სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი სახელმწიფოს ინტრასტრუქტურულ პროექტებზე გვესაუბრა
როგორც იქნა, მოედნების კეთილმოწყობას წლეულს საშველი ადგება: ზესტაფონში ეს პრობლემა დიდი ხანია, მოაგვარეს, ახალი საფარი დააგეს ეროვნულ სტადიონზე, "მიხეილ მესხზე", ქუთაისში, ჩემპიონატის შეხვედრები ტარდება ეროვნული ნაკრების ბაზაზე, სადაც ასევე ჩინებული მოედანია.

ამას გარდა, ცხინვალის "სპარტაკის" პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა გვითხრა, რომ გუნდი ხაშურში გადავა და სტადიონის რეკონსტრუქციასაც დაიწყებენ.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში ხაშურში მშვენიერი სტადიონი მოაწყვეს, ერთ-ერთი პირველი საქართველოში, სადაც ინდივიდუალური სკამები დაამონტაჟეს, მაგრამ მერე იქაურობა გავერანდა და ახლა სავალალო დღეშია.

ფოთის სტადიონზე საფრის დაგება კი დასრულდა, მაგრამ თავად სტადიონი თამაშებისთვის ჯერ მოუმზადებელია, მოედანზე არ არის ძელები, ტრიბუნები დანგრეულია და სუპერთასის ფოთში გამართვის იდეაზე ფედერაციამ ხელი ამიტომ აიღო. ის კი არა, "კოლხეთის" ხელმძღვანელობას ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან უნდა გაერკვია, სად უნდა უმასპინძლონ ცხინვალის "სპარტაკს" 18 დეკემბერს.

"მოედნის მოწყობის გარდა, სტადიონზე სხვა სამუშაოებიც ჩატარდება. სამშაბათს ფოთში ჩამოიტანენ 3 700 ინდივიდუალურ სკამს და მალე დაამონტაჟებენ. ეს არის ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი - ზვიად სიჭინავა პირადად დაინტერესდა "ფაზისის" კეთილმოწყობით.

3 700 სკამი ტრიბუნებს ორ მხარეზე ეყოფა, მესამე მხარეს კი ტრიბუნა დაანგრიეს, რადგან ამორტიზებული იყო. სამომავლოდ ისიც აშენდება და სკამებიც დამონტაჟდება" - გვითხრა "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის კონსულტანტმა სოსო ფილიამ.

სტადიონის განახლება დაწყებულია გორშიც, "თენგიზ ბურჯანაძის" არენაზე, საფარი უკვე დაიგო მოედნის 70 პროცენტზე, გაისად კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანასებული გუნდის სტადიონი სრულად განახლდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი სახელმწიფოს ინტრასტრუქტურულ პროექტებზე გველაპარაკება:

- ამჟამად საფარს ვაგებთ ქობულეთისა და გორის სტადიონებზე, ფოთში კი უკვე დაიგო. გორის არენა მთლიანადაც განახლდება. გაგრძელდება "მიხეილ მესხის" რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი. მომავალ წელს ჩვენს გეგმებში აუცილებლად ჩაისმება კახეთის რომელიმე სტადიონის განახლებაც.

ბათუმში კი აშენდება ოლიმპიური სტადიონი სარბენი ბილიკებით. სულ 2012 წლის ბოლოს გვექნება მინიმუმ 14 ახალი საფეხბურთო მოედანი, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ჩემპინატის დონის ამაღლებას. გარდა ამისა, ყველა გუნდს ბევრად უკეთესი სავარჯიშო პირობებიც ექნება.

- თბილისში უკვე გაიმართა ახალგაზრდა მორაგბეთა საერთაშორისო ტურნირი, 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლებთ, მაგრამ ფეხბურთში თუნდაც ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ქვეყანას მეტ პრესტიჟს შემატებს. საამისოდ უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში საქართველო მზად იქნება?

- მომავალ წელს განახლდება უმაღლესი ლიგის გუნდების ინფრასტრუქტურის დაახლოებით 70 პროცენტი, საიდანაც 4-5 სტადიონი მაინც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ასე რომ, სანაკრებო დონეზე ასაკობრივი გუნდების ჩემპიონატის მასპინძლობა თუ გადავწყვიტეთ, საფუძვლიანი პრეტენზიაც გვექნება.

- ჯერჯერობით მხოლოდ ის გვესმის, რომ არსებობს ბათუმის სტადიონის პროექტი, მაგრამ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო ქალაქი კი წლებია, უსტადიონოდაა.

- მშენებლობა 2012 წელს დაიწყება. ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია.

- ბრძანეთ, ოლიმპიური სტადიონი აშენდებაო, ანუ ტევადობითაც დიდი იქნება?

- ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, სტადიონი რამდენ მაყურებელზე იქნება გათვლილი, მაგრამ, სულ მცირე, 20 ათასი ინდივიდუალური სკამი დამონტაჟდება. რადგან სტადიონი ოლიმპიური იქნება, საშუალება მოგვეცემა, მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირებსაც ვუმასპინძლოთ.

ფოტოზე: ბათუმის სტადიონის ერთ-ერთი მაკეტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ilona
ეგ სტადიონიც ისეთივე გამძლე იქნება, როგორც ყველაზე გრძელი ხიდი ევროპაში, აი ის ფოთში თუ ანაკლიაში,რომ ააშენეს წითელ-ყვითელი ლენტების კორიანტელი, რომ დააყენეს და მეორე დღეს წყალმა წაიღო.
zaza sigu
არაფერს გაკეთებული ყოველთვის ჯობია. მაგრამ ზალიან საინტერესოა ერთი დღის გახსნისთვის აკეთებენ თუ მართლა ხარისხიანია?
batumeli
რავა მაინც და მაინც ბათუმში აკეთებენ ოლიმპიურ სტადიონს,ფეხბურთის ყურება ახლოდან უფრო კარგია
Tornike
ლანჩხუთის გურიის სტადიონი?!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად