ბრწყინვალების ორდენი კალათბურთისა და რაგბის წარმომადგენლებს გადაეცათ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარლის სახლში სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი პირადად გადასცა.

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესა და რაგბის პროგრამების განვითარების ხელმძღვანელ ჯეიმს რიჩარდ დიქსონს ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებისთვის გადაეცათ.

"მინდა ყველას მადლობა გითხრათ, რადგან წელს პირველად გამოჩნდა თქვენი მრავალწლიანი მუშაობის შედეგი, რომ საქართველო რაგბშიც და კალათბურთშიც ბევრად უფრო წინ წავიდა. ეს არის ნაწილი საერთო პროცესის, რაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, რომ საქართველო მესამეხარისხოვანი ქვეყნიდან უნდა გადაიქცეს პირველხარისხოვან ქვეყნად.

სპორტს ამაში გადამწყვეტი როლი აქვს. მე კარგად ვნახე, ლიტვაში რამხელა რეაქცია იყო ჩვენი ნაკრების თამაშზე, როგორ საერთო სახალხო ზეიმად იქცა თქვენი იქ ყოფნა. ლონდონში ყოფნის დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აღტაცებით მელაპარაკა საქართველოს ნაკრების თამაშზე, მათ შორის, ინგლისის გუნდთან და განცვიფრება გამოხატა. მისთვის სიურპრიზი იყო ჩვენი ასეთი თამაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

interpressnews.ge

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე