"ბილდის" ინფორმაციით, "ჰერტას" ხელმძღვანელებს მწვრთნელის გამოსასყიდი თანხა არ აქვთ
აი, ეს უკვე მართლა ნამეტანია - ამ ცნობის გავრცელების შემდეგ მთელი საფეხბურთო გერმანია ბერლინის "ჰერტას" დასცინის.

ჯერ იყო და მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა და აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა ერთმანეთს საჯაროდ სულ მატყუარები ეძახეს, რის შემდეგაც ბაბელი შეფებს ოფიციალურად გაებუტა, რასაც მისი გაგდება მოჰყვა, ახლა კი ბერლინელთათვის ბაბელის სასურველ შემცვლელთან დაკავშირებით დაიწყო სპექტაკლი.

სამარცხვინო ფაქტი: "ბილდის" ინფორმაციით, "ჰერტას" ხელმძღვანელებს მწვრთნელის პოსტზე 46 წლის მიხაელ სკიბეს დანიშვნა უნდათ, რომელიც ახლა თურქულ "ესქიშეჰირსპორს" წვრთნის, დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, თანახმა ხარ, თუ არა, რომ შენი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა თავად გადაიხადოო...

სკიბეს თურქულ კლუბთან ხელშეკრულება 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და "ბილდმა" ისიც გაარკვია, რომ თურქები სკიბეს გათავისუფლების სანაცვლოდ 250 000 ევროს ითხოვენ. ნუთუ "ჰერტას" სასურველ მწვრთნელში მეოთხედი მილიონის გადახდაც არ შეუძლია? პრინციპში, გასაკვირი არც ესაა, რადგან ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ლევან კობიაშვილის გუნდს 30 მილიონი ევროს ოდენობის ვალი აქვს.

სკიბე "ბილდთან" საუბრისას მხოლოდ ამას ამბობს: "დიახ, "ჰერტასთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და უკვე ვესაუბრე "ესქიშეჰირის" პრეზიდენტსაც.

მას ჩემი გაშვება არ უნდა, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. საბოლოო გადაწყვეტილება ხუთშაბათს გახდება ცნობილი."

ბერლინელთა ყოფილი დამრიგებელი ბაბელი კი მიუნხენში გაემგზავრა, სადაც შობას და ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდება. მარკუსი სერიოზულად ფიქრობს სასამართლოში სარჩელის შეტანაზე - იმის გამო, რომ პრეეტცმა მატყუარა უწოდა, კობიაშვილსა და სხვა ყოფილ შეგირდებს კი დღეს, გერმანიის თასის მერვედფინალში ("ჰერტა" "კაიზერსლაუტერნს" მასპინძლობს) წარმატებებს უსურვებს და ამბობს, დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები მეოთხედფინალში გავლენო.

ისე, საინტერესოა, რას უზამს ბაბელი თავის სვირინგს - როცა ბერლინელები პირველ ბუნდესლიგაში გადაიყვანა, მკლავზე "ჰერტას" ლოგო ამოისვირინგა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს