უკრაინული "ილიჩივეცის" მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ლეონოვმა "ოლექსანდრიას" ქართველი ფეხბურთელით დაინტერესება უარყო
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინული "ოლექსანდრიას" 22 წლის ნიჭიერი ნახევარმცველის, დავით თარგამაძის მომავალთან დაკავშირებით ბოლო დროს მრავალი, ხშირად უერთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება და ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენებურისადმი დაინტერესება საკმაოდ მაღალია.

თავიდან დაირხა ხმები თარგამაძის შესაძლო ტრანსფერზე "პორტოში", რასაც კიევის "დინამოსა" და დონეცკის "შახტარის" ვარიანტები დაერთო. შიგადაშიგ საუბრობდნენ სერია A-სა და მოსკოვურ კლუბებზეც.

ბოლოს უფრო სარწმუნოდ "შახტარის" ვარიანტზე ცნობა ჩანდა, რომელიც თითქოს თავის რიგებში ჩარიცხულ ქართველ ფეხბურთელს, კიდევ ერთ უკრაინულ კლუბ "ილიჩივეცში" იჯარით უპირებდა გაშვებას. დონეცკურ კლუბთან დაკავშირებით კი თავად თარგამაძემაც თქვა, აგენტს ფინანსური დეტალების შეთანხმება დარჩაო.

და აი, ახლა "ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ლეონოვმა დააყენა ყველაფერი თავდაყირა - გაზეთ "კომანდასთან" ინტერვიუში თქვა, ფორვარდი მართლაც გვჭირდება, მაგრამ არა - თარგამაძეო.

"ამ ვარიანტის შესახებ არაფერი ვიცი. ზამთრის სეზონებს შორის შესვენების დროს ჭორები ხშირია. ზოგჯერ შენივე გუნდში შემდგარ ტრანსფერზე ისეთ რამეს გაიგებ.

არაერთხელ მითქვამს, რომ ფორვარდი გვჭირდება. თუმცა, როგორც ვიცი, თარგამაძე თავდამსხმელი არაა...", - განაცხადა მარიუპოლური კლუბის თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის "ილიჩივეცში" 19 წლის ქართველი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ასპარეზობს.

zzzzzzzzzzzzzz
ვისაც არ უნდა იქ იყოოს
zzzzzzz
თარგამაძე მაგარი კაცია არავის დასაწუნი არ ჭირს არაფერიიიიიიიიი ვისაც არ უნდა......
zzzzzzzzz
თარგამაძისნაირები ბევრმა ინატროოოს ილიჩევეცი არ მყავს ის გუნდი რო დათო დაიწუნოოს ვისაც არ უნდა.......
zzzzzz
თარგამაძისნაირი რო მისცა მეტი რა უნდა ილიჩევეცის ტრენერს magis de...........მაგის დასაწუნი სადგააააა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე