ცურვაში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა, ბრიტანელმა მარკ ფოსტერმა უარი თქვა ლონდონში 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე
ცურვაში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა, ბრიტანელმა მარკ ფოსტერმა უარი თქვა ლონდონში 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე.

41 წლის სპორტსმენმა BBC Sport-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერის დასრულების დრო მოვიდა. ადრე ფოსტერი ამბობდა, რომ ის შეიძლება დაბრუნდეს სპორტში ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.

ფოსტერი ოთხჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი მოკლე აუზში (25 მეტრი) - ოთხივეჯერ მან თავისუფალი სტილით 50 მეტრი დისტანცია მოიგო. კიდევ ორი ოქრო მან ასევე 50 მეტრზე ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიგო. ოლიმპიური მედალი ამ მოცურავის კოლექციაში არ მოიპოვება.

2006 წელს ფოსტერმა კარიერა დაასრულა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა, რათა მონაწილეობა მიეღო 2008 წელს პეკინის ოლიმპიურ თამაშებში. მარკმა შესარჩევი ტურნირი გაიარა და გახსნის ცერემონიაზე ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების მედროშეც იყო. მაგრამ პეკინში ფოსტერი სუსტად გამოვიდა და მედლებისთვის ბრძოლა ვერ მოახერხა.

2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ ფოსტერმა გამოსვლა შეწყვიტა, მაგრამ ოფიციალურად კარიერის დასრულების შესახებ არ გამოუცხადებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად