კვლავ "ლივერპულის" მაისურის ჩაცმას აპირებს და ამან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები...

მაიკლ ოუენი რისკის წინაშე დგას: შემდეგ კვირას, 4 სექტემბერს, ის კვლავ "ლივერპულის" მაისურის ჩაცმას აპირებს და ამან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები შეიძლება ძალიან გააღიზიანოს. "ლივერპული" რა შუაშია? "ენფილდ როუდზე" ჯეიმი კარაგერის ბენეფისი იმართება და მეგობარმა მხარში დგომა პირადად სთხოვა. მოგეხსენებათ, შარშან ამ დროს ოუენმა "იუნაიტედში" გადასვლით მთელი ინგლისი გააოცა. მან ხომ თავისი წარმატებული კარიერის უდიდესი ნაწილი მერსისაიდში გაატარა და "ოლდ ტრეფორდზე" მორბენალს ვერავინ წარმოიდგენდა.

და აი, კიდევ ერთი თამამი საქციელი: 30 წლის ვეტერანმა "შინ" დაბრუნება და ერთი დღით საყვარელი ფორმის მორგება გადაწყვიტა. რასაკვირველია, ოუენის ზრახვა კეთილშობილურია. ის "ენფილდზე" ქალაქის მეორე გუნდის, "ლივერპულის" დიდი მოქიშპის "ევერტონის" სიმბოლური ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს და კარაგერს საქველმოქმედო ფულის აგროვებაში დაეხმარება, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზიანი ფანები ამას მშვიდად ვერ მიიღებენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წლეულს "იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის "მტრობამ" უმაღლეს წერტილს მიაღწია - მერსისაიდელები და მანჩესტერელები აქმდე 18-ჯერ იყვნენ ინგლისის ჩემპიონები და თუ გაზაფხულზე პრემიერლიგას "იუნაიტედი" მოიგებს ("ლივერპული" აქედანვე არ ჰგავს მომგებს), მეცხრამეტე ტიტული მას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდის სახელს მოუტანს - ეს კი სწორედ ის არის, რითაც აქამდე "წითლები" ტრაბახობდნენ, ხოლო "ოლდ ტრეფორდზე" საშინლად აღიზიანებდათ.

სხვათაშორის, ცნობილი გახდა, რომ ოუენი 4 სექტემბერს მხოლოდ ერთ ტაიმს ითამაშებს. ცნობილია ისიც, რომ "ენფილდზე" გამგზავრების ნება მას პირადად სერ ალექს ფერგიუსონმა დართო. ლეგენდარული შოტლანდიელი, მოგეხსენებათ, არაფერს აკეთებს თუ მის ნაბიჯს პრაქტიკული სარგებელი არ მოაქვს. ამჯერადაც, ფერგის იმედი აქვს, რომ თუნდაც ერთტაიმიანი პრაქტიკა მის თავდამსხმელს კარგ სამსახურს გაუწევს.

ინგლისური გაზეთები კი წერენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბევრი გულშემატკივარი ოუენს თავისიანად ისედაც ვერ აღიქვამს. მიზეზი ზემოთ უკვე ვთქვით: "ლივერპულში" გატარებული წლები. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ნიუკასლიდან" "მანჩესტერში" გადასვლის შემდეგ 2001 წლის "ოქროს ბურთის" ლაურეატს ხეირიანად არ უთამაშია - ვერ მოიგო ხალხის გული. გეხსომებათ, თითქმის ერთი წლის წინ, შარშან სექტემბერში მან "მანჩესტერ სიტისთან" დაუვიწყარ შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, მაგრამ... შემდეგ, პრემიერლიგაში ამ გოლს მხოლოდ ორიღა მიამატა. დანარჩენი ექვსი გოლი მან ჩემპიონთა ლიგასა და ლიგის თასზე შეყარა. თავდამსხმელი მაინცდამაინც არც ბედმა გაანებივრა - ხსენებული ლიგის თასის ფინალში, "უემბლიზე" დაშავდა და სეზონიც იქ დაამთავრა. ეს საკმაოდ ადრე, თებერვალში მოხდა.

და რას უნდა ველოდოთ უამრავი ტრავმით დატანჯული 30 წლის კაცისგან ახალ სეზონში? გუნდში სადაც ახალი თაობის ისეთი ფორვარდები თამაშობენ, როგორებიც არიან უეინ რუნი, დიმიტარ ბერბატოვი და ხავიერ ერნანდესი? სავარაუდოდ, ბევრს არაფერს.

და კიდევ, საინტერესოა, როგორ მიიღებენ ოუენს "ლივერპულის" ფანები. ხომ არ დაგვავიწყდა, რომ მან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა იკადრა?

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა