თურქეთში, მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ვიეტნამთან 3:1 დამარცხდა
ოთხი წლის წინათ ეკატერინბურგში მოჭადრაკე ქალთა პირველ გუნდურ ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა ვიეტნამის გუნდს 2.5:1,5 სძლია.

მაშინ მაია ჩიბურდანიძემ კიმ ლი დაამარცხა, ხოლო ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე და სოფიო გვეტაძე მეტოქეებს დაუზავდნენ. და აი, აზიელები განახლებული და გაძლიერებული გუნდით წარდგნენ თურქულ მარდინში მესამე ჩემპიონატზე, თუმცა არც ისეთნი, რომ მათი დამარცხება ჩვენებს არ შეძლებოდათ.

საერთაშორისო რეიტინგით თუ ვიმსჯელებთ, ვიეტნამელები საკმაოდ ჩამორჩებიან ქართველ დიდოსტატებს, ამიტომ გუშინ ჩვენებურთაგან ზედიზედ მესამე გამარჯვებას ველოდით, მაგრამ ხომ გაგიგონიათ... ჰოდა, ვიეტნამელებმა 3:1 მოგვიგეს: ნანა ძაგნიძე (2516) და ბელა ხოტენაშვილი (2497), შესაბამისად, ნგუენ ლე ტაოს (2341) და ნგუენ თი მაი ჰუნგს (2244) დაუზავდნენ, ხოლო ლელა ჯავახიშვილი (2475) და ნინო ხურციძე (2440) თეთრი ფიგურებით ჰოანგ თი ბაო თრამსა (2341) და ჰოანგ თი ჰუ ის (2218) დანებდნენ.

სენსაცია იყო თურქეთის საკმაოდ სუსტი გუნდის წარმატება უკრაინელებთან შეხვედრაში - 2,5:1,5. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ბეთულ ილდიზი (2297) და კუბრა ოზთურქი (2239) ტიტულოვან ანა უშენინას (2463) და ინა გაპონენკოს (2435) დააყრევინებდნენ ფარ-ხმალს.

ალბათ, ვერც იმას იწინასწარმეტყველებდა ვინმე, რომ ბერძნები რუსებს ქულას წაართმევდნენ. ასე რომ, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურმა ბევრი სიურპრიზი შემოგვთავაზა და არ არის გამორიცხული, რომ დარჩენილი ექვსი ტურიც მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდეს.

მესამე ტურის შედეგები:

თურქეთი - უკრაინა 2,5:1,5 (ბეთულ ილდიზი - ანა უშენინა 1:0, კუბრა ოზთურქი - ინა გაპონენკო 1:0, კარლ დელენ გემჰანი - ნატალია ჟუკოვა 0,5:0,5, ებრუ კაპლანი - ტატიანა ვასილევიჩი 0,5:0,5), სამხრეთ აფრიკა - ინდოეთი 0:4 (სესილ ვან დერ მერვე - ჰარიკა დრონავალი 0:1, ანზელ სოლომონსი - ტანია საჩდევი 0:1, დენის ფრიკი - როუთ რადმინი 0:1, ლორენ ვან ნიეკერი - სვამანინათან სოუმია 0:1), სომხეთი - ჩინეთი 0:4 (ელინა დანიელიანი - ჰოუ იფანი 0:1, ლილით მკრტიჩიანი - ცზიუ ვენზიუნი 0:1, ლილით გალოიანი - ჟაო სიუე 0:1, მარია კურსოვა - თან ჟონი 0:1), ვიეტნამი - საქართველო 3:1 (ნგუენ ფხამ ლე ტაო - ნანა ძაგნიძე 0,5:0,5, ჰუანგ თი ბაოთრამი - ლელა ჯავახიშვილი 1:0, ნგუენ თი მაი ჰუნგი - ბელა ხოტენაშვილი 0,5:0,5, ჰუანგ თი ჰუ - ნინო ხურციძე 1:0), რუსეთი - საბერძნეთი 2:2 (ნადეჟდა კოსინცევა - ელენა დემბო 0,5:0,5, ტატიანა კოსინცევა - მარინა მაკროპულუ 0,5:0,5, ვალენტინა გუნინა - ეკატერინი ფახირიდუ 1:0, ნატალია პოგონინა - ეკატერინი პავლიდუ 0:1).

სამი ტურის შემდეგ: ჩინეთი-6 (საერთო მონაგარი 10,5 ქულა), ინდოეთი-5 (9,5), რუსეთი-5 (7,5), საქართველო-4 (7,5), ვიეტნამი-4 (7), სომხეთი-2 (5,5), თურქეთი-2 (4,5), უკრაინა-1 (4,5), საბეძნეთი-1 (3,5),სამხრეთ აფრიკა-0 (0).

დღეს მე-4 ტურში ითამაშებენ: საქართველო-რუსეთი, უკრაინა-საბერძნეთი, ჩინეთი-ვიეტნამი, ინდოეთი-სომხეთი, თურქეთი-სამხრეთ აფრიკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!