არნემის "ვიტესის" მეპატრონის მერაბ ჟორდანიას და და კლუბში მისი ასისტენტი ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს

ახლახან სტადიონ "ბენდელაზე" გაიმართა საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი "ფოლკსვაგენის თასზე", რომლის ერთ-ერთი ინიციატორიც საფეხბურთო სკოლა "საბურთალოსთან" და "სახალისო ფეხბურთთის" ქართულ ფილიალთან ერთად იყო არნემის "ვიტესის" მეპატრონე მერაბ ჟორდანია და მისი მხარდაჭერით შექმნილი "ლევან ჟორდანიას საქველმოქმედო ფონდი".

თუმცა ტურნირმა ისე ჩაიარა, ჟორდანია თბილისში არ ჩამოსულა. არადა, მასთან ბევრ საინტერესო თემაზე გვსურდა საუბარი. სამაგიეროდ გავესაუბრეთ მის დას, ხათუნა ჟორდანიას, რომელიც არნემის "ვიტესში" მერაბის ასისტენტია.

- ბავშვთა საერთაშორისო ტურნირებით განებივრებულები არ ვართ. სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ტურნირები აუცილებლად გაიმართება. ვალერი ჩოლარიას თაოსნობით შექმნილი "ლევან ჟორდანიას ფონდის" მიზანი ქართული ფეხბურთის ხელშეწყობაა და, ცხადია, ფონდს მერაბი მხარში უდგას. მე, როგორც ლევან ჟორდანიას ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ბედნიერი ვიქნები, მამაჩემის სახელით ქართულ ფეხბურთს ასეთი სასარგებლო ტურნირებით თუ დავეხმარებით. მერაბს სურს, რომ მსგავს აქციებს სისტემატური ხასიათი ჰქონდეს და არა მხოლოდ ბავშვთა, არამედ ბევრ სხვა ტურნირსაც გეგმავს.

- კონკრეტულად?

- ლაპარაკია საერთაშორისო ტურნირის გამართვაზე, რომელშიც ქართული კლუბებიც მიიღებენ მონაწილეობას.

- რომელი ქართული კლუბის მიწვევას აპირებს?

- ეს ჯერ არ დაკონკრეტებულა. ფაქტია, რომ ჩვენს კლუბებს არ აქვთ მათთვის ასე საჭირო ხშირი კონტაქტი ევროპელებთან, უამისოდ კი ქართული ფეხბურთი ვერ განვითარდება. ამიტომაცაა, რომ მერაბს რაც შეიძლება მეტი ტურნირის მოწყობა და უცხოური გუნდების საქართველოში ჩამოყვანა სურს.

- ესე იგი, ტურნირს საქართველოში გეგმავს.

- არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ არც გადაწყვეტილია. თუნდაც საკონტროლო მატჩი იყოს, მიმაჩნია, რომ ჩვენს ფეხბურთს ესეც წაადგება.

სამწუხაროდ, ბევრი ვერ ხვდება, რომ მერაბი ჰოლანდიაშიც ქართული ფეხბურთის სატკივარით ცხოვრობს. ეს იყო მისი საფიქრალი იმ დროიდან მოყოლებული, რაც ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და თბილისის "დინამო" ჩაიბარა. მახსოვს, რადენი ღამე გაუთენებია ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრში, როდესაც შუქი, გაზი, წყალი, სხვა ელემენტარული პირობები არ იყო და იმ გაჭირვებულ დროში ასე შეინარჩუნა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, არადა, სავსებით შესაძლებელი იყო, "დინამო" რიგით კლუბად გადაქცეულიყო.

- მერაბმა ადრე თქვა, რომ მიშელ პლატინიმ უეფას აღმასკომში არჩევა შესთავაზა, მაგრამ ეს შანსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წაართვა. უეფას პრეზიდენტი ახლაც სთავაზობს თანამშრომლობას?

- მე არ ვიცი, ახლაც არის თუ არა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ მერაბი ის ერთადერთი კანდიდატია საქართველოდან, რომელსაც უეფაში მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავება შეეძლო, მაგრამ რატომღაც ეს შანსი ჩვენთან დაიბლოკა. არაფერია, მერაბი თავის გზას ყოველთვის იპოვის და ქართულ ფეხბურთს ყოველთვის დაეხმარება, როცა ამის შესაძლებლობა ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად