საქართველოს სამოცდამესამე ფალავნობას ქართულ ჭიდაობაში დიღომში ძიუდოს სპორტკომპლექსმა უმასპინძლა
საქართველოს სამოცდამესამე ფალავნობას ქართულ ჭიდაობაში დიღომში ძიუდოს სპორტკომპლექსმა უმასპინძლა. ქართული ჭიდაობის ამ უმთავრეს ტურნირში 22 ათლეტი მონაწილეობდა. შარშან კი მათი რიცხვი 16 იყო.

ტრამვების გამო ფალავნობაზე ვერ შეძლეს გამოსვლა დავით ლორიაშვილმა და ლაშა გუჯეჯიანმა, თურქეთში საკლუბო ტურნირზე გამოდიოდა ვახტანგ ზოიძე, ხოლო ლევან ჟორჟოლიანი ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში ასპარეზობდა "დიდ პრიზზე".

შარშანდელი ფინალისტები ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა-მთიანეთი) და ზვიად ხანჯალიაშვილი პირველად მეორე ქვეჯგუფში გაანაწილეს.

შედარებით იოლად განვლო გზა ფინალამდე თელაველმა გიგანტმა ხანჯალიაშვილმა (წონა 155 კგ. სიმაღლე 205 სმ). მოქმედ ფალავანს ადამ ოქრუაშვილს კი დიდი ბრძოლების გადახდა მოუწია, განსაკუთრებით იმერეთის წარმომადგენელ ონისე ბუღაძესთან და ახმეტელ მირიან გონჯილაშვილთან. ამ ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ქომაგთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. მეორე ქვეჯგუფიდან კარგი შთაბეჭდილება დატოვა გორელმა უშანგი კოკაურმა. მეტს ველოდით თევდორე აბელაშვილისაგან (თბილისი).

2011 წლის ფალავნობის ფორმატში იყო ერთი სიახლე - ფინალისტებთან დამარცხებულმა მოჭიდავეებმა ბრძოლა ორივე ქვეჯგუფიდან გააგრძელეს დამამშვიდებელ ჯგუფში. ეს იყო პაექრობა მცირე ფინალისათვის, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფალავნობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

"მცირე ფინალში" მირიან გონჯილაშვილსა და უშანგი კოკაურს შორის შეხვედრის დასაწყისში უპირატესობას გორელი დაეუფლა. მაგრამ გონჯილაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შეძლო მობილიზება, ეფექტური გდებით გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ეს მისი პირველი ტიტულია საქართველოს ფალავნობაზე.

მაყურებლები მოუთმენლად ელოდნენ მთავარ ფინალს. შარშანდელის მსგავსად წლეულსაც ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ყველას აინტერესებდა შეძლებდა თუ არა ოქრუაშვილი ზედიზედ მესამედ გაფალავნებას, ანდა - ხანჯალიაშვილი შარშანდელი მარცხისათვის რევანშის აღებას...

მეტოქეები, ცხადია, კარგად იცნობენ ერთმანეთის საჭიდაო არსენალს. ამიტომ შეხვედრის ძირითად 5 წუთში ორივე მოჭიდავე ზედმეტად ფრთხილობდა სარისკო შეტევის წამოწყებას. ნულოვანი ფრეს შემდეგ ქართული ჭიდაობის ახალი წესების თაანხმად, მსაჯებმა დანიშნეს დამატებითი დრო - პირველ მომგებიან ქულამდე. ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ოქურაშვილმა წონასწორობა დააკარგვინა მეტოქეს და სასურველი ფანდი შეასრულა - ზედიზედ მესამედ მოიპოვა საქართველოს ფალავნობა.

როგორც ყოველთვის, ქართულ ჭიდაობაში აბსოლუტური ფალავნობა მიმზიდველი და საინტერესო პირველობაა. ასე იყო ამჯერადაც.

წლევანდელ ფალავნობაზე პირველად გამოჩნდა 160 სმ-იანი საინფორმაციო მონიტორი ქართული შრიფტით. უნდა ითქვას, რომ სასურველი იყო უფრო ფართო აუდიტორია. აბსოლუტური პირველობა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გამორჩეული მონაწილეთა სიმრავლით, როგორც ჩვეულებრივი შეჯიბრება, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე პერსპექტიული ახალგაზრდები. იგივე ითქმის ზემოთხსენებულ კოკაურზე, ბუღაძეზე, გონჯილაშვილზე...

ქართული ჭიდაობის თავკაცმა თეიმურაზ გიორგაძემ შეჯიბრების ბოლოს სამგზის ფალავანი და პრიზიორები პრემიებითაც დააჯილდოვა.

კვარცხლბეკი

1. ადამ ოქრუაშვილი - მცხეთა მთიანეთი (3000 ლარი)

2. ზვიად ხანჯალიაშვილი - თელავი (2000 ლარი)

3. მირიან გონჯილაშვილი - ახმეტა (1000 ლარი).

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს