გუშინ მოჭადრაკეთა ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე ცენტრალური ორთაბრძოლა პირველ დაფაზე გაიმართა. ერთმანეთს კონსტანტინე შანავა და ამერიკელი გატა კამსკი დაუპირისპირდნენ...

გუშინ მოჭადრაკეთა ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე ცენტრალური ორთაბრძოლა პირველ დაფაზე გაიმართა. ერთმანეთს კონსტანტინე შანავა და ამერიკელი გატა კამსკი დაუპირისპირდნენ. მიტელშპილში ერთგვარი უპირატესობა თეთრებით მოთამაშე შანავას მხარეს იყო, მაგრამ ოკეანისგაღმელმა, რომელიც რეიტინგში ჩვენებურს 157 პუნქტით უსწრებს, ენდშპილში შეძლო პაექრობის სადავეების ხელში ჩაგდება და 64-ე სვლაზე გაიმარჯვა კიდეც. კამსკიმ 4 ტურში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა, ისევე, როგორც აზერბაიჯანელმა ელთაჯ საფარლიმ, რომელმაც შავი ფიგურებით თანამემამულე ფარიდ აბასოვს სძლია. ლიდერთაგან ყაიმზე შეთანხმდნენ გადირ გუსეინოვი (აზერბაიჯანი)-აშგარ გოლიზადეხი (ირანი), ანარ ალახვერდიევი (აზერბაიჯანი)-ემილ სუტოვსკი (ისრაელი).

აქვე გაუწყებთ ქართველ მოჭადრაკეთა მე-4 ტურის შეხვედრათა შედეგებს: ალექსეი ალექსანდროვი-გიგა ყუფარაძე 1:0, ვუგარ რასულოვი-დავით ჯოჯუა 1:0, მალხაზ სულაშვილი-ამირ კოვსარინია 0,5:0,5, დავით მაღალაშვილი-ვუსალ აბასოვი 1:0, აკიფ ვალიბაიოვი-შოთა აზალაძე 0,5:0,5, თებრიზ იდრისოვი-გაიოზ ნიგალიძე 0:1, ხაიალა აბდულა-ლუკა პაიჭაძე 0:1, ივერი ჭიღლაძე-ელნურ ალიევი 1:0, ფარიდ ზეინალოვი-გიორგი ხელაია 1:0, ლელა ჯავახიშვილი-გარა ბალაჯაევი 1:0, რაშად ზეინალოვი-არაზ ალახვერდიევი 1:0.

4 ტურის შემდეგ ჩვენებურთა შედეგები ასეთია: მაღალაშვილი _ 3,5, შანავა, ჭიღლაძე, სულაშვილი, ნიგალიძე, პაიჭაძე, აზალაძე _ 3-3, ჯოჯუა, ჯავახიშვილი, ყუფარაძე _ 2,5-2,5, ხელაია _ 2, ალახვერდიევი _ 1,5 ქულა.

მე-5 ტურში ინტერესს იწვევს მეწინავეთა შემდეგი ორთაბრძოლები: კამსკი-საფარლი, დურარბეილი-მიროშნიჩენკო, გულიზადეხი-მამედოვი, მაღალაშვილი-ალექსანდროვი, რასულოვი-გუსეინოვი, ალახვერდიევი-იბრაჰიმოვი.

ვაჟა დანელია

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა