"მარსელის" თავდამსხმელმა ანდრე აიუმ მამის, XX საუკუნის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული აბედი პელეს გზა გაიმეორა

"მარსელის" თავდამსხმელმა ანდრე აიუმ მამის, XX საუკუნის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული აბედი პელეს გზა გაიმეორა და კონტინენტის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მამამ ეს ტიტული 1991 წელს დაიმსახურა. 2011 წელს კონკურენცია აღნიშნული ჯილდოსთვის როგორც არასდროს ისეთი დიდი იყო. მასზე წარდგენილნი იყვნენ იაია ტურე, ჟერვინიო, სამუელ ეტოო და სეიდუ კეიტა. ანდრემ გამოკითხულთა ხმების 1/3 დააგროვა. "მე უბრალოდ გაოგნებული ვარ ამ აღიარებით, განსაკუთრებით იმას თუ გავითვალისწინებთ, თუ რამხელა ფეხბურთელები იღებდნენ ამ პრიზს ჩემამდე," - განაცხადა ფეხბურთელმა.

აიუს გადაბირების სურვილს რამდენიმე კლუბი რომ გამოთქვამდა, უკვე გაცნობეთ. ანდრეს შენარჩუნება მის აღმზრდელ კლუბსაც სურდა და რაკი კონტრაქტს ვადა 1,5 წელიწადში გასდიოდა, მხარეებმა მისი გახანგრძლივება ვადამდე გადაწყვიტეს. 22 წლის განელმა "მარსელს" ბედი 2015-მდე დაუკავშირა.

მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, კლუბმა მას ანაზღაურებაც საგრძნობლად გაუზარდა. ანდრეს "ოლიმპიკში" დებიუტი 2007 წელს ჰქონდა, თუმცა თეთრ-ცისფერი მაისურით წარმატებული ასპარეზობა მან მხოლოდ გასული სეზონის მეორე ნახევარში დაიწყო. სულ აფრიკელის ანგარიშზე ლიგა 1-ის 62 შეხვედრაში გატანილი 16 გოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად