ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის მოსურნე თბილისი FILA-ს კომისარმა, ახროლჯან რუზიევმა დაათვალიერა
რომ გვეგონა, 2013 წელს თბილისში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა გადაწყვეტილი იყო, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე - თურმე ამაზე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციასთან (FILA) ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება და დიდი სურვილი არსებობს ორივე მხარისგან.

საქართველოს კანდიდატურას ღიად ემხრობა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი, რაც ჩვენთვის უდაოდ დიდი პლუსია, მაგრამ ფაქტია - საკითხი ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და რუსეთის თამადობით, 8 ქვეყნისგან შემდგარი კონკურენტთა საკმაოდ ძლიერი არმიაც გვყავს.

ჩვენები მიიჩნევენ, რომ საკითხი 80%-ით ჩვენს სასარგებლოდაა გადაწყვეტილი, მაგრამ ფაქტია - ჯერ მხოლოდ აპლიკანტის დონეზე ვართ და თბილისის, როგორც კანდიდატი ქალაქის შესაძლებლობათა შესამოწმებლად, ჩვენს დედაქალაქში FILA-ს კომისარი, უზბეკი ახროლჯან რუზიევი იმყოფება. მან დღეს ჩემპიონატის სამასპინძლოდ შეგულებული არენა - სპორტის სასახლე დაათვალიერა, სადაც მასპინძლობას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე, აგრეთვე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები - დავით ნამგალაური და გია გალდავა უწევდნენ.

ამგვარი რევიზიების მიზანი სრულიად მკაფიოა და ნათელი - საერთაშორისო ფედერაცია ამოწმებს მასპინძელ ქვეყანას, კონკრეტულად კი შეჯიბრების გასამართავად შეგულებულ სპორტულ არენას, რამდენადაა ის მზად მოცემული ტურნირის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. სწორედ ამ კომისართა დასკვნაზეა დამოკიდებული, დაგვრთავენ თუ არა შეჯიბრების გამართვის უფლებას.

იმედია, უზბეკი სტუმარი FILA-ში დადებით დასკვნას წარადგენს, რადგან უკმაყოფილება არც სპორტის სასახლეში გამოუთქვამს და არც - მანამდე. კაცმა რომ თქვას, სერიოზული საბაბი არც ექნებოდა - მოძველებული ინტერიერის მიუხედავად, სპორტის სასახლე მეტ-ნაკლებად მზადაა დიდი ტურნირების სამასპინძლოდ. მით უფრო, მას შემდეგ, რაც გარემონტდა გასახდელები და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა გვერდითა დერეფნებს, რამაც შიდა ფართი გამოყენებადი გახადა.

ბოლო წლებში თბილისში სასტუმროების მხრივაც გამოკეთდა ვითარება, თორემ 2009 წელს, როცა ახალგაზრდების ევროპის პირველობას ვუმასპინძლეთ, ეს დიდი პრობლემა იყო. იმდენად დიდი, რომ ერთ-ერთ მთავარ თავსატეხად გვექცა. მაშინ დედაქალაქში არ იყო საკმარისი რაოდენობის დიდი სასტუმროები (პატარ-პატარები ბლომადაა, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის), სადაც გუნდების უმეტესობა ერთად განთავსდებოდა, გამოსავალი კი იმაში მოიძებნა, რომ უცხოელთა ნაწილი ბაზალეთზე დააბინავეს.

საბედნიეროდ, ახლა ასეთი მდგომარეობა აღარაა - "holiday-inn" ქართული სპორტისთვის დიდი შენაძენი აღმოჩნდა და უკვე შესაძლებელია უცხოურ დელეგაციათა თბილისშივე განთავსება. არადა, სტუმარიც ბევრია მოსალოდნელი, რადგან აქ ერთბაშად სამი ტურნირი ჩატარდება - თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე ვაჟებისა და ქალებისა ანუ ყველა ქვეყნიდან თუ არა, უმეტესობიდან სამ-სამი ნაკრები გვეწვევა.

სპორტის სასახლის გარდა, რუზიევმა გუშინ ის სასტუმროებიც მოინახულა, რომლებიც ორგანიზატორებმა უცხოელთა დასაბინავებლად შეიგულეს. სპორტსმენთა დისლოკაციის ძირითადი ბაზა "holiday-inn" იქნება, დამხმარე კი - "ბაზალეთი", ხოლო FILA-ს მაღალჩინოსნები და ვიპ-სტუმრები (ალბათ, საჭიროების შემთხვევაში - ფალავანთა ნაწილიც) "მარიოტში" იცხოვრებენ.

სპორტის სასახლეში სტუმარმა მოინახულა თავად არენა - ტრიბუნებით და საჭიდაო ფართით, გასახდელები, მოსათელი დარბაზი და სხვა დამხმარე ოთახები. მას უკმაყოფილება არ გამოუთქვამს, თუმცა ამჟამინდელი ვიზიტის ძირითადი მიზანი მაინც მთავარი ნიუანსების შემოწმებაა, კონკრეტულ შენიშვნებს კი, თუ ამის საჭიროებას დაინახავენ, მხოლოდ მას შემდეგ გასცემენ, როცა მასპინძლის ვინაობა საბოლოოდ დამტკიცდება.

რუზიევმა კომენტარი მედიისთვისაც გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველო საჭიდაო ქვეყანაა, რომელიც წლების განმავლობაში მოწინავეთა შორისაა და იმსახურებს ისეთი პრესტიჟული შეჯიბრების მასპინძლობას, როგორიც ევროპის პირველობაა.

ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა