თუ სამუშაოების ტემპს გავითვალისწინებთ, ზამთრის შესვენების შემდეგ გორის საფეხბურთო არენა გვარიანად შეცვლილი უნდა დაგვხვდეს
"დილას" ხელმძღვანელობასთან სტადიონის განახლების გეგმებზე საუბრიდან მალევე საქმეზეც მოგვიწია წერამ. ამ ორი დღის წინ გორის ცენტრალურ სტადიონზე ბალახის საფარის დაგების ამბის გასაგებად მივედით და, არათუ დასრულებული ეს საქმე, არამედ სტადიონის ტრიბუნების რეკონსტრუქციაც დაწყებული დაგვხვდა.

"მინდორი ხარისხიანი გამოვა. როგორც სპეციალისტებმა გვითხრეს, საფარის დასაგებად ეს ყველაზე უკეთესი დროა - ფესვთა სისტემის მოქმედება ახლა შეჩერებულია და მისი ამოქმედება პირდაპირ ამ ნიადაგში მოხდება. მონტაჟდება თანამედროვე, კომპიუტერული სარწყავი სისტემა.

გარკვეული დრო, ბუნებრივია, საფარის ნიადაგთან შეხორცებასაც დასჭირდება და ჩემპიონატის განახლებას ჩვენი ფეხბურთელები შესანიშნავი მოედანით შეხვდებიან.

დაიწყო ტრიბუნების რეკონსტრუქციაც. მალე დასრულდება დასავლეთ ტრიბუნის დემონტაჟი, ეს საქმე სანახევაროდ უკვე შესრულებულია. ამ ტრიბუნასაც განახლებულს ავაშენებთ, აქ უფრო კომფორტული და დიდი იქნება გასახდელები, საშხაპე, მსაჯთა ოთახი, საპატიო სტუმართა ლოჟა, საპრესკონფერენციო დარბაზი და სხვა. დაგეგმილია გარკვეული სამუშაოები სტადიონის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნებზეც", - გვითხრა კლუბის პრეზიდენტმა ზურაბ დალაქიშვილმა.

შეგახსენებთ, გორში სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ოთხი წლის წინ, "დილას" კერძო მფლობელის ხელში გადასვლის მერე, კლუბის პრეზიდენტ მიხეილ ლურსმანაშვილის დროსაც ჩატარდა. მაშინ ინდივიდუალური სკამები და ტაბლო დამონტაჟდა, შეკეთდა გასახდელები.

ეს, ცხადია, სასიკეთო საქმე იყო, თუმცა, რაც ახლა ამ არენაზე ხდება, მაშინდელს მნიშვნელოვნად აღემატება. თუმცა, დაველოდოთ ჩემპიონატის განახლებას და გამოჩნდება, რა როგორ იქნება. თუ სამუშაოების ტემპს გავითვალისწინებთ, ზამთრის შესვენების შემდეგ გორის საფეხბურთო არენა გვარიანად შეცვლილი უნდა დაგვხვდეს.

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა