ჩრდილოეთ ამერიკის სამთო კურორტებზე გამართული რამდენიმე ეტაპის შემდეგ, მსოფლიოს თასის გათამაშებამ ისევ ევროპაში გადაინაცვლა
ჩრდილოეთ ამერიკის სამთო კურორტებზე გამართული რამდენიმე ეტაპის შემდეგ, სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის გათამაშებამ ისევ ევროპაში გადაინაცვლა.

იტალიის ქალაქ ალტა ბადიაში მამაკაცებმა სპეციალურ სლალომში გაარკვიეს ურთიერთობა და ამ ეტაპის შემდეგ შეიცვალა ლიდერი საერთო ჩათვლაში.

ძირითადი ბრძოლა ოთხ მოთხილამურეს შორის გაიმართა. მათ შორის იყო ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი ჯულიანო რაცოლი, რომელსაც წინა დღეს 27 წელი შეუსრულდა. მასპინძელ მოთხილამურეს პირველი ცდა არ გამოუვიდა, სამაგიეროდ, მეორეში ტრასა უშეცდომოდ გაიარა და მეორე შედეგი აჩვენა.

პირველი ცდის შემდეგ მეორე იყო მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი, ცნობილი ხორვატი ივიცა კოსტელიჩი, რომელიც გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ რაცოლისგან განსხვავებით, კოსტელიჩს მეორე ცდა არ გამოუვიდა და პოდიუმზე ასვლის შანსი დაკარგა. მან მესამე ადგილი გერმანელ ფელიქს ნოიროიტერს დაუთმო.

ეტაპის გამარჯვებულის ბედი ავსტრიელი მარსელ ჰირშერის დაშვების შემდეგ გაირკვა. ამ მოთხილამურემ ორი კვირის წინ, კოლორადოში მოიგო გიგანტური სლალომი, ახლა კი ალტა ბადიაში იმარჯვა. ავსტრიელმა ორივე ცდა შესანიშნავად შეასრულა და დიდი უპირატესობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ რაცოლის, სხვაობა ამ მოთხილამურეებს შორის 56 მეასედ წამს შეადგენდა.

ამ მოგებით ჰირშერმა საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა - მან ცხრა ქულით გაუსწრო აწ უკვე ყოფილ ლიდერს აქსელ ლუნდ სვინდალს. ნორვეგიელმა ჩააგდო ეს ეტაპი - პირველი ცდის შემდეგ 44-ე ადგილი დაიკავა და მეორე ცდაზე დაშვების უფლება ვერ მიიღო.

მსოფლიოს თასის გათამაშება ოთხშაბათს ავსტრიის კურორტ ფლახაუში გაგრძელდება, სადაც ასევე სლალომის სტარტია დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად