სპორტის სასახლეში სუპერლიგის მე-10 ტურის შეხვედრში "ოლიმპმა" სამედიცინო 78:71 დაამარცხა
თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მე-10 ტურის დასკვნითი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს სამედიცინო და დებიუტანტი "ოლიმპი" დაუპირისპირდნენ.

ოლიმპის გუნდმა 7 ქულის სხვაობით, 78:71 დაამარცხა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი და 17 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

მატჩის პირველი ათწუთეული გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც "ოლიმპმა" 2 ქულის სხვაობით იმარჯვა - 21:19. მეორე მეოთხედში თსსუ საკმაოდ გააქტიურდა და პერიოდის მე-2 წუთზე პირველად გავიდა წინ - 23:22. აღნიშნული უპირატესობა "მედიკოსებმა" პირველი ნახევრის დასრულებამდე შეინარჩუნეს და ტაიმში 2-ქულის სხვაობით იმარჯვეს - 40:38.

მესამე მეოთხედი კიდე უფრო საინტერესო და სანახაობრივი აღმოჩნდა - ოლიმპელები მეტოქეს დაეწივნენ, ჯერ საყაიმო ანგარიში დააფიქსირეს 43: 43, შემდეგ კი 3 ქულითაც დაწინაურდნენ 46:43. მესამე მეოთხედის დარჩენილი დრო კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა, ოლიმპელები კვლავ მცირე უპირატესობას ფლობდნენ, სამედიცინო კი მდევრის როლში იმყოფებოდა.

ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა მეოთხე მეოთხედის დასაწყისში, "ოლიმპმა" 10-ქულიან უპირატესობას მხოლოდ პერიოდის შუაწელში მიაღწია (60:70) , რის შემდეგაც მეტოქისთვის დაწევის საშუალება აღარ მიუცია.

"მედიკოსების" რიგებში 15 ქულით კოკა ტომარაძე გამოირჩა, ხოლო ოლიმპის" შემადგენლობაში საუკეთესო მიხეილ ბერიშვილი იყო, რომელმაც 20 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.

სუპერლიგა. მე-10 ტური

"ბათუმი"-რსუ 85:93

შსს-თსუ 113:85

"სოხუმი"-"არმია" 58:86

სტუ-"დინამო" 97:81

superleague.ge

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე