ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სამინისტრომ გუნდები რაიონებს დაუბრუნა

სამინისტრომ გუნდები რაიონებს დაუბრუნა

გორის "დილაში" აღარ დარდობენ, ფოთის "კოლხეთსა" და ზუგდიდის "ბაიაში" იმედი გაჩნდა. ვინ დააფინანსებს ბოლნისის "სიონს"?
შევიტყვეთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხანგრძლივი გარჩევებისა და კამათის შემდეგ მუნიციპალიტეტებს გუნდები დაუბრუნა.

ლაპარაკია იმ კლუბებზე, რომლებიც ადრე სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ ორი წლის წინ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე კერძო ინვესტორების დაინტერესებისა და პრივატიზაციის იმედად გადაიყვანეს - ბოლნისის "სიონი", ზუგდიდის "ბაია", ფოთის "კოლხეთი".

შემდგომ თავად კლუბები ითხოვდნენ, რომ სამინისტროს ბალანსიდან მოეხსნათ, მათ სპონსორების იმედი ჰქონდათ. მაგალითად, "სიონის" დაფინანსება "მადნეულს" სურდა. მაგრამ გავიდა დრო და, ეტყობა, "მადნეულსაც" სურვილი გაუქრა. არადა, შარშან კომპანიის წარმომადგენელი ამ საკითხზე სამინისტროს მიმართ პრეტენზიებს ღიად გამოთქვამდა, მოგვეცით კლუბი და დავაფინასებთო.

რა არის პრობლემა? გუნდები მუნიციპალიტეტებმა უნდა დააფინანსონ, მაგრამ მზად არიან კი რაიონები საამისოდ? საქმე ის არის, რომ. ვთქვათ, ბოლნისის რაიონის 2012 წლის ბიუჯეტი უკვე შედგენილია, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფი გუნდის დაფინანსება კი, ცხადია, გათვალისწინებული არ არის.

გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო, ამბობენ, თანაც, სახელმწიფო ბოლოს დროს აღარ გაურბის ფეხბურთის დაფინანსებას, მაგრამ "სიონს" დროულად სჭირდება დახმარება. ახლა ბოლნისელების იმედი ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძეა, რომელსაც ფეხბურთი უყვარს და ვარაუდობენ, რომ გუბერნატორი "სიონს" არ გასწირავს.

სამაგიეროდ, იმედიანად არიან ფოთში.

"გვითხრეს, რომ გუნდს ფოთის მერია და ბიზნესი აუცილებლად დააფინანსებენო. უკვე შედგენილია ბიუჯეტი, რომელიც მინიმუმ მილიონი ლარი იქნება, აქედან 50 პროცენტს მერია გაიღებს, 200 ათას ლარს ფოთის პორტი, 300 ათასს კი - ადგილობრივი ბიზნესი" - გვითხრა "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის კონსულტანტმა სოსო ფილიამ.

რა მდგომარეობაა ზუგდიდის "ბაიაში"? - ამ კითხვით გუნდის მთავარ მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს მივმართეთ.

"ჩვენი კლუბი სამინისტროს ბალანსზე იყო. როდესაც გუნდს პრობლემა შეექმნა, კომპანია "ფერერომ" თანხა ჩაგვირიცხა, მაგრამ ის მეპატრონე არ არის. ალბათ, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსიდან "ბაია" ზუგდიდს გადაეცემა. ქალაქისა და რაიონისგან კი ამ ეტაპზე ფინანსური პრობლემა ნამდვილად არ შეგვქმნია, ხელფასები და პრემიები დროულად გვერიცხება.

მეტიც, ახალი წლისთვის მოგვთხოვეს გეგმა, სად და როოგრ უნდა მოვემზადოთ, ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. შესაძლოა, გუგუჩია და სამუშია შევინარჩუნოთ და გაძლიერებაზეც ვიფიქროთ", - ამბობს ქომეთიანი.

გორის "დილა" ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არ იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში გადასვლის შემდეგ კი გორელები ფინანსურ პრობლემაზე აღარც დარდობენ. გუნდის პატრონობა სამინისტრომ დაცვის პოლიციას დაავალა.

უკვე მეოთხე თვეა, "დილას" "ჰაიდელბერგცემენტი" სპონსორობს, რომელიც მანამდე რუსთავის მორაგბეთა კლუბ "ხარებს" პატრონობდა. ეს ინფორმაცია კლუბის ხელმძღვანელობაში დაგვიდასტურეს - "ჰაიდელბერგცემენტი" ყოველ თვე კლუბის ანგარიშზე 13 500 ლარს რიცხავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი

აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად