ვიქტორ კოლელიშვილი რამდენიმე კვირაა "კლერმონის" ძირითად გუნდთან ვარჯიშობს, თუმცა თამაში ჯერ ისევ ესპუარებში უწევს
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ესპუართა, ანუ სათადარიგო გუნდების გათამაშებაში კვლავ შესანიშნავად ასპარეზეობს A ჯგუფის ლიდერი, ვიქტორ კოლელიშვილის, გიორგი ჯაშიტაშვილისა და გიორგი ჯიმშელაძის "კლერმონი". "უმცროსმა ვულკანებმა" მეცხრე ტურში შინ მიიღეს "ბურგუენი" და დიდი ანგარიშით 54:3 დაამარცხეს.

"კლერმონს" ახლა 38 ქულა დუგროვდა და პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ კოლელიშვილი უკვე რამდენიმე კვირაა "ვულკანების" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა თამაში ჯერ ისევ ესპუარებში უწევს.

კლერმონელებს ხუთი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც შინ იოლად სძლია "ლიონს" 42:14. ჩილაჩავამ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პომ" სტუმრად წააგო სატურნირო ცხრილის მეზობელ "ტულუზთან" -18:31.

ჩვენებურთა გუნდმა 13 ქულა დააგროვა და ახლა მერვე ადგილზეა.

A ჯგუფი

ტულუზი-პო 31:18, პერპინიანი-ბაიონი 18:17, კლერმონი-ბურგუენი 54:3, მონპელიე-აჟენი 11:12, ტულონი-ლიონი 42:14.

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 38 ქულა, 2. ტულონი - 33, 3. პერპინიანი - 26, 4. აჟენი - 26, 5. ბაიონი - 20, 6. მონპელიე - 14, 7. ტულუზი - 13, 8. პო - 13, 9. ბურგუენი - 13, 10. ლიონი - 9.

B ჯგუფში, სადაც ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს ხუთი შეხევდრიდან სამი გადაიდო. არ უთამაშია ირაკლი მირცხულავას "ტარბს". ჩვნებურის ამ გუნდს, რომელიც 10 ქულით მერვე ადგილზეა, სტუმრად "ბორდოსთან" უნდა ეასპარეზა.

გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" სტუმრად წააგო "კასტრთან" - 16:31. "ალპელებს" ახლა 16 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე არიან.

B ჯგუფი

სტად ფრანსე-ნარბონი 22:16, კასტრი-გრენობლი 31:16, ბორდო-ტარბი (გადაიდო), ბრივი-მეტრო რასინგი (გადაიდო), ლა როშელი-ბიარიცი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა

1. სტად ფრანსე - 40 ქულა, 2. ლა როშელი - 31, 3. ბიარიცი - 27, 4. ნარბონი - 27, 5. გრენობლი - 18, 6. კასტრი - 16, 7. ბრივი - 13, 8. ტარბი - 10, 9. მეტრო რასინგი - 7, 10. ბორდო - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო