"ჩელსის" მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში თავისი გუნდის კაპიტნის, 31 წლის ჯონ ტერის ქებად დაიღვარა
"ჩელსის" მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში თავისი გუნდის კაპიტნის, 31 წლის ჯონ ტერის ქებად დაიღვარა და მადლობა გადაუხადა იმ სასწაული ეპიზოდისთვის, რომელმაც "ლურჯებს" პრემიერლიგის ტიტულისტვის ბრძოლის შანსი შეუნარჩუნა.

ვინც თამაშს უყურა ეხსომება, როგორ გადაეღობა დასავლეთლონდონელთა კაპიტანი 27 წლის ტოტენჰემელი ფორვარდის, ემანუელ ადებაიორის დარტყმულ ბურთს შეხვედრის ბოლო წუთებზე. ასეთი გმირობა ტერისთვის მისწრება იყო, რადგან ბოლო დღეებში ინგლისში რასიზმის თემაა აგორებული. კაპიტანს "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მცველ ანტონ ფერდინანდთან ინციდენტის გამო აკრიტიკებენ და სასამართლოშიც კი დაიბარეს.

"ტოტენჰემისა" და "ჩელსის" შეხვედრა "უაით ჰართ ლეინზე" გაიმართა და 1:1 დასრულდა. "დეზების" ქომაგები ტრიბინებიდან ერთ ამბავში იყვნენ - ტერის რასისტობის თემა თითზე ჰქონდათ დახვეული. ვილაშ-ბოაშმა თქვა, რომ კარგად იცოდა, ლონდონურ დერბიში რა გარემოც დახვდებოდა, თუმცა ეჭვი არ ეპარებოდა, რომ კაპიტანი რა გინდა რა ზეწოლას გაუძლებდა.

"რაც რასიზმთან დაკავშირებული სკანდალი ააგორეს, ჯონს ამ საკითხზე ყოველდღე ველაპარაკები და რა შევამჩნიე იცით? მან ადრინდელზე უკეთ დაიწყო თამაში.

არასდროს, არავის შეპარვია ეჭვი ტერის თავდადებაში, ერთგულებასა და ოსტატობაში. ის ყოველთვის კონცენტრირებულია. "ტოტენჰემთან" შეხვედრაში ტერიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი პიროვნებაა. შეხვედრის მიწურულს მან უბრალოდ გვიხსნა" - თქვა ვილაშ-ბოაშმა, რომელმაც, შემდეგ, ერთი შეხედვით უცნაური რამ დასძინა:

"ბოლო მომენტში "ტოტენჰემს" დიდი შანსი გამოეცალა ხელიდან, მაგრამ რომც გაეტანა, მაინც კმაყოფილი დავრჩებოდი, რადგან ჩემმა ბიჭებმა დიდებულად ითამაშეს. მათ მტკიცე ხასიათი გამოავლინეს. ჩვენ შეხვედრის მსვლელობისას ფეხბურთელები დაგვიშავდა, მათ ნაადრევად მოუხდათ მოედნიდან გასვლა, მაგრამ დანარჩენებმა საოცრად აუღეს სიტუაციას ალღო და ახალი ვითარების ადექვატურად მოიქცნენ".

შეხვედრაში იყო კიდევ ერთი საყურადღებო ეპიზოდი - 58-ე წუთზე საუცხოო ფორმაში მყოფმა ადებაიორმა გოლი გაიტანა, მაგრამ ოფსაიდის გამო არ ჩათვალეს. სავარაუდოდ, ამ ეპიზოდში თანამსაჯმა სწორად არ განსაჯა. ტოგოელს ორი კვირის წინ კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს. ისიც უსამართლოდ. ეს ამბავი "სტოკ სიტისთან" შეხვედრაში მოხდა. მან თქვა:

"ვფიქრობ, გოლი წესების დაცვით გავიტანე, მაგრამ იმ ეპიზოდში ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ წაეწყო. ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ. მოგება "ჩელსისა" და "არსენალის" ჩამოტოვების შესაძლებლობას მოგვცემდა".

"დეზების" თავკაცი ჰარი რედნაპი: "წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ ჩათვალეს ეს გოლი. ვიფიქრე ხელის კვრა ხომ არ შეამჩნიეს, მეთქი... არც ის ვიცი ოფსაიდი აწიეს თუ არა. მოკლედ, არაფერი არ ვიცი".

დასავლეთლონდონელთაგან გოლი დენიელ სტარიჯმა გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა შეტევის მარცხენა ფრთიდან ეშლი კოულმა გაუწია. გამეორებაზე კერგად ჩანდა, რომ კოულს, მიღებისას ბურთი ხელზე მოხვდა.

კოულმა პრესკონფერენციაზე თქვა: "თამაშის შემდეგ მსაჯ ჰოვარდ ვებთან მივედი. ბურთი ხელზე მომხვედრია, მაგრამ მე ეს ვერ ვიგრძენი და სასტვენის გარეშე როგორ უნდა გავჩერებულიყავი? ნებისმიერი ფეხბურთელი ეპიზოდს აგრძელებს სანამ მსაჯი არ დაუსტვენს".

ლონდონურ დერბიში ნათამაშები ფრის შემდეგ "ტოტენჰემ ჰოთსპური" "მანჩესტერ სიტის" 9 ქულით ჩამორჩება, ხოლო "ჩელსი" თერთმეტით. რედნაპი ამბობს, რომ ახლა ყველაფერი თავად ისტლენდელებზეა დამოკიდებული. დაკარგავს თუ არა ლიდერობას თავად რობერტო მანჩინის გუნდი - აი, რა არის მთავარი.

"ახლა, ჩემპიონატს ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს - მანჩესტერული გუნდები. ჩვენთვის, სეზონის დასაწყისში ორი თამაშის წაგების შემდეგ 35 ქულის დაგროვება წარმოუდგენლად კარგი შედეგია. ვატყობ, ზედა ოთხეულში დიდი ბრძოლა გაიმართება, მაგრამ, ვიმეორებ, ორი ფავორიტი აშკარაა".

ვილაშ-ბოაში კი ყინჩად არის: "ჩვენ "ფულჰემსა" და "ასტონ ვილასთან" ექვსი ქულის მოპოვებას ვაპირებთ. თუ ეს შევძელით, ვფიქრობ, საჩემპიონო ბრძოლას გამოკლებული არ ვიქნებით. ჩვენ უარეს მდგომარეობაშიც ვყოფილვართ, მაგრამ ლიდერებთან სხვაობა შეგვიმცირებია. დღეს, მართალია, მხოლოდ ერთი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ ეს მორალური გამარჯვება იყო. "ტოტენჰემი" ხომ ნამდვილად ის გუნდია, რომელსაც ჩემპიონის ტიტულისთვის შეუძლია ბრძოლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა