გერმანელმა სპეციალისტმა მიხაელ სკიბემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამწვრთნელო კარიერას გერმანიის დედაქალაქში გააგრძელებს
ბერლინის "ჰერტამ" სკანდალურად გაშვებული მწვრთნელის, მარკუს ბაბელის შემცვლელი სწრაფად იპოვნა: გუშინ 46 წლის ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა მიხაელ სკიბემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამწვრთნელო კარიერას გერმანიის დედაქალაქში გააგრძელებს. სკიბე უმუშევარი არ იყო: "ჰერტაში" ის თურქული "ესქიშეჰირსპორიდან" გადადის.

"თურქეთი ძალიან მიყვარს, "ესქიშეჰირსპორის" მთავარ მწვრთნელად მუშაობამ კი ნამდვილად უდიდესი სიამოვნება მომანიჭა.

საკმაოდ მოკლე დროში ჩვენ ამ გუნდში ძალიან ბევრი რამ შევძელით, კლუბმა ჩემს ხელში სერიოზული პროგრესი განიცადა. თუმცა დასამალი არაფერია: თურქეთში მუშაობას გერმანიაში მუშაობა მირჩევნია. ვადასტურებ, რომ "ჰერტაში" გადავდივარ. იმედია, "ესქიშეჰირის" გულშემატკივრები სწორად გამიგებენ და არ მისაყვედურებენ იმის გამო, რომ გერმანიაში დაბრუნება გადავწყვიტე," - განუცხადა სკიბემ თურქულ სპორტულ გაზეთ "ფანატიკს".

"ესქიშეჰირს" გუშინ კალენდარული მატჩი ჰქონდა "მერშინთან" და ამ შეხვედრაში გუნდს ისევ სკიბემ უხელმძღვანელა. გუნდის პრეზიდენტი ჰალილ უნალი "ესქიშეჰირსპორს" გასვლით მატჩში სპეციალურად გაჰყვა იმისათვის, რომ სკიბე გადაერწმუნებინა, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ამას ვერ შესძლებდა, რადგან მიხაელს ბერლინში მუშაობა ძალიან უნდა.

გაირკვა ისიც, რომ "ჰერტა" ბოლოს და ბოლოს დათანხმდა იმაზე, რომ სკიბეს კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა (250 000 ევრო) გადაიხადოს - გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ ბერლინელებმა თავიდან ამ ფულის გადახდა თავად მწვრთნელს მოსთხოვეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ დამცინავ წინადადებაზე მიხაელისგან

მტკიცე უარი მიიღეს.

"კიკერი" იუწყება, რომ სკიბე "ჰერტასთან" კონტრაქტს 2014 წლამდე გააფორმებს. ლევან კობიაშვილის გუნდს გუშინ გერმანიის თასის მერვედფინალური მატჩი ჰქონდა "კაიზერსლაუტერნთან", რომელშიც გუნდს ბაბელის ასისტენტმა რაინერ ვიდმაიერმა უხელმძღვანელა, სკიბეს კი ბერლინში დღეს ელოდებიან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე