ასოციაციის ვერდიქტის წინააღმდეგ - მერსისაიდელთა გუნდი მოთელვაზე თანაგუნდელის გამოსახულებიანი მაისურით გავიდა
ოთხშაბათს, უიგანში, „ლივერპულმა“ 0:0 ითამაშა, მაგრამ, ამჯერად თქვენი ყურადღების შეჩერება სხვა რამეზე გვსურს: მერსისაიდელთა გუნდი მოთელვაზე თანაგუნდელის, ლუის სუარესის გამოსახულებიანი მაისურით გავიდა. საკუთარი გამოსახულებით დამშვენებული მაისურა ეცვა თავად 24 წლის ურუგვაელსაც.

ასე გამოხატეს „წითლებმა“ ერთსულოვნება ფეხბურთის ასოციაციის ვერდიქტის წინააღმდეგ - მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი მცველის, 30 წლის პატრის ევრას რასობრივი შეურაცხყოფისთვის სუარესს რვა-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, თუმცა ის მხოლოდ მას მერე ამოქმედდება, რაც გაირკვევა ასაჩივრებს თუ არა თავდამსხმელი ვერდიქტს და რას მოიტანს გასაჩივრება.

ურუგვაელის ვექილი და აგენტი ალეხანდრო ბალბი ამბობს, რომ მისი კლიენტი ასოციაციის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

„სუარესს რასისტობას ტყუილად სწამებენ. ის გააპროტესტებს და ბოლომდე შეეცდება დაამტკიცოს თავისი სიმართლე“.

ბალბიმ დასძინა, რომ სუარესმა ვერდიქტი ძალიან განიცადა, თუმცა დასძინა: „ის მხნედ და მშვიდად არის, რადგან მხარში უდგანან გულშემატკივრები, თანაგუნდელები, მწვრთნელი, კლუბის ყველა თანამშრომელი, „ლივერპულის“ კაპიტანი“.

სუარესის გამოსახულებით მოხატული მაისურა ეცვა „წითლების“ მწვრთნელ კენი დალგლიშსაც:

„თუკი ამქვეყნად კიდევ იყო ვინმე, ვისაც ეგონა, რომ ლუისს მხარს არავინ უჭერს, შეხედოს ჩვენს მაისურებს და ყველაფერს მიხვდება. ჩვენ მას თავიდან ბოლომდე ვუჭერთ მხარს და გვინდა ყველამ გაიგოს, რომ ის რასისტი არ არის“.

უიგანში თამაშამდე ცოტა ხნით ადრე „ლივერპულის“ ოფისიდან გავრცელდა ლეგენდარული კლუბის ფეხბურთელთა ერთობლივი განცხადება, სადაც წერია: „ლუისი ჩვენი მეგობარია და როგორც ფეხბურთელთა შეკრული ჯგუფი აღშფოთებული ვართ ფეხბურთის ასოციაციის განაჩენით. ვდგავართ რა ლუისის გვედით, მთელს მსოფლიოს ვუცხადებთ, რომ ის რასისტი არ არის.

„ლივერპულში“ ბევრი ეროვნებისა და სხვადასხვა რასის ფეხბურთელები თამაშობენ. თითოეული ჩვენთაგანი მხარს ვუჭერთ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელსაც უპირველეს ყოვლისა ჩვენი კლუბი აწარმოებს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ფეხბურთში დისკრიმინაციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ უკვე ერთი წელიწადია, რაც ლუისთან ერთად ვცხოვრობთ, ვთამაშობთ, ვვარჯიშობთ და ვერ შევიცანით ის ადამიანი, რომლის პორტრეტიც ამ ბოლო დროს დაგვიხატეს. ჩვენ ბოლომდე მხარში ვედგებით მას, როგორც შესანიშნავ ფეხბურთელს, კარგ ადამიანსა და მეგობარს“.

„უიგანისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრაში სუარესმა ერთხელ ჯარიმა დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი „უიგანის“ მეკარემ, 29 წლის ომანელმა ალი ალ ჰაბსიმ შესანიშნავად მოიგერია. სუარესმა მოინადირა თერთმეტმეტრიანი დარტყმაც - გარი კოლდუელმა ურუგვაელის მაკრატელა დარტყმას ხელით გადაუღობა გზა. თერთმეტმეტრიანი ჩარლი ადამმა შეასრულა, მაგრამ ალ ჰაბსიმ ეს დარტყმაც მოიგერია

შესვენებისას ალ ჰაბსი ლივერპულელს მაისურაც სთხოვდა: „ჩემი ერთი ძმაკაცი სუარესის დიდი ფანია და მე მისთვის მაისური ვთხოვე. მან მიპასუხა გოლი გამატანინე და მოგცემო“ - იცინოდა მატჩის შემდგომ ალ ჰაბსი.

იმედია, ამ სიტყვების გამო ურუგვაელს არ დასჯიან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა