"გარდიანის" ცნობით, მაგათმა "ევერტონის" რუს ნახევარმცველ დინიარ ბილიალეტდინოვს დაუმიზნა
მიუხედავად იმისა, რომ "ვოლფსბურგმა" პირველი წრის ბოლო ტურში "შტუტგარტს" 1:0 მოუგო, ქვემოსაქსონიურ კლუბში კმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ამიტომაცაა, "მგლების" თავკაცი ფელიქსი მაგათი იანვარში ტრანსფერების განხორციელებას რომ გეგმავს. რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ "დესპოტმა ფელიქსმა" ტომაშ როსიცკისა (არსენალიდან) და ივიცა ოლიჩის (ბაიერნიდან) გადაბირება მოისურვა, უახლესი ინფორმაციით კი, "ვოლფსბურგი" გაძლიერებას პრემიერლიგიდანაც გეგმავს.

"გარდიანის" ცნობით, მაგათმა "ევერტონის" რუს ნახევარმცველ დინიარ ბილიალეტდინოვს დაუმიზნა. ხსენებული გამოცემა წერს, რომ ვოლფსბურგელებმა "ევერტონის" ხელმძღვანელებთან 26 წლის ფეხბურთელის შესახებ უკვე მოლაპარაკებებიც კი დაიწყეს - "ვოლფსბურგს" ბილიალეტდინოვის ყიდვა აუცილებლად იანვარში უნდა.

"გარდიანისვე" ინფორმაციით, ინგლისელები რუს მოთამაშეში 8.5 მილიონ ევროს ითხოვენ, გერმანელებს კი ბილიალეტდინოვი 6 მილიონად უღირთ და "ევერტონს" ევაჭრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი