მარადონას ფიდელ კასტრო და ჩე გევარა უყვარს, ოღონდ ნაკრებიდან ისე წავიდა, ფიდელის გვერდზე არ დამდგარა
ალექს გარსია თბილისიდან წავიდა და, წავიდა თუ არა "დინამოდანაც"? როგორც წესი, ასეთ კითხვებზე ოფიციალურ პასუხს უცბად არ იძლევიან, რადგან მავანის წასვლის შემდეგ დგება ჟამი მოლოდინისა - ვინ იქნება შემცვლელი? რა თქმა უნდა, კულუარებში ამაზეც ალაპარაკდნენ და თქვეს, "დინამოს" ის ქართველი გაწვრთნის, ვინც ადრე უკვე იყო ამ გუნდის თავკაციო.

მოკლედ, აბლაბუდას ჰგავს ეს ყველაფერი, მაგრამ, რადგან საქმე საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდზე მიმდგარა, კულუარულ ინფორმაციებსაც ოქროს ფასი ადევს. როგორ ფიქრობთ, ამ ეგრეთ წოდებულ კულუარულ ისტორიებს მავანი მოცლილი თხზავს? მე ასეთ მეზღაპრეებს არ ვიცნობ, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მეზღაპრეები არ არსებობენ.

"დინამო" ყოველთვის განსაკუთრებული კლუბი იყო, ბოლო ორ ათწლეულში არაერთხელ გამოიცვალა პატრონი და არაერთხელ კლუბში შიდა ბრძოლებიც მომხდარა. ასე იყო ახლაც, ანუ მანამადე, სანამ გარსია ოფიციალურ არდადეგებზე წავიდოდა. გარსია და სხვა ესპანელები პროექტი იყო, რომელმაც სეზონის პირველ ეტაპზე არ გაამართლა. ამ პროექტს თავისი ავტორი ჰყავს და, რა გასაკვირია, რომ ალტერნატიულ პროექტსაც გამოუჩნდნენ მხარდამჭერები. ალტერნატივა კი ქართველი მწვრთნელია, ოღონდაც მისი მოსვლა იოლი ვერ არის, მასაც სჭირდება ძლიერთა მხარდაჭერა და ამიტომაც ვართ ასე - გარსია არდადეგებზეა და მორჩა.

"დინამოში" ახალი მეპატრონისა და მმართველის მოსვლაც სახელმწიფო პროექტს ჰგავს. რომან ფიფია რუსეთში მოფულიანებული ბიზნესმენია, ზურაბ პოლოლიკაშვილი კი სახელისუფლებო სტრუქტურებში ნამუშევარი კადრი. "დინამოში" სხვანაირად ვერავინ მოვიდოდა, თუ ვინმე მომსვლელი იყო, მანამდეც გამოჩნდებოდა, როცა ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა და "დინამო" მყარი ფინანსური ზურგის გარეშე დარჩა.

სახელმწიფო პროექტი იქოქება გორის "დილაშიც" - კლუბს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუძღვება. ეს ოხერი კულუარისტები იმასაც ამბობენ, მალე არმიაც უშეფებს ერთ-ერთ საფეხბურთო გუნდსო, რისი პრეცედენტი უკვე არის კალათბურთსა და რაგბიში, ასე რომ, კულუარისტებს მეზღაპრეობას ძნელად თუ დავწამებთ.

ყველაფერ ამას დავუმატოთ ცხინვალის "სპარტაკი" და რეგიონების ის გუნდები, გამგეობები რომ აფინანსებენ.

მოკლედ, დინამიკა ნამდვილად არის და, ზოგადად, ეს კარგია. გამალებით გვიტრიალებენ მსუყე სიუჟეტებს რუსეთსა და პუტინზე, იქ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობენ, აქ კი ქვეყანა წინ მიდისო, მაგრამ რაღაც ვერ ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს.

აკი გეუბნებოდით, ვერ დავიჩემებ, რომ მეზღაპრეები არ არსებობენ-მეთქი. ეს ძველთაძველი ხელობაა.

მჭექი ამბავი გამოდგა კახა კალაძის ნაკრებიდან წასვცლაც. მან საქართველოს გორმახებიდან დაიწყო გზა და "მილანამდე" მივიდა, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. კალაძე სამაგალითო ფენომენია. სხვა საქმეა, რამდენად სწორი იყო მისი მოქმედების ფორმა, როცა ნაკრებიდან წასვლის თაობაზე განაცხადა. ცხადია, ამ ყველაფერს პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა და ეს იყო ერთგვარი პროტესტი კალაძის მხრიდან. იგი მხარს უჭერს პოლიტიკაში მოსულ ბიძინა ივანიშვილს და ეს მისი უფლებაა.

მარადონას სულაც ფიდელ კასტრო და ერნესტო ჩე გევარა უყვარს, ოღონდაც ნაკრებიდან ისე წავიდა, ფიდელის გვერდზე არ დამდგარა.

ფეხბურთელი მარადონა გენიოსი იყო და დიდად აქტუალური აღარ არის მისი პოლიტიკური შეხედულებები. ბუმბერაზებს ბევრი რამე ეპატიებათ.

არც კალაძე დარჩენილა წაგებული ნაკრებიდან წასვლით, თუნდაც იმიტომ, რომ სხვას დააშვებინა შეცდომა - კალაძე რუს ფეხბურთელ შევჩენკოსთან ერთად იყო "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზეო - დაახლოებით ასეთი რამ მოვისმინეთ ერთ-ერთ სახელისუფლებო ტელეარხზე.

ქართული ფეხბურთი უაღრესად პოლიტიზირებული და ხელისუფლებაზე ძალიან დამოკიდებული რომ გახდა, ეს სავალალო უნდა იყოს. ამას კარგი არაფერი მოჰყვება და კალაძეც, ალბათ, ამას აპროტესტებდა ნაკრებიდან წასვლით.

მარადონას და ფიდელის ამბავი კი სულ სხვაა, ის არ ჰგავს ქართულ სინამდვილეს თუნდაც იმიტომ, რომ კასტრო ძალიან თავისებური დიქტატორია და კიდევ იმიტომ, რომ "თავისუფლების კუნძულზე" ამერიკულ თუ რუსულ ფილმებს ესპანური სუბტიტრებით არ აჩვენებენ.

ამერიკელმა რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა ათიოდე წლის წინათ ფილმიც კი გადაიღო ფიდელზე და კუბაზე - COMANDANTE. უდავოდ საინტერესო ნამუშევარია, სტოუნი ფიდელს ლამის ყველაფერზე ესაუბრება, ვიაგრაზეც კი. ფილმი დოკუმენტურია და სინამდვილის ხარისხიც მასში დიდია. რა თქმა უნდა, ფილმი ამერიკულად მთავრდება, ბენჯამენ ფრანკლინის სიტყვებით: "ის, ვინც თავისუფლებას უსაფრთხოების გამო თმობს, ის არც თავისუფლების ღირსია და არც უსაფრთხოების".

ამის თქმას საქართველოში სულ სხვა ავტორიტეტი, სულ სხვა წარსული უნდა, თორემ, ვინ არ იცის, როგორ ტარდება ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, როგორ ინიშნება ნაკრების მთავარი მწვრთნელი, როგორ ინაწილებენ საფეხბურთო სტრუქტურები კლუბებს და როგორ გვატყუებენ.

დავით თავართქილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

me
მგონი მოდის ნელ-ნელა ყველა ჭკუაზე,ასე არ გობია
zaza sigu
რაც შეეხება კალაძეს არაფერირია მის ქმედებაში არასწორი.მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ გამოსვლის შემდეგ თვითონ რომ არ წასულიყო აუცილებლად გააგდებდნენე ნაკრებიდად.მაგრამ, რომ დაასწრო ამაზე დაიბოღმენ.
giorgi
მარადონა და ფიდელი რაღა შუაშია... მარადონა არგენტინელია, ფიდელი კუბელი. კალაძეს თავისი სამშობლოს ბედი ადარდებს და მარადონას კუბა ცალ წიხლზე კიდია. არის განხვავება? დანარჩენში ვეთანხმები მასალის ავტორს.
levani kaxeti
მოგუდულად, მაგრამ სათქმელი მაინც ითქვა. თუ ასე გააგრძელეთ, შეიძლება ყინულიც დაიძრას.
d
ეგრე, რა! ამოიღეთ ხმა ბოლო-ბოლო! კაია!
zako
დავით -ბრავო, მაგარი სტატიაა
come-on
მაგარია!!!!
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება