კოპა დელ რეი. 1/16 ფინალი. საპასუხო მატჩები და წილისყრა: გვარდიოლამ ორი რეკორდი მოხსნა, მაგრამ ინიესტა დაკარგა
ესპანეთის თასზე საოცნებო ფინალი (ისეთი, როგორც შარშან იყო) არ იქნება - ბუნებრივია, "რეალმა" და "ბარსელონამ" იოლად გადალახეს 1/16 ფინალური ბარიერი, მაგრამ საქმეში ბრმა წილისყრა ჩაერია: თუ გრანდები მერვედფინალურ ბარიერს გადალახავენ, ისინი ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან.

მანამდე კი "ვალენსიამ" და "ბარსამ" (განსაკუთრებით) მოარბიეს თავიანთი ოპონენტები და უკანასკნელებმა გაინაღდეს მერვედფინალში თამაში. ქვეყნის ჩემპიონმა 9:0 მოგებით თასის წლევანდელი გათამაშების რეკორდი დაამყარა.

ვალენსია-კადისი 4:0 (0:0)

ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - მიგელი, რამი, რუისი, ალბა (74. მატიო) - მ. თოპალი, ბანეგა - პ. ერნანდესი, ჟონასი (53. პარეხო), პიატი - სოლდადო (59. ადურისი).

გოლები: 1:0 რუისი (5), 2:0 ჟონასი (28), 3:0 სოლდადო (41), 4:0 ბანეგა (68)

"ვალენსიამ" წელიწადი კარგი განწყობით დაასრულა მე-3 დივიზიონის "კადისი", რომელსაც 100-წლიან არსებობის ისტორიაში 12 სეზონი უთამაშია პრიმერაში, 4:0 მოარბია. პირველი თამაში სახიფათო ანგარიშით (0:0) დასრულდა, ამიტომაც უნაი ემერიმ თითქმის საბრძოლო შემადგენლობა გამოიყვანა სამხრეთელთა წინააღმდეგ.

ძალიან კარგად ითამაშა პაბლო პიატიმ, ხოლო გოლები ვიქტორ რუისმა, ჟონასმა, რობერტო სოლდადომ და ევერ ბანეგამ გაიტანეს. "კადისი" თავაწეული ტოვებდა "მესტალიას", ეს გუნდი არ შეუშინდა მაღალი კლასის მეტოქეს და ებრძოლა, როგორც შეეძლო.

უნაი ემერი (ვალენსია): "წლის ამაღლებულ განწყობაზე დასრულება და თასისთვის ბრძოლის გაგრძელება გვსურდა. არ გვინდოდა, თავი შარში ჩაგვევგდო, ამიტომ შემადგენლობაში დიდი კორექტივები არ შეგვიტანია".

ბარსელონა-ოსპიტალეტი 9:0 (1:0)

ბარსელონა (3-4-3): პინტო - პუიოლი, პიკე, ფონტასი - ბუსკეტსი (56. დოს სანტოსი), ჩავი (38. ტელო), ტ. ალკანტარა, ინიესტა (30. ს. რობერტო) - კვენკა, პედრო, ფაბრეგასი.

გოლები: 1:0 პედრო (11-პენ), 2:0 ინიესტა (19), 3:0 ალკანტარა (22), 4:0 ჩავი (35), 5:0 ტელო (42), 6:0 კვენკა (48), 7:0 ალკანტარა (54-პენ), 8:0 ტელო (64), 9:0 კვენკა (80)

კატალონიური დერბი იმდენად არათანაბარი იყო, რომ კატალონიურ რბევად იქცა. "ბარსამ" 9 უპასუხო გოლი გაიტანა "ოსპიტალეტის" კარში. შედეგად, 2011 წელს ოფიციალურ მატჩებში მსოფლიოს საუკეთესო კლუბმა 170 გოლი გაიტანა. ეს კი რეკორდია. სხვათა შორის, ოთხშაბათამდე რეკორდი "რეალს" ეკუთვნოდა, რომლის ანგარიშზეც 2011 წელს 167 გოლი იყო.

სამმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა, რომელთაგანაც ტიაგო ალკანტარა და ისააკ კვენკა ახალი გამოჩენილები არიან ფართო საზოგადოებისთვის, ტელო კი სულაც ახალწვეულია. თავიანთი გოლები გაიტანეს ჩავიმ, ინიესტამ და პედრომაც. ხოსეპ გვარდიოლამ პირადი რეკორდი დაამყარა, აქამდე მის "ბარსას" 9:0 არ მოუგია, კატალონიელებმა ამ ანგარიშით ბოლოს "რაიო ვალეკანო" მოსრეს, ეს კი 1978/79 წლების სეზონში მოახერხეს.

მაშ, ამ სათასო დაპირისპირების მთავარი კითხვა - ვინ არის კრისტიან ტელო, რომელიც მოედანზე ჩავის ნაცვლად გამოჩნდა და დუბლი მიითვალა. საბადელელი 20 წლის გარემარბი, სხვათა შორის, დაუძინებელ მტერ "ესპანიოლს" წაართვა შარშან "ბარსამ", თუმცა კი ტელო "ბარსას" "ლა მასიის" აღზრდილია. პირველ გუნდში მისი დებიუტი "ოსპიტალეტთან" პირველ მატჩში შედგა, უკვე საპასუხოში კი მან თავი გამოიჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია, არც მეტოქე იყო ძლიერი და 2-მატჩიანი დაპირისპირების ბედიც გადაწყვეტილი იყო, "კამპ ნოუზე" 57 ათასი მაყურებელი მივიდა.

ჩვენ ერთხელაც არ გვიხსენებია ლეო მესი, მას გვარდიოლამ 2 იანვრამდე შვებულება გამოუწერა და სამშობლოში გაუშვა.

ერთადერთი, რაც ოთხშაბათს "კამპ ნოუზე" "ბარსასთვის" ცუდი მოხდა, ანდრეს ინიესტას ტრავმაა. თუმცა თავად ნახევარმცველმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ სერიოზული არაფერია და მალე ის სრულ მზადყოფნაში იქნება. ექიმთა დასკვნა უკვე გუშინდელია: ანდრესი 15 დღით დააკლდება "ბარსას".

ორი კლასიკო იანვარში?

გუშინ ესპანეთის თასის პლეი ოფების წილისყრა შედგა, გაირკვა არა მარტო მერვედფინალური წყვილები, არამედ, შემდგომი ეტაპის ბადეც.

ისე მოხდა, რომ პრიმერა დივიზიონის 7 წარმომადგენელი ბადის ერთ მხარეს მოექცა, 5 კი - საპირისპირო მხარეს. თუმცა არც ერთ წყვილში არ მოხდა ისე, რომ სეგუნდა დივიზიონის და სეგუნდა ბ-ს გუნდები (ჯამში, 4) ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ.

"სამეფო კლუბს" მეტოქედ "მალაგა" ერგო, "ბარსელონას" - "ოსასუნა". მიუხედავად იმისა, რომ ორივე წყვილში გრანდები აშკარა ფავორიტები იქნებიან, ორივეგან ბრძოლას ველით. ყველაზე საინტერესო კი "ვალენსიასა" და "სევილიას" წყვილი გვგონია. თუკი "ვალენსია" მოიგებს, ხოლო "ლევანტე" "ალკორკონის" წინააღმდეგობას დაძლევს, მეოთხედფინალში ვალენსიური დერბი გველის.

შედარებითი "სიმსუბუქეა" ბადის მეორე მხარეს: "ესპანიოლი" "კორდობას" დაუწყვილდა, "რასინგი" - "მირანდესს", "ბილბაო" - "ალბასეტეს". აქ მხოლოდ ერთია პრიმერული დაპირისპირება: "რეალ სოსიედადი" "მალიორკას" წინააღმდეგ. პირველი მატჩები 3,4 და 5 იანვარს გაიმართება, საპასუხო - 10,11 და 12 იანვარს. მეოთხედფინალური ეტაპი კი 18 და 25 იანვარსაა ნავარაუდევი. მოკლედ, "ელ კლასიკო" (თანაც ორი), შესაძლოა, იანვარშივე ვიხილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!