"ტორპედო"-"მეტალურგის" მატჩში რუსთაველთა მარცხენა მცველმა ქუთაისელთა თავდამსხმელთან ორთაბრძოლისას ცხვირი გაიტეხა
ქუთაისის "ტორპედომ" 11 დეკემბრის საჩემპიონატო მატჩში რუსთავის "მეტალურგს" 3:0 მოუგო. ამ შეხვედრაში რუსთაველთა მარცხენა მცველი ლაშა ჯაფარიძე დაშავდა - პირველი ტაიმის მიწურულს ქუთაისელთა თავდამსხმელ რევაზ გოცირიძესთან ორთაბრძოლისას ცხვირი გაიტეხა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ამის გამო ლაშამ ბოლო ტურში ცხინვალის "სპარტაკთან" შეხვედრაც გამოტოვა და ვარჯიშს მხოლოდ ნაახალწლევს განაახლებს.

"იმ შეხვედრის შემდეგ ოპერაცია ორჯერ გავიკეთე და თაბაშირის სახვევით კიდევ ათი დღე უნდა ვიყო. წლეულს ვარჯიში და თამაში გამორიცხულია. ასე რომ, "ზესტაფონთან" ბოლო ტურის მატჩის გამოტოვებაც მომიწევს და გუნდს ახალი წლიდან თუ დავუბრუნდები", - გვითხრა ჯაფარიძემ.

მისგან ისიც შევიტყვეთ, რომ მატჩის შემდეგ მომხდარით შეწუხებული გოცირიძე დაუკავშირდა:

"რეზომ ეს ამბავი ძალიან განიცადა. ვიცი, რომ ხელი შემთხვევით და არა განზრახ მომარტყა. ეს ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო და ბრძოლისას ვერ მოზომა. მასთან ვმეგობრობ და თამაშის მერე შეწუხებულმა დამირეკა, მომიბოდიშა, მომხდარს ძალიან განიცდიდა. ჩვენს ურთიერთობას ეს ამბავი, ცხადია, ვერ შეცვლის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fiore
ლაშა წარმატებები ჯიგარო მართლა კაი კაცი და კაი ფეხბურთელი ხარ ნაკრების უპირობო შეუცვლელიკანდიდატი ხარ იქნებ მართლა დაგაფასონ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"