ლიგა 1. XVIII ტურის წინ: დღევანდელი ტურით ლიგა 1-ის პირველი ნახევარი ისტორიის კუთვნილება ხდება
დღევანდელი ტურით ლიგა 1-ის პირველი ნახევარი ისტორიის კუთვნილება ხდება. ვის დარჩება ზამთრის ჩემპიონის ტიტული, ახლა მთავარი ეს არის. მართალია, ეს საბოლოო ჯამში არაფერს წყვეტს, მაგრამ არდადეგებზე გასვლის წინ გუნდებზე წმინდა ფსიქოლოგიური ეფექტის მოხდენა მაინც შეუძლია.

XIX ტურს "პარი სენ-ჟერმენისა" და საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონის "სენტ ეტიენის" თამაში დაასრულებს. მატჩამდე "პარიზიენის" ჟურნალისტი სტეფან რუფიეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

"მწვანეების" მეკარე იმედიანად არის განწყობილი. მეტიც, მას მტკიცედ სჯერა, რომ მისი გუნდი აუცილებლად მოიპოვებს 3 ქულას. ასეთი განწყობა კარგია, მაგრამ მაინც არ ღირს იმის დავიწყება, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში ანტუან კომბუარეს გუნდი ყველაზე უკეთ არის დაკომპლექტებული.

სტატისტიკოსებმა გაიხსენეს, რომ ბოლო წლებში "სენტ ეტიენმა" შინ დედაქალაქელებთან ერთადერთხელ წააგო (0:1), ეს 2007/08 წლების სეზონში... მე-19 ტურში მოხდა. ჟურნალისტებმა კრისტოფ გალტიეც შეაწუხეს.

მწვრთნელმა აღნიშნა, შეიძლება ეს თამაში მაინც ვერ მოვიგოთ, მაგრამ რაკი ჩემს ფეხბურთელებს საკუთარი თავის ასეთი ძლიერი რწმენა აქვთ, ესე იგი შანსი მართლა გვქონიაო. პრინციპში ეს გასაკვირი არც არის, რადგან "მწვანეებს" უკვე 6 შეხვედრაა არ წაუგიათ, რისი წყალობითაც ისინი მე-5 ადგილზე გადაბარგდნენ. ამ გუნდების მატჩი ტურის უმთავრეს დაპირისპირებად არის მონათლული და სხვებზე მეტი ყურადღება მას ამიტომაც მივაპყრეთ.

"ლიონს" საკმაოდ რთული გასვლა ელის "ვალანსიენთან". მიზეზი კი ამას რამდენიმე აქვს. უპირველესად იმიტომ, რომ მასპინძელი გუნდი გასავარდნ ზონაშია და იმისთვის, რომ ზამთრის არდადეგებზე ცოტა უფრო ყინჩად დაიჭიროს თავი, 2011 წლის ბოლო შეხვედრის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

რემი გარდის კოლექტივს ნაცნობი პრობლემა აქვს: დამტვრეულია შეტევების ლიდერი ლისანდრო ლოპესი. არგენტინელი გუნდს იანვარშიღა დაუბრუნდება. გარდა საკადროსი, "ლიონს" სერიოზულ პრობლემებს უქადის საფრანგეთის ჩრდილოეთში მძვინვარე საშინელი ამინდებიც.

პირველადგილოსანი "მონპელიე" "ევიანს" ეწვევა, გუნდს რომელმაც ბოლო სამი საშინაო შეხვედრა მოიგო. ბერნარ კაზონის შეგირდებს ერთი უბედურება სჭირთ, ბოლო 13 მატჩია კარი მშრალად არ შეუნახავთ. ფრანგმა ჟურნალისტებმა მოსწრებულად აღნიშნეს, არეული დაცვა ნამდვილად არ არის ის წინაპირობა, რომლითაც შეგიძლია თავი დაიმშვიდო, როცა ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი გუნდი და ბომბარდირთა დავის ლიდერი ფეხბურთელი გსტუმრობენო. შობისთვის "მონპელიეს" გულშემატკივრებისთვის უდიდესი საჩუქრის გაკეთება შეუძლია და ფეხბურთელებს ეს მშვენივრად ესმით.

გუშინ

ნანსი-მარსელი 1:3

გოლები: 0:1 ვალბუენა (19), 1:1 ლემაიტრი (37), 1:2 მბია (41), 1:3 ლუჩო გონსალესი (90)

დღეს

ოსერი-დიჟონი 22:00

ევიანი-მონპელიე 22:00

ლილი-ნიცა 22:00

ლორიანი-კანი 22:00

რენი-ბორდო 22:00

სოშო-აიაჩო 22:00

ტულუზი-ბრესტი 22:00

ვალანსიენი-ლიონი 22:00

სენტ ეტიენი-პარი სენჟერმენი 00:00

სატურნირო მდგომარეობა

თ მ გ წ ბ ქ

1. მონპელიე 18 11 4 3 37-19 37

2. პარი სენ-ჟერმენი 18 11 4 3 30-17 37

3. ლილი 18 9 8 1 29-15 35

4. ლიონი 18 11 2 5 31-20 35

5. მარსელი 19 8 7 4 27-18 31

6. სტ. ეტიენი 18 8 6 4 23-20 30

7. ტულუზი 18 8 6 4 20-17 30

8. რენი 18 8 5 5 28-23 29

9. ბორდო 18 5 8 5 20-21 23

10. ლორიანი 18 6 5 7 18-21 23

11. ბრესტი 18 3 11 4 19-19 20

12. ევიანი 18 4 7 7 23-27 19

13. კანი 18 5 4 9 24-29 19

14. ოსერი 18 4 6 8 24-28 18

15. ნანსი 19 4 6 9 17-26 18

16. სოშო 18 4 6 8 21-32 18

17. დიჟონი 18 5 3 10 18-33 18

18. ნიცა 18 4 5 9 17-19 17

19. ვალანსიენი 18 4 5 9 17-21 17

20. აიაჩო 18 2 6 10 18-36 12

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა