ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს რჩეული 60 ლიგის ბომბარდირთა სია შეადგინა
65-ე - სწორედ ეს პოზიცია უჭირავს ნიკა გელაშვილს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) მიერ გამოქვეყნებულ ბომბარდირთა რეიტინგში, რომელსაც ასეთი პრინციპით ადგენენ: ფედერაციამ შეარჩია მსოფლიოს საუკეთესო 60 ლიგა (რომელშიც ჩვენი ეროვნული ჩემპიონატიც შედის) და 2011 წელს გატანილი გოლების მიხედვით გოლეადორთა სია შეადგინა.

"ზესტაფონის" თავდამსხმელმა წლეულს საქართველოს ჩემპიონატებში (წინას მეორე და ახლანდელის პირველი ეტაპები) 18 გოლი გაიტანა, რაც მსოფლიოში 65-ე შედეგია.

რეიტინგს კი ესტონელი ალექსანდრს ჩეკულაევსი ლიდერობს, რომელიც თვით კრიშტიანუ რონალდუსაც კი უსწრებს. მართალია, მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა "ოქროს ბუცი" მოიგო, მაგრამ ეს იმის წყალობით, რომ ამ ჯილდოს მფლობელის გამოსავლენ კონკურსში ესპანურ პრიმერას ესტონეთის ჩემპიონატზე უკეთესი კოეფიციენტი აქვს.

რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. ალექსანდრს ჩეკულაევსი (ნარვა, ესტონეთი) 46 გოლი

2. კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, პორტუგალია) 40

3. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა) 31

4. მარიო გომესი (ბაიერნი, გერმანია) 28*

5. ალექსი (ფენერბაჰჩე, ბრაზილია) 28

6. ანტონიო დი ნატალე (უდინეზე, იტალია) 28

7. მარკიზო მინა (ინდეპენდიენტე, ეკვადორი) 28

8. ალექსანდრ ფრაი (ბაზელი, შვეიცარია) 27

9. გარა დემბელე (ლევსკი, მალი) 26

10. გეორგე ბოგიუ (მილსამი, მოლდოვა) 26

* გოლების თანაბრობისას უპირატესობა ენიჭება მას, ვინც ნაკლები მატჩი ჩაატარა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ აირონს
Burton-რაღაც მოთხოვნებს ანუ, დირექტორი თუ მსაჯი ბიძაშენი, ან მეზობელი არ არის არა? :) :)
Burton
tirrana --ხო, მაგრამ სკოლის ჩემპიონატი იმ 60 ჩემპიონატში არ შედის :) ანუ, ის 60 ჩემპიონატი რაღაც მოთხოვნებს აკმაყოფილებს....
tirrana
ეეე, მასე სკოლების ჩემპიონატისას ერთ კვირაში მაქ გატანილი 23 გოლი და სადღაც 30 -35 მაინც უნდა ვიყო.. უაზრო და უმნიშვნელო სტატისტიკაა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"