ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონს, ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს ყოფილი მეგობარი გოგონას ცემისთვის სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონს, ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილი მეგობარი გოგონას ცემისთვის. გარდა ამისა, პროფესიული კრივის ვარსკვლავს 100 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მოუწევს და 2.5 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.

მეივეზერი ციხეში 6 იანვარს ჩაჯდება. ასე რომ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გაზაფხულისთვის დაგეგმილი ბრძოლა ფლოიდსა და ფილიპინელ მენი პაკიაოს შორის.

"დღეების დასათვლელად კალკულატორი საჭირო არ არის, - განაცხადა სასამართლოს განაჩენის მოსმენის შემდეგ პაკიაოს წარმომადგენელმა. - მეივეზერს უბრალოდ დრო არ ექნება მენისთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად".

თუმცა ამერიკელი მთლად უშანსოდ არ არის. თუ ის ციხეში სამაგალითოდ მოიქცევა და არაფერს დააშავებს, შანსი ექნება 65 დღეში დატოვოს საპატიმრო.

ამ შემთხვევაში, მეივეზერი 11 მარტს თავისუფალი იქნება. პაკიაოსთან ჩხუბის ზუსტი თარიღი ჯერ დათქმული არ არის. თავდაპირველად ლაპარაკობდნენ 5 მაისზე, თუმც მეივეზერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრძოლა ლას ვეგასში ივნისში გაიმართება.

თითქოს ყველაფერი იქეთ მიდის, რომ ბრძოლა წელს ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება, თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. რომ არა ორი დღის მეივეზერის აღიარებითი ჩვენება, ის, შესაძლოა, წელიწადნახევრით ჩაესვათ ციხეში. თუმცა პროკურორს იმედი აქვს, რომ მოკრივეს კიდევ უფრო მკაცრად დასჯიან.

მეივეზერს არაერთხელ ჰქონია კანონთან პრობლემები, რომელთაგანაც ყველაზე უწყინარი იყო გადასახადებისთვის თავის არიდება. გასულ წელს სკანდალურმა მოკრივემ პარკინგის თანამშრომელი გალახა, მაგრამ ჯარიმის გადახდა აკმარეს.

ინციდენტი, რომლის გამოც ფლოიდი ციხეში გაისტუმრეს, 2010 წლის სექტემბერში მოხდა. მოკრივემ შეიტყო, რომ მისი მეგობარი გოგონა - ჯოზი სხვა მამაკაცთან ღალატობდა. მეივეზერმა თავდაპირველად შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, შემდეგ კი საქმეზე გადავიდა და ჯოზის რამდენიმეჯერ სახეში უთავაზა.

"ის ყოველთვის პოულობს პრობლემებს, - განაცხადა პროკურორმა ლიზა ლუზაჩმა. - ყველაფერში თავად არის დამნაშავე და მხოლოდ თვითონ შეუძლია გამოძვრეს ამ მდგომარეობიდან. ბევრი შესაძლებლობა აქვს იმის გასაცნობიერებლად, რომ არასწორად იქცევა. ჰქონდა გამოსწორების შანსი, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ციხემ შეიძლება შეცვალოს რაღაც მეივეზერის ცნობიერებაში".

როცა მოსამართლემ განაჩენი გამოცხადა, მეივეზერი აბსოლუტურად მშვიდად და აუღელვებლად გამოიყურებოდა. "განაჩენი სამართლიანია, - თქვა მოსამართლე მელისა სარაგოსამ. - მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ ხარ და რას მიაღწიე. ვალდებული ხარ პასუხი აგო შენს საქციელზე და არ უნდა დაუშვა ძალადობა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად