გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოები დათქმული თარიღის მიუხედავად ჯერაც ვერ დასრულდა
დათქმული თარიღის მიუხედავად ჯერაც ვერ დასრულდა გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოები.

აწ უკვე სკოლის ყოფილმა დირექტორმა იაგო ჯალაბაძემ სამუშაობის დასაწყისში (ივნისში) გვითხრა, რომ სასპორტო სკოლის რეაბილიტირებული შენობა ოქტომბერში გაიხსნებოდა. მაგრამ დღეისათვის შენობის მხოლოდ ნაწილია გარემონტებული. ეს კი, ბუნებრივია, აფერხებს სპორტსმენთა დაოსტატების პროცესს.

არადა, სკოლის აღზრდილებს ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების იმდენი მედალი აქვთ მოპოვებული, ბევრ ქვეყანასაც რომ შეშურდება. რემონტი, გორის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, გამიზნულად დაემთხვა ზაფხულის არდადეგებს, რათა სპორტული ჯგუფებს მუშაობაში ხელი არ შეშლოდათ.

ყველაზე საშური ღია ცის ქვეშ დარჩენილი თავისუფალი ჭიდაობის უმცროსი და ახალგაზრდული გუნდების სადმე დროებით განთავსება იყო. ისინი ჯერ გურამ პაპიტაშვილის დარბაზში მიიყვანეს, შემდეგ კი ვინაიდან ძიუდოს სექციაც იქ შეიხიზნა, ცოტა ხანში გორის მესამე საჯარო სკოლაში გადაიყვანეს.

სასწავლო წლის დაწყების შემდეგ კი ნუგზარ სხირელის ფალავნები უკვე მესამე საჯარო სკოლისთვისაც ზედმეტნი(!) აღმოჩნდნენ და ერთი თვის წინათ სასპორტსკოლის მარჯვენა ფლიგელის რემონტის დასრულებისთანავე სასწრაფოდ ძველ ადგილზე დააბრუნეს. მალე სამუშაოები სულაც შეჩერდა.

დღესდღეობით კი, როგორც აღვნიშნეთ, ნახევარი შენობაა გარემონტებული. ცოტა ხნის წინათ მოჭიდავეთა დარად სხვა სახეობების სპორტული ჯგუფებიც დაბრუნდნენ გარემონტებულ ფართებში, თუმცა ძიუდოს, ჭადრაკის, ტანვარჯიშის სექციებს ჯერაც ვერ მიეცათ მეცადინეობის დაწყების საშუალება. ისინი ხიზნებად რჩებიან ქალაქის სხვა დარბაზებში. როგორც სასპორტო სკოლის ახალდანიშნულმა დირექტორმა გიორგი ნასყიდაშვილმა გვითხრა, სპორტსკოლის შენობის დარჩენილი ნაწილის გასარემონტებლად ხელახლაა გამოცხადებულა ტენდერი და გამარჯვებული ფირმა მომავალი წლიდან შეუდგება მუშაობას.

აღმოჩნდა, რომ თავიდან შენობა სარემონტოდ ტენდერში გამარჯვებულ ორი სხვადასხვა ფირმას ჰქონდა შუაზე გაყოფილი. ერთმა საქმე შეასრულა, მეორეს კი... არც დაუწყია.

ჯერჯერობით, გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის შენობა ერთი მხრიდან (გარემონტებული) მტერს უხეთქავს გულს, მეორე მხრიდან (გაურემონტებელი) კი მოყვარეს...

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს