ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი როგორც ჩანს სულ უფრო ახლოსაა "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერთან
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი როგორც ჩანს სულ უფრო ახლოსაა "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერთან.

"პარიზიენმა" და "ეკიპმა" გუშინ ერთდროულად დაწერეს, რომ ფეხბურთელმა ფრანგულ გრანდთან შეთანხმებას უკვე მიაღწიაო. აღნიშნულ გამოცემებს ეტყობა ერთი წყარო ჰყავდათ, რადგან მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოდნავადაც არ განსხვავდება.

ავტორიტეტული გამოცემების მტკიცებით, კონტრაქტს ხელი მომავალი წლის იანვარში მოეწერება, რისი წყალობითაც ფეხბურთელი თვეში 800 ათას ევროს მიიღებს და თანაც კლუბი მას საშემოსავლო გადასახადსაც გადაუხდის. თუკი ეს ამბავი სიმართლეა, გამოდის, რომ ვეტერანთან მოლაპარაკებებისთვის "ლურჯ-წითლებს" სრული 4 თვე დასჭირვებიათ. გარდა ხელფასისა, პსჟ ფეხბურთელს მისი მაისურების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალსაც

გაუნაწილებს და სარეკლამო საქმიანობაში ჩართვისთვის კუთვნილ ჰონორარსაც ცალკე უანგარიშებს.

ფრანგ კოლეგებს არც ინგლისელები ჩამორჩნენ და გარკვეული დერტალები მათაც გაარკვიეს. მაშ ასე: "დეილი მეილის" ცნობით, პარიზული კლუბის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში შეუდგებიან დევიდის ვაჟების, 12 წლის ბრუკლინის, 9 წლის რომეოსა და 6 წლის კრუსისთვის მაღალი დონის ინგლისურენოვანი სკოლების ძებნას, რათა ბავშვებს სწავლა-განათლებაში ხელი არ შეეშალოთ. დევიდსა და ვიქტორიას მეოთხე შვილიც ჰყავთ, 4 თვის ქალიშვილი ჰარპერი.

პრესის ვერსია ერთია, მაგრამ ბექზის ტრანსფერს ჯერ შემდგარად არ მიიჩნევს კომპანია XIX Entertainment-ი, რომელიც ინგლისელის ინტერესებს იცავს. ფირმის წარმომადგენლები მოლაპარაკების ფაქტს ადასტურებენ, მაგრამ საზოგადოებას მოუწოდებენ, ნუ დაუჯერებენ გავრცელებულ ხმებს, რადგან კონტრაქტზე ხელი არ მოგვიწერია და ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოსო. თუმცა არც გაზეთებს დაუწერიათ, ბექზმა ხელშეკრულება გააფორმაო, მათ ხალხს მხოლოდ შეთანხმების მიღწევა ახარეს.

"ფრანს ფუტბოლის" ინფორმაციით, პარიზულმა კლუბმა მორიგ ცენტრალურ თავდამსხმელს მიაპყრო მზერა. ლაპარაკია "ვალენსიისა" და ესპანეთის ნაკრების შემტევ რობერტო სოლდადოზე. ფრაგები მზად არიან, "ღამურებს" "ჯარისკაცში" (სოლდადო სწორედ ასე ითარგმნება) 30 მილიონი ევრო გადაუხადონ. მიმდინარე სეზონში რობერტომ 16 ტურში 11 გოლის გატანა შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა