"ოლექსანდრიას" პრეზიდენტმა, ნიკოლაი ლავრენკომ ქართველი ფლანგელის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
დავით თარგამაძის კლუბ "ოლექსანდრიას" პრეზიდენტმა ნიკოლაი ლავრენკომ უკრაინულ გაზეთ "კომანდას" ინტერვიუ მისცა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ნაკრების ფლანგელის შესაძლო ტრანსფერს დაუთმო.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდში, რომელიც 14 ქულით უკრაინის ჩემპიონატში მე-14 ადგილს იკავებს, სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია მოსალოდნელი და "ოლექსანდრიას" ამჟამინდელი დამრიგებელი ვლადიმირ შარანი, სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებს.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კლუბისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება შესაძლოა დავით თარგამაძის წასვლაც გახდეს.

- მოვლენათა ასეთ განვითარებას არ გამოვრიცხავ. თარგამაძეს გუნდის გამოცვლა მართლაც სურს და მისი აგენტი ერთბაშად რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებებს მართავს. პირადად მე კი ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერის თაობაზე კონკრეტული საუბარი აქამდე არავისთან მქონია.

- ამბობენ, რომ დავითი პრაქტიკულად უკვე შეუთანხმდა "შახტარს"?

- ვიცი, რომ დონეცკური კლუბის წარმომადგენლები ძალზე დაინტერესებულნი არიან თარგამაძით. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელსაც ამ გუნდში თამაში სურს, "შახტარი" მაღალ მოთხოვნებს უყუნებს. ამის გათვალისწინებით, რამდენად შეესაბამება თარგამაძე ამ გრანდს, ძნელი სათქმელია.

ამასთან, დავითი მოსკოვშიც იმყოფებოდა, სადაც მისით რამდენიმე ადგილობრივი კლუბია დაინტერესებული.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფეხბურთელის გადაბირების თაობაზე თბილისის "დინამომ" მოგვმართა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე ისაა, რომ თავად თარგამაძეს კატეგორიულად არ სურს საქართველოში თამაში.

- გამოდის, რომ "ოლექსანდრიას" საუკეთესო მოთამაშეს გონებაში თქვენ უკვე გამოეთხოვეთ?

- მაინც ვიმედოვნებ, რომ თარგამაძე დარჩება ჩვენს გუნდში და არამხოლოდ მიმდინარე ჩემპიონატის საგაზაფხულო პერიოდს ჩაამთავრებს, 2013 წლამდეც დაგვეხმარება, ანუ იქამდე, სადამდეც "ოლექსანდრიასთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ დავით თარგამაძემ ახლახან უკრაინულ მედიასთან საუბარში უარყო მანამდე გავრცელებული ცნობა, თითქოს "შახტართან" მისი ტრანსფერი გადაწყვეტილია. 23 წლის ქართველი ნახევარმცველის თქმით, დონეცკურ კლუბთან ჯერაც შესათანხმებელია ფინანსური დეტალები და თან, მისი აგენტი მოლაპარაკებებს ევროპულ და რუსულ კლუბებთანაც აგრძელებს.

beso
რა უნდა საქართველოს ჩემპიონატში, კაცს პორტო და შახტარი ეპატიჟება და თბილისის დინამოში რატო ჩამოვა გიჟია? საიდან მოსდით ეს აზრები ამ ხალხს...
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა