ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქართული ჰოკეის სათავეებთან: გორგოლაჭებიდან შავი ზღვის ლიგამდე

ქართული ჰოკეის სათავეებთან: გორგოლაჭებიდან შავი ზღვის ლიგამდე

ინტერვიუ ქართული ჰოკეის ერთ-ერთი პიონერთან ნოდარ დონაძესთან
გადაწყდა: გაისად 27-29 იანვარს თურქული ერზრუმი შაიბიან ჰოკეიში შავი ზღვის ლიგის პირველი გათამაშების პირველი ტურს უმასპინძლებს. ამ ეტაპზე შეჯიბრებაში სამი გუნდი ჩაებმება - ორი მასპინძელთა და ერთიც -საქართველოდან (მეორე ტურიდან მათ სომხებიც შეუერთდებიან). ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას თბილისის "ყინულის რაინდები" დაიცავს, რომელიც ქართული ჰოკეის მესამე-მეოთხე თაობის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული...

ყველაფერს კი სათავე ნახევარი საუკუნის წინათ დაედო. მაშინ მთელი საბჭოეთი საბჭოთა კავშირის ხალხთა ზამთრის პირველი სპარტაკიადისთვის ემზადებოდა, რომელიც 1962 წელს უნდა გამართულიყო. აბა, საქართველო სხვა რესპუბლიკებს როგორ ჩამორჩებოდა: მოსკოვიდან ცნობილი სპეციალისტი - საკავშიროი მე-2 ნაკრების თავდამსხმელი ვალენტინ ზახაროვი მოიწვიეს და... დანარჩენს ქართული ჰოკეის ერთ-ერთი პიონერი ნოდარ დონაძე გიამბობთ:

- თეატრალურ სასწავლებელში ვსწავლობდი, ერთ დღეს ჩემს საყვარელ გაზეთ "ლელოში" განცხადება რომ წავიკითხე - საქართველოს სპორტკომიტეტი ყინულის ჰოკეისტთა სექციას აყალიბებს და მსურველებმა "ლოკომოტივზე" მოგვაკითხეთო. ეს იყო 1960 წელს. 50-მდე ახალგაზრდა შეიკრიბა სტადიონზე. ორ გუნდად გაგვყვეს, მოგვცეს ერთრიგიანი გორგოლაჭები, ჰოკიჯოხები, ბურთები და თიხისა და ასფალტისსაფარიან მოედნებზე დავიწყეთ ვარჯიში. ზამთრამდე ყინულს, აბა, სად ვნახავდით.

თბილისში სამთვიანი მეცადინეობის შემდეგ პირველი შეკრება ლესელიძეში მოგვიწყვეს - იქაც გორგოლაჭებით ვვარჯიშობდით. თბილისის "დინამოც" საბოლოოდ იქ ჩამოყალიბდა, რომელიც 1960 წლის დეკემბერს საბჭოეთის დედაქალაქში გაემგზავრა ნამდვილ ყინულზე სავარჯიშოდ.

მაშინ ჩემთან ერთად გუნდში იყვნენ ბიჭიკო კორძაია, გია სააკაძე, ბიჭიკო გელაშვილი, სოსო ლეჟავა, ომარ გიგაური, ომარ ბერიაშვილი, ომარ დონაძე, ნოდარ მამალაძე, ჟორა აირაპეტოვი, მიშიკო შენგელია, თემურ გიგინეიშვილი, გია იზაშვილი, ზაურ ცინცაძე, გონერ ნაცვლიშვილი, გოგი ნატროშვილი (კაპიტანი), მერაბ ჩხენკელი, არმაზ ბურნაძე, ანატოლი ნიკოლაიშვილი, გუჯა ბურდული, ანზორ ფარცვანია, თემურ კოჩინაშვილი და თემურ იაკობაშვილი მწვრთნელ ზახაროვის ხელმძღვანელობით. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის.

მოსკოვში 21 დეკემბერს ჩავედით. საღამოს უკანასკნელ ცნობებში, ცნობილია კომენტატორმა სინიავსკიმ რადიოთი გამოაცხადა: დედაქალაქში ჩამოვიდა თბილსის "დინამო", ოღონდ არა ფეხბურთელთა, არამედ ჰოკეისტთა გუნდი და მისი ნახვა გულშემატკივრებს ხვალ 11 საათისთვის "დინამოს" სტადიონზე შეეძლებათო. დილიდანვე უამრავი ხალხი მოაწყდა სარბიელს, ყველას აინტერესებდა, როგორი იყო ქართული ჰოკეი. ყინულს შეუჩვეველნი ციგურებზე ისედაც ძლივს ვიმაგრებდით თავს, ამდენი მაყურებლის ნახვამ კი სულ დაგვაბნია: ხან ერთმანეთს, ხან კი "ბორტს" ვეჯახებოდით. ამ დროს ერთი ქომაგის სიტყვები მომესმა: "ოი, კაკ ანი გრუბა იგრაიუტ?!."

- პირველ ტურნირში როდის მიიღეთ მონაწილეობა?

- 1961 წელს საბჭოთა კავშირის ექვსი რესპუბლიკის პირველობა გაიმართა: ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, უკრაინასა და ბელარუს გავეჯიბრეთ. პირველი შეხვედრა ტალინში გვქონდა. ამ გუნდებს შემდეგ ბაკურიანმა უმასპინძლა. აქ ბელარუსებთან 4:11 დავმარცხდით, ქართველთგან პირველი შაიბა მე გავიტანე. უკრაინას უფრო გავუძალიანდით, თუმცა ის შეხვედრაც 2:5 დავთმეთ.

სამაგიეროდ, გამოცდილება შევიძინეთ და 1962 წელს ზამთრის სპარტაკიადაზე საქართველოს ჩასათვლელი ქულები მოვუტანეთ: სომხეთს (11:2) და ყირგიზეთს (2:1) მოვუგეთ, რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინასთან დავმარცხდით და ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავეთ. სპარტაკიადის შემდეგ დიდ ტურნირში არ გვიასპარეზია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატებს ვატარებდით, რომლებშიც თბილისის, ქუთაისის, აჭარის, დუშეთის, ადიგენისა და ახალქალაქის გუნდები მონაწილეობდნენ.

- როგორც ვიცი, 1966 წელს ზახაროვი სამშობლოში გაემგზავრა და ქართული ჰოკეიც დაიშალა.

- სამწუხაროდ, ასე მოხდა. სპორტის ამ სახეობის გასავითარებლად არც ბაზა გვქონდა და არც სახსრები. უბრალოდ, ზამთრობით ბაკურიანში ვიკრიბებოდით და ყინულის ბუნებრივ საფარზე ვთამაშობდით. ეტყობა, ენთუზიაზმსაც თავისი საზღვრები აქვს.

- მაგრამ იგი არ ჩამქრალა, რადგან 70-იან წლებში ახალი თაობთა წამოვიდა.

- ალბათ, გახსოვთ, 1978 წელს თბილისის სპორტის სასახლეში ყინულის ვარსკვლავთა შოუ გაიმართა. გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები საჩვენებელი გამოსვლებით წარდგნენ. ეს იყო ნამდვილი ზეიმი ყინულზე, რამაც ბიძგი მომცა, მივიწყებული სახეობა განმეახლებინა. კეთილი ადამიანების თანადგომით თბილისის 23-ე სკოლის ბაზაზე შევქმენი ჰოკეისტ ბავშვთა გუნდი "პირველი მერცხალი".

აქაც გორგოლაჭებით დავიწყეთ ვარჯიში სკოლის ეზოში. შაბათ-კვირას რიყეზე გავდიოდით და უფრო დიდ მოედანზე ვმეცადინეობდით. ჩემი თანაგუნდელებიც მეხმარებოდნენ. საბჭოთა კავშირის ხალხთა ზამთრის პირველი სპარტაკიადიდან ზუსტად 20 წლის შემედგ "ოქროს შაიბის" საკავშირო პირველობაში მივიღეთ მონაწილეობა. გვითამაშია ყაზანში, მოსკოვში, ტულაში. წარმატებებიც გვქონდა. თითქმის ყველა ტურნირში ჩვენი კოტე ბახუტაშვილი საუკეთესო მეკარის პრიზს იმსახურებდა.

- მერე ცსკა-ში რომ აღმოჩნდა?

- დიახ, ის კოტე ბახუტაშვილი. 1982 წელს ბაკურიანში "ოქროს შაიბის" საქართველოს პირველობას დაესწრო ლეგენდარული რუსი ჰოკეისტი, სპორტის დამსახურებული ოსტატი ანატოლი ფირსოვი, რომელსაც კოტეს თამაში მოეწონა და ქართველი ჰოკეისტი ფირსოვის რეკომენდაციით არმიელთა გუნდში ჩაირიცხა, მერე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდა, რომლის შემადგენლობაშიც 1986 წელს ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

- ასე რომ, თქვენს გარჯას უკვალოდ არ ჩაუვლია.

- ჰო, მაგრამ წვალებ-წვალებით აწყობილი საქმე გასული საუკუნის 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად დავიწყებას მიეცა. აბა, მაშინ ჰოკეისთვის ვის ეცალა - ომი იყო და შიმშილი. თუმცა, ჩვენთან სპორტის ამ სახეობის განვითარების სურვილი ყოველთვის არსებობდა. 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე ჩემმა ყოფილმა მოსწავლეებმა - კოტე ბახუტაშვილის თანაგუნდელებმა, პატრიოტმა პიროვნებებმა - დენის დავიდოვმა და ლაშა ცაგარეიშვილმა ქართული ჰოკეის მესამე თაობას ჩაუყარეს საფუძველი.

ის იყო, საერთაშორისო სარბიელზე უნდა გაეყვანათ შეგირდები, რომ განგებამ ახალი, ძალიან მძიმე განსაცდელი მოგვიმზადა - ლაშა და დენისი კატასტროფაში დაიღუპნენ. მათი ტრაგედია ჩვენთვის, ქართველებისთვის, გამაოგნებელი, შოკის მომგვრელი, ქართული ჰოკეისთვის კი ლახვრის ჩაცემის ტოლფასი იყო, მაგრამ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ლაშას და დენისის პარტიოტულ საქმეს რუდუნებით განაგრძობენ. უპირველესად ეს საქართველოს ჰოკეის ფედერაციის გენერალურ მდივან სანდრო ვაშაკიძესა და ილია დავდოვზე ითქმის. ისინი თანამოაზრეებთან ერთად ზრუნავენ ჩვენი ჰოკეის განვითარებაზე.

იანვრის მიწურულს ქართველი ჰოკეისტები შავი ზღვის ლიგის გათამაშებაში ჩაებმებიან, არადა, მათ არც სავარჯიშო პირობები გააჩნიათ და არც სათანადო სახსრები.

საქართველოში კეთილ ადამიანებს რა დალევს. ბოლო დროს, საბედნიეროდ, ისეთებიც მოგვიმრავლდნენ, რომლებსაც შეძლებაც აქვთ და ჯიბეზე ხელის გაკვრაც არ ენანებათ. იმედია, ისინი ქართულ ჰოკეისაც დაუდგებიან გვერდით.

სურათზე: მარცხნიდან - კოტე ბახუტაშვილი, რეჟისორი ნუგზარ ლორია, ლეგენდარული მეკარე ვლადისლავ ტრეტიაკი და ნოდარ დონაძე (გადაღებულია 1983 წელს). ქართველ ჰოკეისტთა პირველი თაობა (გადაღებულია 1960 წელს).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ