ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სანტუშმა ვრიზასი დააბრუნა, ბილიჩისთვის ეს საბერძნეთი უფრო ძლიერია

სანტუშმა ვრიზასი დააბრუნა, ბილიჩისთვის ეს საბერძნეთი უფრო ძლიერია

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 3 სექტემბერს საბერძნეთთან გასვლითი მატჩით ვიწყებთ და შესაბამისად, მეტოქეებზე ცნობების მოძიებისას...

საბერძნეთი

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 3 სექტემბერს საბერძნეთთან გასვლითი მატჩით ვიწყებთ და შესაბამისად, მეტოქეებზე ცნობების მოძიებისას, უმთავრესად ბერძნებზე ვაკეთებთ აქცენტს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბერძენთა პორტუგალიელ მწვრთნელ ფერნანდო სანტუშს ქართველებთან და ხორვატებთან, შესაბამისად 3 და 7 სექტემბრის მატჩებისთვის ნაკრებში გამოძახებულთა შემადგენლობა ჯერ კიდევ არ დაუსახელებია. ოთხიოდე დღის წინ, სანტუშმა მხოლოდ გამოძახებული 9 ლეგიონერის ვინაობა გაამხილა და იქვე დასძინა, ნაკრების სრულ სიას ხუთშაბათს გეტყვითო.

თუმცა სანტუშმა გუშინაც გააწბილა ბერძნული მედია. თუმცა მედიაში ორმა ინფორმაციამ გამოჟონა და ორივე გაგაცნობთ. პირველი, სანაკრებო სია დღეს, 27 აგვისტოს გახდება ცნობილი და მეორეც, სანტუშს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ერთი პერსონა დაემატა, 36 წლის ზისის ვრიზასი. ცნობისათვის, საბერძნეთის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ ვრიზასს, ეროვნულში ჩატარებუ 68 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი. ის ბერძნული კლუბების გარდა, იტალიურ "პერუჯაში", "ფიორენტინასა" და "ტორინოში", ასევე ესპანურ "სელტაში" გამოდიოდა. მოთამაშის კარიერა კი 2008 წელს პაოკ-ში დაასრულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასკვნით სეზონში ვრიზასის მწვრთნელი სწორედ ფერნანდო სანტუში იყო. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ზისის ვრიზასმა, სანტუშის მსგავსად 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ისრაელი

სტუმრად ბერძნებთან თამაშის შემდეგ, 7 სექტემბერს ისრაელს თბილისში ვუმასპინძლებთ. ნაკრებში გამოძახებულთა შემადგენლობა ჯერ არც ისრაელელთა თავკაც ლუის ფერნანდესს დაუსახელებია. როგორც ირკვევა, ფერნანდესის მიერ შეგულებულ ფეხბურთელთა შორის ერთი უკვე გამოაკლდა გუნდს. ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველი ბიბერს ნათხო საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. უახლოეს ორ მატჩში ნათხოს გერმანული "ნიურნბერგის" შუახაზელი ალმოგ კოჰენი შეცვლის.

სხვათა შორის, კოჰენიც დაშავებული იყო, მაგრამ ახლა ბევრად უკეთ არის და ბოლო ინფორმაციით სექტემბრის მატჩებში თამაში შეეძლება. თელ ავივის "ჰაპოელის" თავდამსხმელი ბენ საარიც გამოჯანმრთელდა და ისიც შეძლებს თამაშს. ისევე როგორც ბელგიური "გენკის" ფორვარდი ელიანივ ბარდა.

ფერნანდესმა ახალგაზრდულ ნაკრებს იერუსალიმის "ბეითარის" მეკარე არიელ ჰარუში კი დაუთმო, მაგრამ 21-წლამდელთა ნაკრების თავკაც ავი ლუზონს, კოჰენისა და საარიზე უარი უთხრა.

დაბოლოს, ისრაელის ნაკრები საქართველომდე 2 სექტემბერს მალტას რამათ განში ეთამაშება. ლუის ფერნანდესის გუნდი თბილისში კი 5 სექტემბერს, მოსადის (სახელმწიფო უშიშროების სამსახური) თანხლებით გვეწვევა.

ხორვატია

ხორვატიის ნაკრები შესარჩევ ციკლს 3 სექტემბერს რიგაში, ლატვიასთან გასვლითი მატჩით დაიწყებს. 7 სექტემბერს კი ხორვატები საბერძნეთს ზაგრებში უმასპინძლებენ. ამ ორი თამაშისთვის, ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ბილიჩის რჩეულთა სია ასეთია:

მეკარეები - ვედრან რუნიე (ლანსი, საფრანგეთი), დანიელ სუბაშიჩი (ჰაიდუკი), სტიპე პლეტიკოშა (სპარტაკი, მ. რუსეთი);

მცველები - ვედრან ჩორლუკა (ტოტენჰემი, ინგლისი), იოსიპ შიმუნიჩი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), გორდონ შილდენფელდი (შტურმი, ავსტრია), ივან სტრინიჩი, იურიცა ბულიატი (ორივე ჰაიდუკი);

ნახევარმცველები - დარიო სრნა (შახტარი, უკრაინა), მლადენ ბარტულოვიჩი (არსენალი, კ. უკრაინა), ოგნიენ ვუკოიევიჩი (დინამო კ. უკრაინა), ტომისლავ დუიმოვიჩი (დინამო მ. რუსეთი), ნიკოლა პოკრივაჩი (ზალცბურგი, ავსტრია), ივან რაკიტიჩი (შალკე, გერმანია), დანიელ პრანიჩი (ბაიერნი, გერმანია), დრაგო გაბრიჩი (ტრაბზონსფორი, თურქეთი), ლუკა მოდრიჩი, ნიკო კრანჩარი (ორივე ტოტენჰემი, ინგლისი);

თავდამსხმელები - ივიცა ოლიჩი (ბაიერნი, გერმანია), ედუარდო (შახტარი, უკრაინა), მლადენ პეტრიჩი (ჰამბურგი, გერმანია), ნიკიცა იელავიჩი (რაინჯერსი, შოტლანდია), მარიო მანჩუკიჩი (ვოლფსბურგი, გერმანია);

როგორც ირკვევა ხორვატების თავკაცი სლავენ ბილიჩიც არ არის მშვიდად. ლუკა მოდრიჩი კი არის ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ ლატვიელებისა და ბერძნების წინააღმდეგ მისი თამაში, ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. პრესასთან საუბარში ბილიჩმა აღნიშნა, რომ მოდრიჩსა და მის ექიმს ტელეფონით ესაუბრა და მათ დაამშვიდეს, უახლოესი მატჩებისთვის ლუკა მწყობრში იქნებაო და ხორვატების მწვრთნელსაც ეს აიმედებს.

ბილიჩს მეტოქეებზეც ჰკითხეს: "ლატვიის ნაკრები გრანდებს არ მიეკუთვნება. თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლატვიის ნაკრებმა ერთხელ უკვე იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და ამჯერადაც ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებს. მართალია, ლატვიელებს დღეს სხვა გუნდი ჰყავთ. ამ ნაკრებს ესტონეთსა და ბელარუსს შორის დავაყენებდი. ლატვიელებს მაღალი დონის ფეხბურთელებიც ჰყავთ და ნებისმიერ გუნდს შეუძლიათ პრობლემა შეუქმნან... რაც შეეხება საბერძნეთს, ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში, ეს გუნდი ჩვენი მთავარი კონკურენტია. ან ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ბევრად უკეთ თამაშობს, ვიდრე ოტო რეჰაგელის მწვრთნელობისას.

11 აგვისტოს ჩატარებული სერბეთ-საბერძნეთის ამხანაგური მატჩის ჩანაწერი ვნახე და შემიძლია გითხრათ, რომ ბერძნებს ახლა უფრო ძლიერი გუნდი ჰყავთ. ასე რომ, სოლიდურ ნაკრებთან მოგვიწევს დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, ამ ორ უახლოს მატჩში მაქსიმუმისთვის, 6 ქულისთვის ვიბრძოლებთ და ეს უნდა შევძლოთ", - აღნიშნა სლავენ ბილიჩმა.

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის