"ტორნადომ" უკრაინაში განელი ოსი დურანის ძლევით WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის "ვერცხლის ქამარი" მოიპოვა
ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ მორიგი წარმატებული ბრძოლა ჩაატარა.

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში მან განელი ოსი დურანი დაამარცხა და საბჭოს (WBC) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის "ვერცხლის ქამარი" მოიპოვა.

საბჭოს ვერსიის ტიტული პროფესიულ კრივში ყველაზე პრესტიჟულად ითვლება, თუმცა აქ დიდი არეულობაა და ძნელი გასაგებია, ვინაა მსოფლიოს ჩემპიონი და ვინ პრეტენდენტი.

ხურციძის წონაში, 72,6 კილოგრამში მსოფლიოს ჩემპიონად მექსიკელი ხულიო-სეზარ ჩავესი ითვლება, "საპატიო" ჩემპიონი და "ბრილიანტის" ქამრის მფლობელია არგენტინელი სერხიო მარტინესი, ხოლო მთავარი პტრეტენდენტია კიდევ ერთი მექსიკელი მარკო რუბიო, ვისაც ჩავესი წესების დარღვევით იგნორირებას უკეთებს და რინგზე არ ხვდება. აი, ასეთ კრებულში გაერია ქართველი მოკრივე.

ხურციძეს განელ ოსი დურანითან საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გადახდა. საწყის რაუნდებში მეტოქე უფრო აქტიურობდა, ხურციძე კი თანდათან იხსნებოდა. მესამე რაუნდში "ტორნადოდ" წოდებულ ქართველს პირველად მოუხდა რეფერისგან სანოკდაუნე ათვლის მოსმენა, თუმცა ეს არ იყო კლასიკური ნოკდაუნი - მეტოქემ მხარში მოარტყა ხურციძეს და წონასწორობა დააკარგვინა.

ბრძოლის მესამე მესამედში ქართველმა მოკრივემ ზუსტი დარტყმებით წალეკა მეტოქე, რომელიც თავს იცავდა და დროდადრო კონტრ-უტევდა, თუმცა მისი დარტყმების რაოდენობა ქართველისას ჩამორჩებოდა და ხურციძემ ბრძოლის ბოლოს წინ გასვლა მოახერხა. სამი მსაჯიდან ორმა "ტორნადოს" უპირატესობა დათვალა, ხოლო მესამემ ფრე გამოაცხადა და საინტერესო და სანახაობრივ ბრძოლაში გამარჯვება ხურციძეს დარჩა.

msy.gov.ge

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"