ცნობილმა სერბმა კალათბურთელმა პრედრაგ სტოიაკოვიჩმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
ცნობილმა სერბმა კალათბურთელმა პრედრაგ სტოიაკოვიჩმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

"საგანგაშო სიგნალია, როცა შენს ორგანიზმთან იწყებ ბრძოლას იმის ნაცვლად, რომ მატჩისთვის მოემზადო", - განაცხადა სტოიაკოვიჩმა გაზეთ USA Today-სთან კომენტარში. როგორც ვებგვერდი FOX Sports წერს, კარიერის დასრულების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო ზურგისა და კისრის ტრავმები.

სტოიაკოვიჩს ევროპაში სერბეთის "ცრვენა ზვეზდასა" და საბერძნეთის პაოკ-ში უთამაშია. 1998 წელს ის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გადავიდა და "საკრამენტო კინგზში" ჩაირიცხა, სადაც 2006 წლამდე თამაშობდა. ბოლო ხუთ წელიწადში მან ოთხ კლუბში მოასწრო გამოსვლა - "ინდიანაში", "ნიუ ორლეანში", "ტორონტოსა" და "დალასში".

34 წლის სერბი კარიერაში საშუალოდ 17.0 ქულასა და 4.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ის 40 პროცენტის სიზუსტით ისროდა სამქულიანებს და ლიგის ისტორიაში მეოთხე მოთამაშეა ზუსტი სამქულიანების რაოდენობით (1760). მას სამჯერ აქვს ნათამაშები "ყველა ვარსკვლავის მატჩში", შარშან კი "დალასის" შეადგენლობაში NBA-ის ჩემპიონი გახდა.

იუგოსლავიის ნაკრებში სტოიაკოვიჩი ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი - 1999 წელს ბრინჯაო მოიპოვა, 2001 წელს - ოქრო. გარდა ამისა, პეჟამ 1992 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა