საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გროზნოს "ტერეკიდან" ლევან გვაზავა კამერუნთან ამხანაგური მატჩისთვის (მაისი) გამოიძახა...

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გროზნოს "ტერეკიდან" ლევან გვაზავა კამერუნთან ამხანაგური მატჩისთვის (მაისი) გამოიძახა. თუმცა მაშინ ჩეჩნური კლუბის საყრდენი ნახევარმცველი საპასპორტო პრობლემის გამო ვერ ჩამოვიდა - დაბრკოლებებს რუსეთის მოქალაქეობა უქმნიდა. ამის შემდეგ ეს საკითხი მოგვარდა, გვაზავამ საქართველოს პასპორტი დაიბრუნა...

მიუხედავად ამისა, 30 წლის ლეგიონერი "ჯვაროსანთა" ფორმით ვერც მოლდოვას ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ვიხილეთ და ბუნებრივია, დავინტერესდით, რა ხდებოდა. მოგეხსენებათ, რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველს მანამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. უგულებელყოფას თავად გვაზავაც განიცდიდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, არ ჩამოვიდა...

მოკლედ, გაუგებარი ვითარებაა. როგორც გავიგეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გვაზავას არჩამოსვლით უკმაყოფილონი არიან. ეტყობა, აქედან გამომდინარე, ქეცბაიამ მას საბერძნეთისა და ისრაელის მატჩებისთვის აღარ მიიწვია და შესაძლოა, აღარც მომავალში დაუძახოს, თუ საბოლოოდ არ იქნება ცნობილი მისი მყარი პოზიცია - სურს თუ არა ქვეყნის მთავარ გუნდში თამაში.

გაუგებრობა გამოიწვია თავად ლევანის ნათქვამმა - კლუბში პრობლემები მაქვს და სანამ არ მოვაგვარებ, ვერ ჩამოვალ, შესაძლოა, "ტერეკში" ადგილი დავკარგოო. არადა, ფეხბურთის ფედერაციაში მის პასპორტზე ბევრი იწვალეს...

გვაზავას გროზნოში დავუკავშირდით და განმარტება ვთხოვეთ...

- ლევან, როგორ იქნა საქართველოს ნაკრებში მოგიწვიეს, თქვენ კი არ ჩამოხვედით. რა გიშლით ხელს?

- ჩამოუსვლელობას განვიცდი, რადგან ბოლო წლებში ნაკრებში პირველად თემურ ქეცბაიამ მიმიწვია. ძალიან გამიხარდა, ჩამოსვლა ძალიან მინდოდა, მაგრამ ჯერ საპასპორტო პრობლემებმა შემაფერხა, შემდეგ კი... მოქალაქეობა დავიბრუნე, მაგრამ კლუბში პრობლემები შემექმნა, რაზეც ქეცბაიას ველაპარაკე.

- კლუბში რა პრობლემები გაქვთ?

- "ტერეკთან" კონტრაქტი მიმთავრდება და ჯერ არ ვიცი, დავრჩები თუ არა.

- რა გითხრათ ნაკრების მწვრთნელმა?

- ვუთხარი, საკლუბო პრობლემების გამო ვერ ჩამოვდივარ-მეთქი. გასაგებიაო, - მიპასუხა. მე კი არ მითქვამს, რომ ნაკრებში თამაში არ მინდა, როცა პრობლემებს მოვაგვარებ, მერე აუცილებლად ჩამოვალ-მეთქი, ვუთხარი. თქვენ არ იცით, რუსეთის კლუბში რა პრობლემებია...

- პრობლემა ყველა ფეხბურთელს აქვს, მაგრამ თქვენი საქციელი ბევრმა ისე გაიგო, რომ ნაკრებში თამაში არ გინდათ...

- ეს რა ლაპარაკია?! ნაკრებში თამაში რომ არ მსურდეს, პირდაპირ ვიტყოდი, არ მინდა და მორჩა! რა, უფლება არ მაქვს? მინდა კი არა, ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ, ზაფხულში ორიოდე დღე დაგვასვენეს და ცოლ-შვილის სანახავად ვერ წავედი, ნაკრებში თამაშის უფლება რომ დამებრუნებინა, პასპორტის ასაღებად თბილისში ჩამოვედი. და ეს ნიშნავს, რომ არ მინდა?! ეტყობა, რაღაც გაუგებრობაა და ძალიან კარგია, რომ დამიკავშირდით და ამაზე მკითხეთ. საკლუბო პრობლემებს მოვაგვარებ და აუცილებლად ჩამოვალ.

- ისე ჩანს, თითქოს "ტერეკი" ახალ კონტრაქტს აღარ გთავაზობთ...

- საქმეც ისაა, რომ მთავაზობენ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, დავრჩები თუ წავალ.

- რომელი კლუბებიდან დაგიკავშირდნენ?

- რუსეთის პრემიერლიგის სამი კლუბი მიწვევს. თუმცა კლუბებს გროზნოელებთან შეუთანხმებლად ვერ დავასახელებ, "ტერეკში" ეს არ მოსწონთ...

- რომელიმე "ტერეკზე" უკეთესი დონის თუ არის?

- "სპარტაკსა" და "ლოკომოტივზე" არ არის ლაპარაკი, საშუალო დონის გუნდებია, მაგრამ საინტერესო წინადადებებია...

- საინტერესოა, ერთდროულად რუსეთისა და საქართველოს პასპორტი პრობლემას არ გიქმნით?

- ახლა პრობლემა არ არის, მაგრამ გვითხრეს, რომ მომავალი სეზონიდან რუსეთის ის მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს, მაინც ლეგიონერად ჩაითვლება. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებში თამაში მაინც ძალიან მინდა.

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...