"ასტონ ვილას" თავდამსხმელს, დარენ ბენტს ქომაგების წინაშე ბოდიშის მოხდა მოუწია - მაშინ, როდესაც მისი გუნდი შინ, "ლივერპულთან" 2:0-ს აგებდა, ის მაღაზიებში შოპინგზე წასულა

"ასტონ ვილას" 27 წლის თავდამსხმელს, დარენ ბენტს ქომაგების წინაშე ბოდიშის მოხდა მოუწია - მაშინ, როდესაც მისი გუნდი შინ, "ლივერპულთან" 2:0-ს აგებდა, ის მაღაზიებში შოპინგზე წასულა.

ბენტი მერსისაიდელებთან ტრავმის გამო არ თამაშობდა, მაგრამ ეს, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ თამაში საერთოდ არ უნდა ენახა.

ფეხბურთელის საქციელის გამო "ტვიტერში" ერთი ამბავი ატყდა. ფოტოც კი გავრცელდა - ბენტი მაღაზიაში. 24 მილიონ ფუნტად შეძენილ ფორვარდს ფანებმა სულ უგულო და დაქირავებული მუშაკი უწოდეს.

მოგვიანებით ბენტმა "ტვიტერის" საშუალებითვე მოიხადა ბოდიში. მან დაწერა:

"ჩემთვის ფეხბურთის თამაშზე მნიშვნელოვანი არაფერია. სამწუხაროდ, "ლივერპულთან" შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ ვიღებდი, ეს კი მძიმე გადასატანია. იმედი მაქვს, მოედანს მალე დავუბრუნდები. თამაშის დიდი ნაწილი ტელევიზორში ვნახე, შემდეგ კი გავედი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთის დროს ჩემი ქუჩაში გამოჩენა ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი".

"ვილას" მწვრთნელმა, ალექს მაკლიშმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბენტმა "ლივერპულთან" ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

როდესაც ზოგიერთმა ეჭვი გამოთქვა, რომ ტრავმა გამოგონებული მიზეზია, "დიდი ეკი" გაბრაზდა:

"ჩემი თვალით ვნახე ბენტის დაშავების ეპიზოდი. სამშაბათის ვარჯიშზე კარში რომ დაარტყა საზარდული ეტკინა და იმწუთასვე მოუხდა მოედნიდან გასვლა. ვერ ვიტან ამ კონსპირაციის თეორიას. როგორ ფიქრობთ, დარენს თამაში რომ შეძლებოდა "ლივერპულის" წინააღმდეგ მოედანზე არ გავიყვანდი?"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...