ყველაზე პრესტიჟულ "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა სამივე გუნდმა წარუმატებლად ითამაშა
ევროპულ საკლუბო ტურნირებზე, ყველაზე პრესტიჟულ "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

აქ მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა სამივე გუნდმა წარუმატებლად ითამაშა. სატურნირო მდგომარეობა ორი მათგანისთვის საკმაოდ გაუარესდა. ერთი კი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდა, "ქართულ გუნდებს" შორის ყველაზე უკეთეს შანსს ინარჩუნებს.

A ჯგუფში ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" სტუმრად დამარცხდა ინგლისურ "ნორსჰემპთონთან" - 0:45. კასტრელებმა მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა მატჩის პირველ ტაიმში გაუწიეს და მხოლოდ სამი ქულის სხვაობით 3:0 წააგეს. თუმცა შესვენების შემდეგ, ჩვენებურის გუნდი მაინც გატყდა. "კასტრი" ახლა 6 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილზეა.

ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს. ამავე ჯგუფში ლიდერმა, ირლანდიურმა "მანსტერმა" შინ მოუგო "ჰლანეჰლის" - 19:13.

A ჯგუფი

მანსტერი-ჰლანეჰლი 19:13, ნორსჰემთონი-კასტრი 45:0.

სატურნირო მდგომარეობა

1. მანსტერი - 16 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 11, 3. ნორსჰემპთონი - 8, 4. კასტრი - 6.

V ტური

მანსტერი-კასტრი, ჰლანეჰლი-ნორსჰემპთონი

C ჯგუფში მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიე" შოტლანდიურ "გლაზგოსთან" მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

ანგარიში მატჩში 33-ე წუთზე გაიხსნა. ლელო იან ოდურნიმ მიითვალა და მასპინძლებმა პირველი ნახევარი მშარლად 7:0 მოიგეს.

მონპელიელებს მატჩის სადავეები ხელიდან არც შესვენების შემდეგ გაუშვიათ, თუმცა შოტლანდიელებმა მათი რამდენიმე შეცდომით ისარგებლეს და მონპელიდან ორი ქულა წაიღეს.

შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე ნარიაშვილმა შეცვალა, გორგოძე მოედანზე 70-ე წუთიდან გამოჩნდა, ჟღენტი განაცხადში არ იყო. "მონპელიეს" ახლა 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

ამავე ჯგუფში ირლანდიურმა "ლენსტერმა", რომელიც 16 ქულით ლიდერობს, შინ დაამარცხა დიდი ანგარიშით ინგლისური "ბასი" - 57:27.

C ჯგუფი

მონპელიე-გლაზგო 13:13, ლენსტერი-ბასი 57:27.

სატურნირო მდგომარეობა

1. ლენსტერი - 16 ქულა, 2. გლაზგო - 10, 3. მონპელიე - 6, 4. ბასი - 6.

IV ტური

მონპელიე-ბასი, გლაზგო-ლენსტერი

დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა", რომელიც აქამდე D ჯგუფის ლიდერი იყო, სტუმრად წააგო ინგლისურ "ლესტერთან" - 19:23. "ვულკანებმა" პირველი ტაიმი ცხრა ქულის სხვაობით 16:7 მოიგეს, თუმცა მერე, ანგარიშში სასურველი სხვაობის შენარჩუნება ვეღარ შეძლეს.

ზირაქაშვილი ტრავმირებულია. "კლერმონს" ახლა 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზეა. მას სამი ქულით უსწრებს ლიდერი, ირლანდიური "ალსტერი", რომელმაც სტუმრად მოუგო იტალიურ "აირონს" - 46:20.

D ჯგუფი

ლესტერი-კლერმონი 23:19, აირონი-ალსტერი 20:46.

სატურნირო მდგომარეობა

1. ალსტერი - 14 ქულა, 2. ლესტერი - 12, 3. კლერმონი - 11. 4. აირონი - 0.

V ტური

აირონი-კლერმონი, ალსტერი-ლესტერი.

B ჯგუფი

ედინბურგი-კარდიფი 19:12, ლონდონ აირიში-მეტრო რასინგი 19:25.

სატურნირო მდგომარეობა

1. კარდიფი - 13 ქულა, 2. ედინბურგი - 13, 3. ლონდონ აირიში - 8, 4. მეტრო რასინგი - 7.

V ტური

ლონდონ აირიში - კარდიფი, მეტრო რასინგი - ედინბურგი

E ჯგუფი

ოსფრიზი-სარასენზი 13:16, ბიარიცი-ბენეტონი 29:12.

სატურნირო მდგომარეობა

1. სარასენზი - 14 ქულა, 2. ბიარიცი - 12, 3. ოსფრიზი - 8, 4. ბენეტონი - 6.

V ტური

ოსფრიზი-ბენეტონი, სარასენზი-ბიარიცი.

F ჯგუფი

გლოსტერი-კონოთი 23:19, ტულუზი-ჰარლიქუინზი 24:31.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 12 ქულა, 2. ჰარლიქუინზი - 12, 3. გლოსტერი - 9, 4. ქონოთი - 2.

V ტური

ტულუზი-ქონოთი, ჰარლიქუინზი-გლოსტერი.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდიდან ორი, "ტულონი" და "ბრივი" საკუთარი ჯგუფების ლიდერები არიან.

B ჯგუფში დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" შინ დამაჯერებლად დაამარცხა ინგლისური "ნიუკასლი" - 36:10 და სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე დაბრუნდა. ტულონელებს 15 ქულა დაუგროვდათ და "ნიუკასლს" ორი ქულით უსწრებენ.

ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, მიქაუტაძესა და ჩილაჩავს არ უთამაშიათ. ამავე ჯგუფში ტარიელ რატიანიძისა და გურამ კავთიძის "ლიონმა" სტუმრად იოლად სძლია იტალიურ "პადოვას" - 43:3 და ინგლისურ კლუბს წამოეწია. ლიონელებს 10 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან.

კავთიძე ძირთად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს, რატიანიძეს არ უთამაშია.

B ჯგუფი

პადოვა-ლიონი 3:43, ტულონი-ნიუკასლი 36:10.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულონი - 15 ქულა, 2. ნიუკასლი - 13, 3. ლიონი - 10, 4. პადოვა – 0.

V ტური

ნიუკასლი-პადოვა, ტულონი-ლიონი.

E ჯგუფში დაუმარცხებლად ასპარეზობს დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი", რომელმაც შინ დაამარცხა ესპანური "ლა ვილა" - 38:13. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ამავე ჯგუფში, ბექა შეყლაშვილის "აჟენმა" სტუმრად წააგო ინგლისურ "სეილ შარქსთან" 21:41. შეყლაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 41-ე წუთიდან გამოჩნდა.

E ჯგუფი

ბრივი-ლა ვილა 38:13, სეილ შარქსი-აჟენი 41:21.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბრივი - 18 ქულა, 2. სეილ შარქსი - 15, 3. აჟენი - 5, 4. ლა ვილა – 0.

V ტური

ბრივი-აჟენი, ლა ვილა-სეილ შარქსი.

A ჯგუფი

სტად ფრანსე-კროკიატი 45:3, ვორსტერი-ბუქარესტი 57:13.

სატურნირო მდგომარეობა

1. სტად ფრანსე - 19 ქულა, 2. ვორსტერი - 15, 3. ბუქარესტი - 5, 4. კროკიატი - 0.

V ტური

ბუქარესტი-სტად ფრანსე, ვორსტერი-კროკიატი.

C ჯგუფი

ბორდო-როვიგო 15:10, ვოსფსი-ბაიონი 25:11.

სატურნირო მდგომარეობა

1. ვოსფსი - 14 ქულა, 2. ბაიონი - 13, 3. ბორდო - 9, 4. როვიგო - 1.

V ტური

ბორდო-ბაიონი, როვიგო-ვოსფსი.

D ჯგუფი

პრატო-პერპინიანი 13:30, ნიუპორტი-ექსეტერი 16:11.

სატურნირო მდგომარეობა

1. პერპინიანი - 14 ქულა, 2. ექსეტერი - 10, 3. ნიუპორტი - 9, 4. პრატო - 0.

V ტური

პრატო-ექსეტერი, პერპინიანი-ნიუპორტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად