სპორტკომპლექს "არენას" (ყოფილი სკა) დარბაზში გუშინწინ საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა 22-ე ეროვნული ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა
სპორტკომპლექს "არენას" (ყოფილი სკა) დარბაზში გუშინწინ საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა 22-ე ეროვნული ჩემპიონატი.

სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს "თსუ-თბილისი" და "თსსუ-მერანი" დაუპირისპირდნენ. დაძაბული პაექრობა "თსუ-თბილისმა" 6 ბურთის სხვაობით (30:24) მოიგო და გათამაშების ცხრილში პირველი ორი ქულა ჩაიწერა. გამარჯვებულთაგან გიორგი წივწივაძემ იყოჩაღა - 8 ბურთი გაუტანა მეტოქეს.

ამდენივე გოლია გიორგი სურმავას ("თსსუ-მერანი") ანგარიშზე. საგულისხმოა, რომ მეტოქეთა კარში, ასევე, 8-8 ბურთი მოათავსეს თემურ ორჯონიკიძემ და შალვა სტურუამ, რომლებიც, შესაბამისად, აგრარული უნივერსიტეტისა და "ქუთაისის" სპორტულ ღირსებას იცავენ. მათი გუნდების პაექრობა კი რიონისპირელებმა დიდი ანგარიშით - 36:17 მოიგეს. უხვგოლიანი აღმოჩნდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და "კახეთის" შეხვედრა.

აქ ჩემპიონატისთვის უკეთ მომზადებული სტუ აღმოჩნდა, რომელსაც გამარჯვება არ გაძნელებია - 33:18. სტუდენტთა გუნდიდან 12 გოლი უჩა გამზარდიამ მიითვალა, "კახეთიდან" 9 ბურთით ირაკლი ბახტურიძემ გამოიჩინა თავი.

გუშინ მეორე ტურის შეხვედრები ასე დამთავრდა: "თსუ-თბილისი" - კახეთი 34:21, "ქუთაისი" - სტუ 13:39, "თსსუ-მერანი" - აგრარული უნივერსიტეტი 30:12.

როგორც ვხედავთ, გათამაშების ცხრილში ზედიზედ ორი გამარჯვება ჩაიწერა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რომელიც ორწლიანი "შესვენების" შემდეგ დაუბრუნდა ეროვნულ ჩემპიონატს.

რაც შეეხება შარშანდელ ჩემპიონს - "აგრარული უნივერსიტეტი-თბილისს" ამ გუნდის ძირითადი ბირთვი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავიდა და თსუ გააძლიერა, რაშიც ჩემპიონატის ორმა ტურმაც დაგვარწმუნა. აგრარული უნივერსიტეტის გუნდი კი უმთავრესად ახალგაზრდა ხელბურთელებითაა დაკომპლექტებული და მათი სუსტი სტარტის მიზეზიც ეს არის.

დღეს მე-3 ტურში ითამაშებენ: "კახეთი" - "თსსუ-მერანი", "ქუთაისი" - "თსუ-თბილისი", სტუ - სსაუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა