ზედიზედ მეხუთე მუნდიალია, რაც ბრაზილიის ნაკრები მეოთხედფინალში გადის და ზედიზედ მეხუთე ჩემპიონატია მისი მეტოქე იქ ევროპული გუნდია, ამჯერად ჰოლანდია. პირველი მეოთხედფინალი 2 ივლისს პორტ ელიზაბეტში გაიმართება და აქ ვიხილავთ, თუ რა შეუძლია სინამდვილეში ჰოლანდიასა და ბრაზილიას.

ჟამი დაფარულის გაცხადებისა

28 ივნისი. იოჰანესბურგი. ელის პარკი. 54 096 მაყურებელი

ბრაზილია-ჩილე 3:0

ბრაზილია (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, ჟუანი, ბაშტოში - დანიელ ალვეში, ჟილბერტო სილვა, რამირესი - კაკა (81. კლებერსონი) - რობინიო (85. ჟილბერტო), ლუიშ ფაბიანო (76. ნილმარი).

ჩილე (4-3-3): ბრავო - ისლა (62. მილარი), კონტრერასი (46. ტელო), ხარა, ფუენტესი - ვიდალი, კარმონა, ბოსეჟური - სანჩესი, სუასო, მარკ გონსალესი (46. ვალდივია).

გოლები: 1:0 ჟუანი (35), 2:0 ლ. ფაბიანო (38), 3:0 რობინიო (59)

გაფრთხილება: კაკა (30), ვიდალი (47), ფუენტესი (68), რამირესი (72), მილარი (80).

მატჩი დაიწყო: ჩილე; დარტყმა: 17-15 (6-3); ჯარიმა: 14-18; კუთხური: 8-6; ბურთის ფლობა: 51%- 49%.

არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

საინტერესო მომენტები

5' - შორეული პასით საჯარიმოში ლუიშ ფაბიანო მოძებნეს, მაგრამ მან კარგად ვერ დაარტყა.

9' - ჟილბერტო სილვას შორეული დარტყმა, მეკარე ბრავომ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

35' - 1:0: მაიკონის ჩაწოდებულ კუთხურს თავით ჟუანი შეწვდა და ანგარიში გახსნა.

38' - 2:0: ბრაზილიელთა პირველი "ბრაზილიური კომბინაცია", რობინიოს პასის შემდეგ კაკამ ერთი შეხებით მოძებნა საჯარიმოში ფაბიანო, რომელმაც მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში მუნდიალზე თავისი მე-3 გოლი გაიტანა.

59' - 3:0: ბრაზილიელთა სწრაფი კონტრშეტევა მორიგი გოლით დასრულდა, რამირესის სოლორეიდის შემდეგ გოლი რობინიომ გაიტანა.

66' - ვალდივიას შორეული სახიფათო დარტყმა, ბურთი გადასცდა ჟულიოს სეზარის კარს.

74' - მორიგი კონტრშეტევა, კვლავ რობინიო ურტყამს, ამჯერად მახვილი კუთხიდან და ბრავო ბურთს კუთხურზე იგერიებს.

75' - სუასოს ბრაზილიელთა გოლკიპერმა აჯობა.

81' - ნილმარმა ახლო მანძილიდან ააცილა თავით ბურთი.

სახალისო სტატისტიკა

რობინიო: კარში ორი დარტყმა, 1 გოლი. მასზე 2-ჯერ დაჯარიმდნენ; 3 სოლორეიდი; 41 პასიდან 25 ზუსტი; გაირბინა 9 009 მეტრი.

ყველაზე მეტი პასი: დ. ალვეში (60)

ყველაზე მეტი ზუსტი პასი: დ. ალვეში (42)

ყველაზე მეტი ჩაწოდება: მაიკონი, ტელო (5)

ყველაზე მეტი გაირბინა: სუასო (11 406 მ)

ყველაზე სწრაფი: ბაშტოში (29,41 კმ/სთ)

ზედიზედ მეხუთე მუნდიალია, რაც ბრაზილიის ნაკრები მეოთხედფინალში გადის და ზედიზედ მეხუთე ჩემპიონატია მისი მეტოქე იქ ევროპული გუნდია, ამჯერად ჰოლანდია. პირველი მეოთხედფინალი 2 ივლისს პორტ ელიზაბეტში გაიმართება და აქ ვიხილავთ, თუ რა შეუძლია სინამდვილეში ჰოლანდიასა და ბრაზილიას. სხვა მხრივ, ჯგუფურმა ეტაპმა და კიდევ მერვედფინალურმა ბარიერმა ვერ ამოწურა ის დაფარული პოტენციალი, რაც ამ ორ ნაკრებს აქვს. ჰოლანდიასა და ბრაზილიას აქამდე არ დასჭირვებია "მთელი ძალით" თამაში. წუხანდელ შეხვედრას რაც შეეხება - პენტაკამპეონემ "ელის პარკზე" გაისეირნა და ისე მოუგო ჩილეს აქამდე სიმპათიურ და აღმაფრენით მოთამაშე ნაკრებს, რომ ეჭვი წუთითაც არავის შეჰპარვია.

დაიწყო მატჩი და თითქოს თანაბარ თამაშშივე გამოჩნდა, რომ ჩილე ბრაზილიას ვერაფერს დაუშავებდა, თუმცა გოლამდე (რომელიც საკმაოდ გვიან, 35-ე წუთზე გავიდა) ვერც ბრაზილია ახერხებდა ბრავოს შეწუხებას - დუნგას გუნდმა გოლამდე მხოლოდ ორი ნახევარმომენტი შექმნა. მაიკონის კუთხურმა და ჟუანის თავურმა ყველაფერი შეცვალა, ანუ თავის ადგილზე დააყენა. პირველ გოლს სამ წუთში მეორე მიყვა, რომელიც თამაშის ერთადერთი ნათელი მონაკვეთის პირმშოა - რობინიომ მარცხენა ფლანგიდან წაიწია წინ, ცენტრში ბურთი კაკას გადასცა, რომელმაც ვირტუოზული პასით (ერთი შეხებით) მეკარეს პირისპირ შეატოვა ლუიშ ფაბიანო და თავდამსხმელმაც არ დააღალატა სრულიად ბრაზილია - ბრავო მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა - 2:0. წერტილიც აქ დაესვა ყველა კითხვას, გარდა ერთისა, რამდენად ძლიერია დუნგას ძლიერი ნაკრები...

მეტისმეტად უსიამოვნო საყურებელი იყო მატჩის მეორე ტაიმი, უთუოდ ყველაზე ცუდი მერვედფინალისა ამ მუნდიალზე. ბრაზილია აღარ უტევდა, კოლექტიურ ართმევითაც კარგად გადიოდა ფონს და საჯარიმოში არ აკარებდა მეტოქეს. და რას ცდილობდა მარსელო ბიელსას ნაკრები? ჩილე უტევდა სტატიკური მდგომარეობიდან, ეს კი თავიდანვე გამორიცხავდა ხიფათს ბრაზილიის კართან, სამაგიეროდ საშიში იყო, ბაშტოში, ლუსიო ან რომელიმე სწრაფი ბრაზილიელი თუ ჩაჭრიდა ბურთს. მესამე გოლიც ხომ ასე გავიდა - რამირესმა საკუთარი ნახევრიდან წაიღო ბურთი და რობინიოს გაატანინა.

გამარჯვებულმა გუნდმა სამიდან ორი გოლი კონტრშეტევაზე გაიტანა, ერთი კი - სტანდარტული მდგომარეობიდან. მოკლედ, ასეთი უცნაური ფავორიტი ჰყავს მუნდიალს...

საუკეთესო ფეხბურთელი

რობინიო (ბრაზილია)

ამჯერად დავეთანხმებით ფიფას ოფიციალურ საიტს. ვერ ვიტყვით, რომ რობინიო ბრწყინავდა, მაგრამ მან გოლი გაიტანა, მეორე გოლიც მისი დაწყებული კომბინაციის შემდეგ გავიდა. ბრაზილიის ნაკრებიდან ბევრმა ითამაშა კარგად (იმავე ჟუანმა, ლუსიომ, ბაშტოშმა), მაგრამ რომელიმე ხომ უნდა გამოგვერჩია?

მატჩის შემდეგ

ლუიშ ფაბიანო (ბრაზილია): "ბრაზილიის ნაკრები კარგად თამაშობს გუნდურად. ჩვენ უფრო უკეთ ვაკონტროლებთ ბურთს, ვიდრე წინა მატჩებში. ჩვენ უკვე გავდივართ მაღალი დონის თამაშზე და თუ ჰოლანდიასაც ასე ვეთამაშებით, უფრო შორს წავალთ მუნდიალზე".

კარლუშ დუნგა (ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი): "რადგან ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს, ბრაზილიის ნაკრებისგან ყოველთვის მოგებას ელიან. მაგრამ ფავორიტობა არ ნიშნავს უცილობელ მოგებას. კარგია, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ. ნაკრებს კიდევ მოსამატებელი აქვს თითქმის ყველა კომპონენტში. საკუთარი შრომის ნაყოფს ვხედავთ და ეს დიდ ძალას გვაძლევს მომავალი წარმატებებისთვის".

ნიკოლოზ ნეფარიძე

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"