"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა სერ ალექს ფერგიუსონის წინააღმდეგ წარმოუდგენელი იერიში განახორციელა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა როი კინმა სერ ალექს ფერგიუსონის წინააღმდეგ წარმოუდგენელი იერიში განახორციელა.

ირლანდიელმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი თავკაცი ცდილობს "იუნაიტედის" გულშემატკივარი მის წინააღმდეგ აამხედროს. თუმცა, მარტო ეს რომ ეთქვა, რა უჭირდა. კინმა დასძინა, ფერგიუსონისთვის "იუნაიტედის" ინტერესები ყოველთვის უპირველესი სულაც არ არისო.

კინის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" უდიდესი წარმატებები მწვრთნელზე მეტად მისი და მისნაირი ფეხბურთელების მოპოვებულია, რომლებიც გამარჯვების გამო მოედანზე ჯანმრთელობას სტოვებდნენ. გარდა ამისა, დღეს უკვე ტელემიმომხილველმა თქვა, რომ 2008 წელს, როდესაც "იუნაიტედს" თავისი კლუბიდან გაშვება ცუდ საქციელად ჩაუთვალა, საქმე კინაღამ სასამართლომდე მივიდა.

გარდა ამისა, ვეტერანმა გაიხსენა ფერგიუსონის კონფლიქრი დოღის ცხენის "როკ ოფ გიბრალტარის" ირლანდიელ თანამფლობელ ჯონ მანიერთან და ამ კონფლიქტის მაგალითზე სცადა დაემტკიცებინა, რომ ფერგი ხშირად კლუბის ინტერესზე მაღლა თავისას აყენებს.

"ხალხი ამბობს, რომ ფერგიუსონისთვის მთავარი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესებია, მე კი ვფიქრობ, რომ ის საკუთარ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს. ასე მაგალითად, თავისი ცხენის გამო ის კლუბის ძირითადი მეწილის წინააღმდეგ წავიდა. როგორ შეიძლება, იმ კაცის წინააღმდეგ წასვლა, ვინც კლუბში ყველაზე მეტ ფულს სდებს, ამ კლუბის ინტერესების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი ყოფილიყო? რასაკვირველია, არც იყო და ისიც კარგად ვიცით, ვისი მოყვანით დასრულდა ეს ყველაფერი".

კინმა და ფერგიუსონმა ერთად პრემიერლიგის ჩემპიონის შვიდი ტიტული მოიპოვეს. ასეთი თანამშრომლობის მიუხედავად, 2005 წელს მათ შორის ურთიერთობა გაფუჭდა, სულ ცოტა ხნის წინ კი კონფლიქტმა ახალი ძალით იხეთქა.

მიზეზი: ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო კინმა "იუნაიტედის" ახალი თაობა გააკრიტიკა, რაზეც ფერგიუსონმა თქვა, ერთი თავისი სამწვრთნელო შედეგები გაგვახსენოსო.

კინი: "ეს ხომ არგუმენტი არ არის. მაგ ლოგიკით, ნებისმიერი ტელემიმომხილველი უნდა გაჩუმდეს, რადგან როგორც მწვრთნელს იმდენი ტიტული არ მოუგია, რამდენიც ფერგიუსონმა მოიგო. მე ამაზე სხვანაირად ვუპასუხებ: ჩემნაირი ფეხბურთელები რომ არ ჰყოლოდა, ფერგიუსონი თავის ურიცხვ ტიტულებს ვერ მოიგებდა. ამ ბოლო დროს რაღაც ბევრმა დაივიწყა, რომ ჩვენ, მოთამაშეები, ამ ტიტულების გამო მოედანზე ჯანმრთელობას ვტოვებდით".

ზემოთ კინსა და ფერგიუსონს შორის ახალი კონფლიქტი ვახსენეთ. კონფლიქტი "იუნაიტედის" 19 წლის ნახევარმცველის, ფილ ჯონსის ნათქვამმა გააცოცხლა. ჯონსმა თქვა "ბაზელთან" საბედისეწერო თამაშის წინ მოშვებული ვიყავიო.

"მე გუნდი და მისი ახალგაზრდები გავაკრიტიკე. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ტელესტუდიაში, მიმოხილვის დროს, "მანჩესტერ იუნაიტედის" შარფით ვერ დავჯდები. მახსოვს, "იუნაიტედიდან" წასვლამდე ალექსს მწვრთნელის პროფესიაზე ველაპარაკე. მან გაიმეორა ის ორი სიტყვა, რომელიც ასე ძალიან უყვარს: ძალა და ყველაფრის კონტროლი. კეთილი, ეს ძალა და კონტროლი კლუბის ფარგლებში გასაგებია, მაგრამ ნუთუ ის ამ პოლიტიკის გატარებას უკვე "მანჩესტერ იუნაიტედს" გარეთაც ცდილობს?"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის