თითქმის ორი ათეული წელიწადია, შიდა ქართლის ძირძველ სოფელ ურბნისში აღარ გამართულა შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში. მეტიც, რეგიონის სოფლებისთვის ასე დამახასიათებელი ნახერხმოყრილი არენაც აღარ იყო, ჩრდილი წამოეფინა ტრადიციას...

თითქმის ორი ათეული წელიწადია, შიდა ქართლის ძირძველ სოფელ ურბნისში აღარ გამართულა შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში. მეტიც, რეგიონის სოფლებისთვის ასე დამახასიათებელი ნახერხმოყრილი არენაც აღარ იყო, ჩრდილი წამოეფინა ტრადიციას. ახალგაზრდობა ფეხბურთზე გადაერთო. ორი წელიწადია, რაც ურბნისში გამგებლად ჭიდაობის მოყვარული გია წაველიძე (შოთა ჩოჩიშვილის დისშვილი) მუშაობს, რომლის ინიციატივით აქ რიგიანი ღია საჭიდაო, ნახერხმოყრილი არენა მოეწყო და შეჯიბრებების ჩატარებაც გახდა შესაძლებელი. პირველი ასპარეზობის სპონსორობა უცხოეთში მცხოვრებმა, ამჟამად კი მშობლიურ სოფელში მყოფმა, ასევე ჭიდაობის დიდმა ქომაგმა გია ხანიშვილმა ითავა. მან ყველა წონით კატეგორიაში გამარჯვებულ-პრიზიორებისთვის დააწესა ფულადი პრემიები და პრიზები. ურბნისი შიდა ქართლის შუაგულშია და რეგიონის თითქმის ყველა სოფლისთვისაა მისასვლელად ხელმისაწვდომი. ქარელისა და გორის გარდა ფალავნებმა იასპარეზეს კასპიდან, ხაშურიდან, კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებიდან. მონაწილეთა შორის იყვნენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები სამბოში, ევროპის პრიზიორები ძიუდოში, საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები ქართულ ჭიდაობაში, ძიუდოსა და სამბოში. გაიხარა საკუთარ სოფელში ფალავანთა ასპარეზობას მოწყურებულმა ჭიდაობის ადგილობრივმა გულშემატკივარმა. 80 კგ წონაში ძიუდოში ჭაბუკთა შორის ევროპის პრიზიორის, გორელი ზვიად ბაზანდარაშვილისა და რუისელი გიორგი გასიტაშვილის შერკინება დამატებით დროში გასიტაშვილმა მოიგო, აბსოლიტურში _ ბაზანდარაშვილმა. თუმცა მათ ამ წონებში ფინალისკენ გზა საქართველოს არაერთგზის ჩემპიონმა, (აბსოლუტურში) რუისელმა პაატა ღვინიაშვილმა გადაუღობა. პაატამ 80 კილოში კი იმარჯვა, მაგრამ აბსოლუტურის ფინალში ნიკოლოზ ბიბილაშვილს (მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში) გადაეყარა და მანამდე სამი მოწინააღმდეგის წმინდად დამმარცხებელს ბიბილაშვილმა ქულებით მოიგო.

ასპარეზობის ადგილობრივ ორგანიზატორებს მხარში ედგა ქარელის სპორტისა და ახალაგაზრდობის სამსახური (ავთო ივანიძე, ვაჟა ყველაშვილი).

გამარჯვებულები: დავით გეჯაძე (35 კგ), ნიკა ბოგოველი (42), გიორგი კაციაშვილი (45, სამივე _ კასპი), სოსო მარანელი (50, ახალსოფელი), თამაზ ნოზაძე (60, ალი), გიორგი ნასყიდაშვილი (65, რუისი), ზურაბ ნოზაძე (70, ალი), პაატა ღვინიაშვილი (80, რუისი), ნიკოლოზ ბიბილაშვილი (აბსოლუტური, გორი).

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა