ქართველმა ფეხბურთელმა "sport-express.ua"-სთან ინტერვიუში თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"sport-express.ua"-ს კორესპონდენტი საქართველოს ნაკრებისა და "ოლექსანდრიას" 22 წლის ნახევარმცველ დავით თარგამაძეს დაუკავშირდა და ინტერნეტში გავრცებეულ ინფორმაციაზე ფეხბურთელის "შახტარში" გადასვლის შესახებ კომენტარი სთხოვა.

- "ოლექსანდრიას" პრეზიდენტმა ნიკოლაი ლავრენკომ ჩემს აგენტს ანდრეი ბილეიჩუკს უთხრა, რომ "შახტარის" პრეზიდენტთან რინატ აჰმეტოვთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია კომპენსაციის თანხაზე ჩემი გადასვლის სანაცვლოდ.

- როგორც ვიცი, წინა კვირას თქვენმა მენეჯერმა "შახტარის" გენერალურ დირექტორთან სერგეი პალკინთან მოლაპარაკებები გამართა...

- ჩემთვის რა თქმა უნდა დიდი პატივია ასეთი გრანდისგან წინადადების მიღება, როგორიც "შახტარია" და ასეთი მწვრთნელისგან, როგორიც მირჩა ლუჩესკუა. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დონეცკურ კლუბში ჩემი გადასვლის საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

- შეგიძლიათ აგვიხსნათ, რით არის გამოწვეული "შახტართან" კონტრაქტის გაფორმების გაჭიანურებული ვადა?

- ყველაფერი მარტივია, კონტრაქტის ფინანსურ მხარეზე ჯერ ბოლომდე ვერ შევთანხმდით.

- ამიტომ ხომ არ აიღეთ პაუზა, რომ გემსჯელათ? თქვენ ასევე სხვა შემოთავაზებებიც გაქვთ. ამბობენ, თქვენით სერია A-სა და მოსკოვის გუნდები არიან დაინტერესებულები.

- ალბათ კი. აგენტი, რომელიც უკვე არაერთი წელია ჩემს საქმეებს ხელმძღვანელობს, რამდენიმე ევროპულ კლუბთან მართავს მოლაპარაკებას. ყველა შემოთავაზებას ვაანალიზებთ, არ გვინდა ნაჩქარები გადაწყვეტილება მივიღოთ.

- ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ორშაბათს რუსეთის ვიზა უნდა მიიღოთ და სამშაბათს მოსკოვში მიემგზავრებით. ამას ადასტურებთ?

- ჩემთვის სრულიად გაუგებარია საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, მაგრამ ასეთი გეგმა მართლაც არსებობს. რუსეთის ერთ-ერთი კლუბი ჩემს აგენტთან მართავს მოლაპარაკებას, რომელიც მოსკოვში იმყოფება. იმ შემთხვევაში თუ ისინი შეთანხმებას მიაღწევენ, სამედიცინო შემოწმების გასავლელად მოსკოვში გამგზავრება მომიწევს და შესაძლებელია კონტრაქტიც გავაფორმოთ.

- მოდით სიმართლეს ფარდა ავხადოთ. თქვენ რა გირჩევნიათ, უკრაინის ჩემპიონატში დარჩეთ თუ საზღვარგარეთ გადაბარგდეთ?

- რინატ აჰმეტოვმა კარგად თქვა და მეც გავიმეორებ. არჩევანს იმ ვარიანტზე გავაკეთებ, რომელიც არამარტო სურვილით, არამედ ჩემი საფეხბურთო კარიერის პერსპექტივის შესაძლებლობით იქნება განპირობებული.

Burton
სერია A-ს კლუბი თუ გეპატიჟება, რაღა გინდა რუსეთში, ან უკრაინაში?? :( იტალიაში მაგრად დაიხვეწები, კლასსაც აიმაღლებ და დიდ ფეხბურთს ეზიარები. იტალია აირჩიე, დავით
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...