საქართველოს ნაკრებისა და "ოლიმპის" გამთამაშებელმა ინტერვიუში ეროვნულ გუნდსა და თავის კლუბზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრებში მთავარ მწვრთნელად იგორ კოკოშკოვი დატოვეს; წილისყრამ მეტოქეებად ბოსნია, ლატვია, ჰოლანდია და რუმინეთი გვარგუნა; საქართველოს ჩემპიონატში "ოლიმპი" თამაშს თამაშზე იგებს; შაბათს წრის მთავარი შეხვედრაა - "ოლიმპი"-"არმია".

ამ და სხვა საკითხებზე გუშინ საქართველოს ნაკრების გამთამაშებელ ლაშა გამყრელიძეს ველაპარაკეთ. თავდაპირველად დავინტერესდით, რამ განაპირობა ორი თვის შექმნილი გუნდის წარმატებული გამოსვლა - "ოლიმპს" ხომ სუპერლიგაში ცხრიდან 8 მატჩი აქვს მოგებული.

- ამის მიზეზი კარგი ორგანიზაციაა. "ოლიმპი" წარმატებას უმთავრესად გუნდური თამაშის ხარჯზე ახერხებს. ასე იყო ორიოდე წლის წინ რუსთავის "ენერჯიშიც", ერთ მუშტად ვიყავით შეკრულნი და ჩემპიონებიც არაერთხელ გავხდით. მაშინდელი გუნდიდანაც და "ოლიმპიდანაც" სტატისტიკურ ლიდერებში მაქულეთა შორის არავინაა. სწორედ ეს მიანიშნებს, რომ გუნდში ფუნქციები თანაბრად ნაწილდება.

- თუმცა არის ერთი კომპონენტი, რომელშიც პირველი "ოლიმპის" გამთამაშებელია.

- გასაგებია რასაც გულისხმობთ, პასების საერთო რაოდენობით პირველ ადგილზე ვარ. სწორედ ეს კომპონენტი მიგვანიშნებს, გუნდური თამაშის ხარისხზე.

- ორ თვეში როგორ მოხერხდა თამაშის ასე აწყობა?

- ეს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პიროვნებებზე. "ოლიმპში" ყოველმხრივ დადებითი კალათბურთელები არიან შეკრებილნი, რაც მწვრთნელს საქმეს უადვილებს. თუმცა, ასეთი გუნდის შეკრება და შეთამაშება უმთავრესად მწვრთნელის, გია კაზანჯიანის დამსახურებაა. "ოლიმპში" ფანტასტიკური ატმოსფეროა, რაც მოედანზეც ჩანს. თავიდანვე მიზნად დავისახეთ სწრაფი, სანახაობრივი კალათბურთის ჩვენება, რასაც შედეგი მოაქვს.

- შაბათს "არმიას" დამარცხებას შეეცდებით. თამამი ნათქვამი ხომ არ გამოვიდა?

- თამამი ნამდვილად არ არის, რადგან ერთმანეთს პირველ და მეორე ადგილზე მყოფი კლუბები ხვდებიან. "ოლიმპი" შედარებით ახალგაზრდული გუნდია, სათადარიგოთა სკამიც მოკლე აქვს, თუმცა ისევე როგორც ყველა მატჩზე, "არმიასთანაც" მოსაგებად გავალთ. თუმცა არც ის მავიწყდება, რომ ფავორიტი "არმიაა".

- მაინც რის ხარჯზე შეიძლება ფავორიტის ძლევა?

- კარგი დაცვით. შესაძლოა, შეტევისას სროლა არ წაგივიდეს, მაგრამ თუ დავცაში ისე ითამაშებ, როგორც საჭიროა, მოგება შეიძლება. მაგალითად, წინა ტურში, "სამედიცინოსთან" ენერგია გვაკლდა, დაცვაში ცუდად გავისარჯეთ, თუმცა მოგება მაინც ჩვენ დაგვრჩა. მის წინა მატჩში, "დინამოსთან" კი ყველაფერი კარგად გამოგვივიდა და დიდი სხვაობითაც გავიმარჯვეთ.

- სწორედ "დინამოსთან" შეხვედრის შემდეგ დასახელდი ტურის საუკეთესო კალათბურთელად.

- შესაძლოა 30, ან მეტი ქულა ჩააგდო, მაგრამ შრომა ფუჭად ჩაივლის, თუ გუნდი ვერ გაიმარჯვებს. თანაგუნდელების სათანადო თამაშის გარეშე შეხვედრას ნამდვილად ვერ მოვიგებდი. სწორედ მათი დამსახურებაა კარგად რომ გამოვჩნდი, ხოლო ჩემი მონდომება ჟურნალისტებმაც რომ დაინახეთ და დააფასეთ, მოხარული ვარ.

- 18 დეკემბერს საქართველოს ნაკრების თავკაცად იგორ კოკოშკოვი კიდევ ორი წლით დატოვეს. როგორ შეხვდი ამ მოვლენას?

- რადგან ასე გადაწყდა, ე.ი. ასე სჯობდა. იგორ კოკოშკოვი ოთხი წელია ჩვენთან მუშაობს და თითოეულ კალათბურთელს თავისი ხუთი თითივით იცნობს. ნებისმიერისთვის ნაკრებში გამოსვლა ძალიან ბევრს ნიშნავს, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ გულშემატკივრის გასახარებლად. იმედი მაქვს, რომ იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით კიდევ უკეთესად ვითამაშებთ და შედეგიც შესაბამისი იქნება.

- 4 დეკემბერს წილისყრამ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაარკვია. ბოსნიის გარდა ყველასთან გითამაშია.

- მოწინააღმდეგეთაგან ბოსნიასა და ლატვიას გამოვყოფ. ბოსნიელებს წლეულსაც მაღალი დონის გუნდი ჰყავდათ, ხოლო ლატვია მომავალ წელს გაცილებით უკეთესი იქნება ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე. ბალტიისპირელებს სავარაუდოდ ოთხი წამყვანი კალათბურთელი დაემატებათ: ვალტერსი, შკელე, კამბალა და ბიედრინსი.

- ჰოლანდიას აგვისტოში ამხანაგურად ეთამაშეთ.

- ჰოლანდიის "ლეიდენმაც" დაგვანახა, რომ იოლი დასამარცხებელი გუნდი არ არის. მართალია, ლეიდენელთა შემადგენლობაში ბევრი ამერიკელი იყო, მაგრამ ჯგუფიდან გასვლაში ადგილობრივებმაც დიდი როლი ითამაშეს.

ჰოლანდიის ნაკრებს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რათა ის არ დაგვემართოს, რაც ჩვენთან თამაშისას ზოგიერთს მოუვიდა - სათვალავში არ გვაგდებდა, თუმცა მწარე მარცხი ვაგემეთ.

აქვე მინდა ყურადღებიდან არ გამოგვრჩეს: რადგან ევროპის ჩემპიონატზე 12 გუნდს შორის მოვხვდით, ბევრი ელის, რომ შესარჩევი ეტაპის ბარიერს იოლად დავძლევთ. ასე არ იქნება. ყველა მეტოქესთან ბრძოლა გველის. გვაქვს გარკვეული უპირატესობები, მაგალითად: თბილისში კარგად ვთამაშობთ, თუმცა უპირატესობებს გამოყენება უნდა, რაც სათანადო მობილიზებისა და მომზადების გარეშე ვერ მიიღწევა. სხვა ჯგუფებში რამდენიმე ფავორიტია და ნაკლებად სავარაუდოა მესამეადგილოსანი ჩვენი ჯგუფიდან გავიდეს (ექვსიდან ოთხი მესამე მოიპოვებს ევრობასკეტის საგზურს), ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ პირველი ადგილი არ დავთმოთ.

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა