შუა კვირაში ევროპაში საჩემპიონატო და სათასო მატჩები გაიმართა და ყურადღებას იმ კლუბებზე შევაჩერებთ, სადაც ქართველები თამაშობენ
შუა კვირაში ევროპის არაერთ ქვეყანაში საჩემპიონატო და სათასო მატჩები გაიმართა და თქვენს ყურადღებას იმ კლუბებზე შევაჩერებთ, სადაც ქართველები თამაშობენ.

თურქულ სუპერლიგაში მორიგი მატჩი მოიგო "ქაისერისფორმა" - შოთა არველაძის გუნდმა "ანკარაგიუჯუ" 3:0 გაანადგურა და მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც მძიმედ დაწყებული სეზონის შემდეგ არცთუ ურიგო შედეგია. ზურაბ ხიზანიშვილმა "ქაისერის" შემადგენლობაში მხოლოდ პირველი 45 წუთი ითამაშა.

აკაკი ხუბუტიას "სამსუნსფორი" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა "სივასფორთან" და კვლავ ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

იტალიური და გერმანული ამბების შესახებ "ლელოს" გუშინდელ ნომერში წაიკითხავდით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ კახა კალაძის "ჯენოა" სერია A-ში სტუმრად 1:6 განადგურდა "ნაპოლისთან" და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი 58-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" გერმანიის თასის მერვედფინალში შინ "კაიზერსლაუტერნს" 3:1 სძლია. ლევანმა შეუცვლელად ითამაშა.

აზერბაიჯანში "გაბალასა" და "ყარაბახის" დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. აგდამელთა რიგებში გიორგი ადამია მე-80 წუთიდან გამოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...