ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის უმთავრესი დაპირისპირება იტალიის ჩემპიონისა და ლონდონელი "მეთოფეების" ჯახი იქნება
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ "ბარსელონას" მეტოქედ გერმანული "ლევერკუზენი" ერგო. როგორც ჯგუფის პირველადგილოსანი "ბარსა" საპასუხო მატჩს თამაშობს შინ.

ლიგის კიდევ ერთი დიდი ფავორიტი "რეალი" მოსკოვის ცსკა-ს გამოცდის. თუმცა მერვედფინალური ეტაპის უმთავრესი დაპირისპირება, თქმა არ უნდა, იტალიის ჩემპიონ "მილანისა" და ლონდონის "არსენალის" ჯახი იქნება.

ჩემპიონთა თასის 4-გზის მფლობელი "ბაიერნი" შვეიცარიულ "ბაზელს" შეუწყვილდა, რომლის დიდი დამსახურებაცაა, რომ ტურნირზე აღარ თამაშობს შარშანდელი ფინალისტი "მანჩესტერ იუნაიტედი". შეგახსენებთ, რომ ფინალი მიუნხენში, "ალიანს არენაზეა". ასე რომ, გერმანიის ჩემპიონი გაორმაგებული ენთუზიაზმით მიილტვის ფინალისკენ. ლიგის 2010 წლის ტრიუმფატორი "ინტერი" კი ფრანგულ "მარსელს" დაუპირისპირდება, რომელიც ტიტულს 1993 წელს ფლობდა.

ლიგის პლეი ოფის დებიუტანტებზეც ვთქვათ, კვიპროსული აპოელ-ისა და ფრანგული "ლიონის" წყვილი კალათებიდან პირველად ამოიღეს, კიდევ ერთი დებიუტანტი, რუსული "ზენიტი" პორტუგალიურ "ბენფიკას" დაეჯახა, ხოლო "ნაპოლი", რომელიც ასევე ახალბედაა, "ჩელსის" შეებრძოლება.

ჩემპიონთა ლიგა. კენჭისყრა

1/8 ფინალები

ლიონი (საფრანგეთი)-აპოელ (კვიპროსი)

ნაპოლი (იტალია)-ჩელსი (ინგლისი)

მილანი (იტალია)-არსენალი (ინგლისი)

ბაზელი (შვეიცარია)-ბაიერნი (გერმანია)

ლევერკუზენი (გერმანია)-ბარსელონა (ესპანეთი)

ცსკა (რუსეთი)-რეალი (ესპანეთი)

ზენიტი (რუსეთი)-ბენფიკა (პორტუგალია)

მარსელი (საფრანგეთი)-ინტერი (იტალია)

I მატჩები

14 თებერვალი

ლიონი-აპოელ

ლევერკუზენი-ბარსელონა

15 თებერვალი

მილანი-არსენალი

ზენიტი-ბენფიკა

21 თებერვალი

ნაპოლი-ჩელსი

ცსკა-რეალი

22 თებერვალი

ბაზელი-ბაიერნი

მარსელი-ინტერი

საპასუხო მატჩები

6 მარტი

არსენალი-მილანი

ბენფიკა-ზენიტი

7 მარტი

აპოელ-ლიონი

ბარსელონა-ლევერკუზენი

13 მარტი

ბაიერნი-ბაზელი

ინტერი-მარსელი

14 მარტი

ჩელსი-ნაპოლი

რეალი-ცსკა

ევროპა ლიგა. კენჭისყრა

1/16 ფინალი

1. პორტუ (პორტუგალია)-მან. სიტი (ინგლისი)

2. აიაქსი (ჰოლანდია)-მან. იუნაიტედი (ინგლისი)

3. ლოკომოტივი (რუსეთი)-ბილბაო (ესპანეთი)

4. ზალცბურგი (ავსტრია)-მეტალისტი (უკრაინა)

5. სტოკი (ინგლისი)-ვალენსია (ესპანეთი)

6. რუბინი (რუსეთი)-ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

7. ალკმაარი (ჰოლანდია)-ანდერლეხტი (ბელგია)

8. ლაციო (იტალია)-ატლეტიკო (ესპანეთი)

9. სტიაუა (რუმინეთი)-ტვენტე (ჰოლანდია)

10. ვიქტორია (ჩეხეთი)-შალკე (გერმანია)

11. ვისლა (პოლონეთი)-სტანდარდი (ბელგია)

12. ბრაგა (პორტუგალია)-ბეშიქთაში (თურქეთი)

13. უდინეზე (იტალია)-პაოკ (საბერძნეთი)

14. ტრაბზონი (თურქეთი)-ეინდჰოვენი (ჰოლანდია)

15. ჰანოვერი (გერმანია)-ბრიუგე (ბელგია)

16. ლეგია (პოლონეთი)-სპორტინგი (პორტუგალია)

მატჩები 16 და 23 თებერვალს გაიმართება

შენიშვნა: ბრაგა-ბეშიქთაში გაიმართება 14 თებერვალს

შენიშვნა: სიტი-პორტუ გაიმართება 22 თებერვალს

1/8 ფინალი

4 - 6

16 - 1

9 - 10

11 - 15

5 - 14

7 - 13

8 - 12

2 - 3

მატჩები 8 და 15 მარტს გაიმართება

შენიშვნა: ციფრები აღნიშნავს 1/16 ფინალური წყვილების ნუმერაციას.

შენიშვნა: თარიღები შეიძლება უმნიშვნელოდ შეიცვალოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"